ისრაელის საბრძოლო ჯილდოებიისტორიადამოუკიდებლობისათვის ომის წლებში (1947-1949) არც ისრაელის იატაკქვეშა ორგანიზაციებს და არც ისრაელის თავდაცვის არმიას (შემდგომში - "ცახალ") არავითარი ჯილდოები არ გააჩნდათ. დაჯილდოების ერთადერთი ფორმა იყო "ცალაშ" (צִיוּן לְשֶבַח - צָלָ"ש - ციუნ ლეშევაჰ. სიტყვასიტყვით: "სახლეგანთქმის ნიშანი", აზრობრივად: "ბრძანებაში აღნიშვნა"). "ცალაშ"-ს გადსცემდნენ სხვადასხვა დონის მეთაურები როგორც ცალკეულ მებრძოლებს, ასევე - მთელ ქვედანაყოფებს. ფაქტობრივად, "გადაცემა" არ არსებობდა - "ცალაშ"-ს მატერიალური ფორმა არ გააჩნდა, მას უბრალოდ ბრძანებით აცხადებდნენ (ფქუდათ იომ). მოგვიანებით დაჯილდოების წერილს გადასცემდნენ ("საპატიო სიგელს").
17.07.1949, "ცახალ"-ის ფიცის დადების ერთი წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, თელ-ავივში პრეზიდენტ ჰაიმ ვაიცმანის, პრემიერ-მინისრტისა და თავდაცვის მინისტრ დავით ბენ-გურიონის, გენერალური შტაბის მეთაურის იაკობ დორის, მინისტრებისა და ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) წევრების, "ცახალ"-ის უფროსი ოფიცრებისა და უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით შედგა "ისრაელის გმირის" წოდების მინიჭების პირველი და ერთადერთი საზეიმო ცერემონიალი, რომელზეც ეს წოდება დამოუკიდებლობისათვის ომისსას გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის ისრაელის 12 მუხლის (ტომის) თითო წარმომადგენელმა მიიღო (მათგან ხუთმა - სიკვდილის შემდეგ).
ცენტრში: "ისრაელის გმირის" საპატიო სიგელი (ემილ ბრიგის სახელზე). მის ქვეშ - ამ ნიშნის ხუნდი.
მარცხნივ: ემილ ბრიგი. თეთრ ხალათზე გარკვევით ჩანს "ისრაელის გმირის" ხუნდი.
მარჯვნივ: იოჰაი ბინ-ნუნი, ისრაელის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალი 1960-1966 წლებში (ფოტო 50-იან წლებშია გადაღებული, ბინ-ნუნს აქ პოლკოვნიკის წოდება აქვს). მის კიტელზე 3 ხუნდია. მარცხნიდან მარჯვნივ: "ისრაელის გმირის", 1948 წლის ომის მონაწილის და 1956 წლის ომის მონაწილის. 1948 წლის ომის მონაწილის ხუნდზე დამატებითაა დამაგრებული "პალმაქ"-ის წევრის ნიშანი და იერუსალიმის დამცველის (მაგენ იერუშალაიმ) ნიშანი.ხსენებული ცერემონიალიდან ოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში "ცახალ"-ში ახალი წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება აღარ ხდებოდა, მიუხედავად ამ პერიოდში მიმხდარი ორი ომისა (1956 და 1967) მრავალრიცხოვანი ოპერაციებისა. დავით ბენ-გურიონი ჯილდოების შემოღების თანმიმდევრულ მოწინააღმდეგედ გამოდიოდა და "ცახალ"-ის ბევრი ოფიცერიც მას ამაში მახრს უჭერდა.
ამასთან ერთად "ცალაშიმ"-ის სისტემა ("ცალაშ"-ის მრავლობითი ფორმა) შენარჩუნდა და ორგანიზებული სახე მიიღო. შემოიღეს "ცალაშ რამათქალ" (გენერალური შტაბის უფროსის ცალაშ), "ცალაშ ალუფ" (სამხედო ოლქების, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლების ცალაშ), "ცალაშ მეფაქედ უგდა/ჰათივა" (დივიზიის/ბრიგადის მეთაურის ცალაშ). "ცალაშ რამათქალ"-ის გადაცემამ გენერალური შტაბის უფროსის რეზიდენციაში გადაცემის მოკლე ცერემონიალის სახე მიიღო.
ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის "ცალაშ ალუფ"-ის საპატიო სიგელი უმცროს სერჟანტ ასაფ ბენორის სახელზე (სიკვდილის შემდეგ)დამოუკიდებლობის ომის დასრულებიდან 1967 წლის ომამდე 84 "ცალაშ რამათქალ"-ი გაიცა. ექვსდღიანი ომის შემდეგ გენერალ (ალუფ) რეჰავამ ზეევის (განდის) ხემძღვანელობით შექმნილმა კომისიამ 51 "ცალაშ რამათქალ"-ის და 207 "ცალაშ ალუფ/ცალაშ მეფაქედ უგდა/ჰათივა"-ს მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ექვსდღიანი ომიდან 1969 წლის ივნისამდე კიდევ 20 "ცალაშ რამათქალ"-ი და 4 "ცალაშ ალუფ"-ი (ეს უკანასკნელი - საესკადრო ნაღმოსან "ეილათ"-ის მეზღვაურებს) გაიცა.
1970 წლის იანვარში ქნესეთმა მიიღო კანონი ჯილდოების შესახებ (ჰოქ ჰა-ითურიმ). ამის შემდეგ შეიქმნა კომისია რეზერვის გენერალ ეფრაიმ ბენ-არცის ხელმძღვანელობით, რომელსაც ჯილდოების გარეგნული სახე უნდა დაედგინა. მთავრობამ ამ კომისიის წინადადებები 1973 წლის იანვარში დაამტკიცა.
(გაგრძელება იქნება) * * *
გაგრძელება
შემოღებული იქნა სამი მედალი (ითურიმ), რომლებიც 925 სინჯის ვერცხლისაგან მზადდება და წონით დაახლოებით 25 გრამს შეადგენს:
მედალი გმირობისათვის (עיטור הגבורה, ითურ ჰა-გვურა): ჯილდოზე წარადგენს თავდაცვის მინისტრი გენერალური შტაბის უფროსის რეკომენდაციით. გადაეცემა მტრის პირისპირ ბრძოლისას სიცოცხლის რისკის ფასად გამოჩენილი უდიდესი გმირობისათვის

მედალი სიმამაცისათვის (עיטור העוז, ითურ ჰა-ოზ): ჯილდოზე წარადგენს გენერალური შტაბის უფროსი. გადაეცემა საბრძოლო დავალების შესრულებისას სიცოცხლის რისკის ფასად გამოჩენილი გმირობისათვის.

მედალი თავის გამოჩენისათვის (עיטור המופת, ითურ ჰა-მოფეთ): ჯილდოზე წარადგენს გენერალური შტაბის უფროსი. გადაეცემა სამაგალითო სიმამაცისათვის.

ჯილდოების შესახებ კანონში მითითებულია, რომ სამხედრო მოსამსახურეს ორზე მეტი ერთნაირი მედლის მიღების უფლება არ აქვს და განმეორებით დაჯილოდების შემთხვევაში ახალი ჯილდო არ გაიცემა. მის ნაცვლად უკვე მიღებული მელდის ლენტზე ან მედლის ხუნდზე თავად მედლის მინიატურული გამოსახულება მაგრდება (თუმცა მედლით სიმამაცისათვის ორგზის დაჯილდოებულთაგან ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი გენერალ-ლეიტენანტი ამონ ლიპკიჰ-შაჰაქი ორ ხუნდს ატარებს). სამივე სახის მედალს ღებულობენ მხოლოდ "ცახალ"-ის და "მაჰავ"-ის (სასაზღვრო პოლიცია) მოსამსახურეები: უკანასკნელნი - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თავის გამოჩენის მომენტში ისინი ასრულებდნენ "ცახალ"-ის დავალებას, მასთან ურთიერთქმედებდნენ, ან კოორდინირებდნენ.
კანონი ჯილდოების შესახებ რეტროაქტიურია (აქვს უკუძალა) და ის ვრცელდება 04.06.1967-დან, ასევე - 1949 წელს "ისრაელის გმირის" წოდებით დაჯილდოებულთათვის (ამ კანონით ეს უკანასკნელნი ღებულობდნენ მედალს გმირობისათვის) და ყველა იმ პირისათვის, რომლებმაც მიიღეს "ცალაშ რამათქალ".
ჯილდოებს ატარებენ მხოლოდ უნიფორმასთან ერთად: გამონაკლისია დამოუკიდებლობის დღე, როდესაც დასაშვებია ჯილდოების სამოქალაქო ტანსაცმელზე ტარება. მთელი რიგი კანონების დარღვევის შემთხვევაში, ასევე პატიმრობასა და ჰაუპტვახტაში მყოფი პირები ჯილდოების ტარების უფლებას კარგავენ, თუმცა ჯილდოს კონფისკაცია არცერთ შემთხვევაში არ ხდება.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდოს დაჯილდოებულის უახლოესი ნათესავი ღებულობს შემდეგი თანმომდევრობით: ქვრივი-შვილი-დედა-მამა-და/ძმა.
კანონი ჯილდოების შესახებ შემოღებისთანავე კრიტიკის ობიექტი გახდა: ასე, მაგალითად, ბევრისათვის მიუღებელი იყო, რომ კანონის რეტროაქტიურობა მხოლოდ "ცალაშ რამათქალ"-ზე ვრცელდებოდა და გვერდს უვლიდა სხვა დანარჩენ "ცალაშ'-ებს, რომ სპეცსამსახურების (მოსად-ი, შაბაქ-ი) მუშაკებზე არ ვრცელდებოდა, მათ შორის - ისეთ გმირებზეც, როგორიც იყო ელი კოენი (რომელიც დამასკოში ჩამოახრჩეს). 1973 წლის ომის შემდეგ გაჩნდა მოთხოვნები მეოთხე მედლის შემოღების შესახებ, რომლითაც ჯარების მართვაში თავგამოჩენილი ოფიცრები დაჯილდოვდებოდნენ.
მედლების შემოღებამ "ცალაშიმ"-ი არ გააუქმა, თუმცა, რეალურად, "ცალაშ მეფაქედ უგდა" გაუქმებული აღმოჩნდა, ყველა დანარჩენი "ცალაშ'-ისათვის კი განმსაზღვრელი აღნიშვნები შემოიღეს. აღნიშვნა წარმოადგენდა X ფორმით გადაჯვარედინებულ ხმალსა და ზეთისხილის რტოს, რომელთა რაოდენობა ხუნდზე "ცალაშ რამათქალ"-ისათვის სამი იყო, "ცალაშ ალუფ"-ისათვის - ორი და "ცალაშ მეფაქედუგდა/ჰატივა"-სათვის - ერთი. "ცალაშ"-ების ხუნდებზე აღნიშვნა შეესაბამებოდა იმ კამპანიებს, რომელშიც დაჯილდოებულმა თავი გამოიჩინა (1967, 1973 და ა.შ., თავად კამპანიების აღმნიშვნელი ხუნდები იხილეთ ქვემოთ), ხოლო თუ დაჯილდოება ომებს შორის მოხდა, ხუნდი ხაკისფერი იყო:

1970 წლის ივნისში შექმნილმა კომისიამ (გენერალ-ლეიტენანტი (ალუფ) იცხაკ ჰოფი, გენერალ-მაიორი (ტატ-ალუფ) აბრაამ მანდლერი და პოლკოვნიკი (ალუფ-მიშნე) პინჰას ლაჰავი) 1948 წლიდან გაცემული ყველა "ცალაშ რამათქალ"-ი (256) და 1967 წლიდან გაცემული ყველა "ცალაშ ალუფ"-ი (128) და "ცალაშ მეფაქედ უგდა/ჰატივა" (175) შეამოწმა მათი ახლადშემოღებული ჯილდოების შეცვლის მიზნით. გადაწყდა, რომ 42 "ცალაშ რამათქალ"-ი, 5 "ცალაშ ალუფ"-ი და 11 "ცალაშ მეფაქედ უგდა/ჰატივა" უცვლელად დაეტოვებინათ, დანარჩენები კი მედლებით შეცვალეს.
1973 წლის აპრილში იერუსალიმში, საგანგებო ცერემონიალზე გაიცა 20 მედალი გმირობისათვის (პლიუს 12 მდეალი გმირობისათვის მათ, ვისაც "ისრაელის გმირის" წოდება ჰქონდა), 113 მედალი სიმამაცისათვის და 382 მედალი თავის გამოჩენისათვის. 1956 და 1967 წლების ომებიში გაცემული ყველა "ცალაშ რამათქალ"-ი (და ომებს შორის გაცემულთა ნაწილიც) მედლებით შეიცვალა. 527 დაჯილდოებულიდან 102 სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს (ჯილდოები ნათესავებს გადაეცათ), მათ შორის - სამი, რომლებიც ორ-ორი ჯილდოთი იქნენ დაჯილდოებულნი (ოვედ ლაჯინსკი, მოშე კლაინი და იოსებ დირჰალი). 66 დაჯილდოებულის ვინაობა უსაფრთხოების მიზნით გასაიდუმლოებული იქნა.
(გაგრძელება იქნება)
This post has been edited by Wanguard on 17 Aug 2011, 15:29
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.