არ ვიცი სწორია თუ არა, მაგრამ სტრატეგიაზე ფიქრისას ან იმაზე ფიქრისას რასაც ჩემი აზრით სტრატეგიას ეძახიან მებადება ასეთი კითხვები:
- რა არის რუსების პოლიტიკური მიზანი საქართველოში?
- რა ადგილი უკავია ამ მიზნების მიღწევაში სამხედრო ძალას?
- სამხედრო ძალას რა ამოცანები აკისრია საქ. ტერიტორიაზე?
- რატომ არის რუსული არმიისთვის მნიშვნელოვანი ესა თუ ის ადგილები (ქალაქები, გზები, მხარეები და ა.შ.) საქართველოს რუკაზე?
- სავარაუდოდ როგორ შეეცდება გააკონტროლოს ეს ადგილები რუსულმა არმიამ?
ამ კითხვებიდან გამომდინარე და ჩვენს ხელთ არსებული ძალიდან გამომდინარე უნდა მოვიფიქროდ საპასუხო მოქმედებები. ეგრეა? ანუ თუ ვიცით რუსების მიზნები შესაბამისად ვემზადებით ამასთან საბრძოლველად. თუ ჯავიდან თბილისის დაბომბვა შეუძლიათ და ვერაფერს ვაკლებთ იმ სმერჩია თუ რაღაც. მაშ გავიყვანოთ შეძლებისდაგვარად ხალხი იმათი სროლის არეალიდან (ვიცი რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება და წარმოუდგენლად ჩანს) და ისროლონ რამდენიც უნდათ. ვიდეოზეც გადავიღებთ და სიენენსაც მივცემთ კადრებს უფასოდ

. მამუკა სოხუმელს სწორედ აქვს დაწერილი რომ იმათი იარაღის ეფექტურობა უნდა მოისპოს. შეიძლება იარაღი იგულისხმა მაგრამ ასეც ხომ შეიძლება? ხომ შეიძლება თავშესაფრების მშენებლობა თბილისში?
რატომ თბილისი? იქნებ უფრო ვრცლად დაწეროთ. იქნებ თბილისის ბათუმთან ან თურქეთთან დამაკავშირებელი გზებია პირველხარისხოვანი რუსებისთვის? ერთადერთი სატრანზიტო მომენტია რაც თბილისს მნიშვნელობას ანიჭებს. პოლიტიკურს გამოვრიცხავ. გადავა მთავრობა ვთქვათ მანგლისში, მერე ბათუმში. რა? თუ თბილისში არ იქნებიან მთავრობად აღარ ჩაითვლებიან? სამაგიეროდ რკინიგზა სომხეთისკენ თბილისის შუაგულში გადის

(ამიტომ არ მომწონს მისი თბილისის ზღვაზე გადატანის პროექტი).
მოკლედ ასეთი კითხვები გამიჩნდა. პასუხები თუ სადმე წერია მითხარით

>