Abrams M1A2ხო მარა ტოპოლების, იარსების და ისკანდერების გასანადგურებლად ფრთოსანი რაკეტები ყველაზე იდეალური ვარიანტია. ამასთან არც სტრატეგიული ავიაცია დაგავიწყდეს. მანდაც ტომაჰავკები იქნება საჭირო ბაზების გასაუთავებლად
* * *
„ენვერის“ ტრაგიკომიკური ფინალი
„რუსეთის ჯაშუში“, რომელმაც ბორჯომის ხეობის გადაწვა საჯაროდ „აღიარა“, ზღვის ნიჟარებისგან დამზადებული ნივთებით ვაჭრობს
ზაზა წულაძე | თბილისი
ელ.ფოსტა
დაბეჭდვა
შენიშვნები
ზურაბ მხეიძე:"როცა მტერი ძალიან მაგარი და ძლიერი გყავს, ყველაფერი რაც ჩემს ქვეყანაში ცუდი ხდება შემიძლია მტერს ავკიდო. ეს არის საერთო სქემა ზემოქმედების, ტექნოლოგიების და დიდი თამაშების.“
აჭარაში, სოფელ ციხისძირს, იქ, სადაც ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქის პეტრას ნანგრევებია შემორჩენილი, ყოველ დღე ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. თუმცა, ტურისტებს, რომლებიც იქვე მდებარე ზღვის ნიჟარებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების ღია ბაზრობასთან ჩერდებიან, წარმოდგენა არ აქვთ რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ერთ-ერთი გამყიდველი „რუსეთის ჯაშუშია“. ეს ადამიანი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი გაბრიელ უსტალიშვილია. იგი გახმაურებული სპეცოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში შარშან დააპატიმრეს. უსტალიშვილმა მაშინ „საჯაროდ აღიარა“, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მტერს საიდუმლო ინფორმაციებს გადასცემდა, რომ, რუსებმა მისი გადაცემული ინფორმაციით ბორჯომის ხეობა გადაწვეს:
„მთხოვა გამეგო სად შეიძლებოდა დაემალათ ჩემი ესკადრილიის ვერტმფრენები. სიტუაციის ანალიზის შემდეგ, მე შევატყობინე, რომ ვერტმფრენები შეიძლებოდა ბორჯომის ხეობაში დაემალათ. საინფორმაციო გამოშვების ყურებისას დავინახე, რომ ბორჯომის ხეობის ტყეები იწვის. მე მივხდი, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი ინფორმაცია, მათ თავიან უფროსებს გადასცეს.“
„სამშობლოს მოღალატე“ უსტალიშვილი პროკურატურამ რატომღაც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა. დღეს იგი ზღვის ნიჟარებით ვაჭრობს და მომხდარზე საუბარი აღარ სურს
„არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, არ ვიძლევი ინტერვიუს, არაფერი არ ვიცი.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ოპერაცია „ენვერის“ გახსნა შარშან ოქტომბერში რუსი მზვერავის დღეს დაამთხვია. სულ 15 ადამიანი დააპატიმრეს. ექვსი საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი იყო. ტარიელ აბაშიძეს პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი მფრინავს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან ბრალი არ აღიარა. ისმაილ აბაშიძე, ტარიელის მამა ამბობს, რომ გაბრიელ უსტალიშვილმა პირადად მოუყვა, თუ როგორ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისგან აღიარებითი ჩვენება
„მაიძულესო თქვა, მათქმევინესო, მალაპარაკესო, მაიძულესო..მე ვერ დავადანაშაულებ მაგ ბიჭს, სხვა მფრინავების წინააღმდეგ არავითარი ჩვენება არ მიუცია და გლახა არაფერი უთქვამს.“
საპროცესო შეთანხმება, ჯაშუშობის აღიარების სანაცვლოდ გაბრიელ უსტალიშვილის გარდა, ბათუმელ ბიზნესმენს პეტრე დევრიშაძესაც გაუფორმდა. ჯერ კიდევ შარშან აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ბაკურაძემ განაცხადა, რომ დერვიშაძე ქართული სპეცსამსახურების აგენტია. იგი, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, 1999 წელს პირადად ბაკურაძემ გადაიბირა და ფსევდონიმად „რუსი“ მიანიჭა (წყარო -
http://www.mk.ru/politics/article/2010/11/...m-russkiy.html). ბაკურაძემ ჯერ კიდევ შარშან იავარაუდა, რომ დერვიშაძესთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდა. დანარჩენმა დაკავებულებმა ჯაშუშობა არ დაიბრალეს და ხანგრძლივი ვადით ციხეში წავიდნენ. აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის „ჯაშუში“ ტარიელ აბაშიძე, პრეზიდენტ სააკაშვილს მედლით პირადად ჰყავს დააჯილდოვებული. ტარიელის მეუღლე ციცინო აბაშიძე ამბობს, რომ მომხდარით დღემდე გაოგნებულია:
„წელიც არ იყო გასული და ჯაშუში არისო. როგორ შეიძლება ასე?! ასწავლო, დიპლომებით და მედლებით დააჯილდოვო, ქვეყნის პირველი პირი ანდო და შემდეგ ეს იარლიყი მიაწებო. როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი რამე უწოდო და გაწირო?! ეს სჭირდებოდათ რაღაცაში თვითონ და შესწირეს ეს ბიჭები.“
ცნობილია რომ თითქმის ყველა დაკავებულს „აღმოაჩნდა“ მეხსიერების ბარათები, რომლებზეც „გამოცდილი ГРУ-ს აგენტები“ რატომღაც რუსეთისთვის გადასაცემ საიდუმლო ინფორმაციებს ინახავდნენ. მფრინავ გელა კაკაბაძის ოჯახში ასეთი მეხსიერების ბარათი კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა სალოცავ კუთხეში, ხატებთან იპოვეს. კაკაბაძეს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა, ბრალი არც მან აღიარა. გელას და ნატო კაკაბაძე იხსენებს:
„სანამ საძინებელში შევიდოდნენ, აქ ნახეს უესბე, ეს რა არისო მკითხეს, ეს უესბეაო ვუთხარი. დადეს იქვე. მერე შეამოწმეს ჩემი ძმის ოთახი, ბოლომდე გაჩხრიკეს. ვერაფერი ნახეს. მერე მთელი სახლი გაჩხრიკეს, ვერაფერი იპოვეს და გავიდნენ გარეთ და დაურეკეს ვიღაცას, რომ კაკაბაძე სუფთა არისო. იქედან ეტყობა რაღაც ბრძანება მიიღეს და ისევ შემობრუნდნენ, თავიდან შევამოწმებთო და როგორც შემოვიდნენ იმ ადგილზე სადაც რამდენიმე წუთის წინ უესბე იდო, იქ იპოვეს ე.წ ფლეშკა - მეხსიერების ბარათი. ვისიაო, მე ვუთხარი არ არის ჩვენი, წეღან არ იყო და ეხლა საიდან გაჩნდა მეთქი, თქვენი დადებულია მეთქი.“
რასთან გვაქვს საქმე - ჯაშუშომანიასთან, რეპრესიებთან, შიზოფრენიასთან, საზოგადოების დაშინებასთან, თუ ყველაფერთან ერთად?! თადარიგის პოლკოვნიკი, საგარეო დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე ამბობს:
„იმისათვის, რომ შენ მუდმივად სახელმწიფო დამორჩილებულ მდგომარეობაში გყავდეს აუცილებლად უნდა მონახო გარე მტერი. დაადე ხელი რომელ ქვეყანასაც გინდა, იმიტომ, რომ იმ ქვეყანასაც გაეხარდება, იმიტომ რომ ისიც ეძებს გარე მტერს. ამიტომ, თქვენ პრაქტიკულად გარიგებაში ხართ. თქვენ ხართ მტრები და ეს მტერი არის შემაკავებელი ფაქტორი და ყოველთვის ამხსნელი - რატომ მთლად არ არის კარგად ყველაფერი ჩვენთან?! იმიტომ, რომ მტერი გვყავს, აი ის რომ არ გვყავდეს კარგად იქნება! თქვენ წარმოიდგინეთ მტერი რომ არ გყავდეს მაშინ რას უნდა დავაბრალო მე წარუმატებლობა?! როცა მტერი ძალიან მაგარი და ძლიერი გყავს, ყველაფერი რაც ჩემს ქვეყანაში ცუდი ხდება შემიძლია მტერს ავკიდო. ეს არის საერთო სქემა ზემოქმედების, ტექნოლოგიების და დიდი თამაშების.“
როგორ ყველა ჯაშუშურ საქმეს საქართველოში, ოპერაცია „ენვერსაც“ თავიდან ბოლომდე გრიფით საიდუმლო ადევს. სასამართლო განხილვებმა მთლიანად დახურულ ვითარებაში ჩაიარა. ადვოკატებს საქმეზე საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვთ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ ასეთი თეთრი ძაფებით ნაკერი საქმე არასოდეს უნახავთ. „ენვერის“ საქმეზე განაჩენი 6 ივლისს გამოცხადდა, ეს ფაქტი იმავე დღეს გადაიფარა არანაკლებ სკანდალური - „ჯაშუში“ ფოტოგრაფების საქმით. ჯაშუშომანიისა და უსასტიკესი რეპრესიების უმძიმესი შედეგები ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უკვე იწვნია, გასული საუკუნის 30-იან წლებში.
http://www.voanews.com/georgian/news/--121212-126584283.html