ერთი ქართველი ოფიცრის ნამდვილი ისტორია1986 წლის დეკემბერში გაიწვიეს ჯარში, მოხვდა დონის როსტოვის სამშენებლო ნაწილში.
მსახურობდა ჩვეულებრივ რეჟიმში, თუმცა იმის გამო, რომ ნაწილში მის მეტი ქართველი არავინ იყო და კავკასიელებიც ცოტანი იყვნენ, სულ უწევდა თავის დაცვა შუააზიელებისაგან, რასაც საკმაოდ წარმატებით ახერხებდა მისი ფიზიკური მონაცემების გამო. გავიდა 2 თვე და ყველაფერი რიგში ჩადგა, ყველა მიხვდა რომ ბექა (სახელი შეცვლილია) არ იყო იმ ყაიდის ადამიანი ვინმეს წინაშე თავი დაეხარა.
ერთადერთი რაც უქმნიდა პრობლემას კაპიტანი ნედაშკოვსკი იყო, რომელსაც ბექასთვის გაურკვეველი მიზეზით საშინლად სძულდა ქართველები და სულ ცდილობდა ბექას პროვოცირებას.
ეს დღეც დადგა-მთვრალმა კაპიტანმა ნაწილში მორიგეობისას თანაშემწეს შტაბში ჩააყვანინა ბექა და სპეციალურად მის გასაგონად თანაშემწეს დაუწყო იმის მტკიცება, რომ ქართველები ნაგავი და დამპალი ერი იყო. ბექას რეპლიკაზე: მე ვარ ქართველი! კაპიტანმა გინება მიაყოლა, შენი და ყველა ქართველის დედაც!!!
რასაც ბექას მყისიერი აფეთქება მოყვა და მისმა მუშტმა კაპიტანი სკამიანად გადაისროლა საკმაოდ შორს, ხოლო მის თანაშემწეს, რომელმაც ტაბელური იარაღის ამოღება დააპირა, რამდენიმე დარტყმამ გონება დააკარგვინა და უფროსს მიუწვა გვერდში.
ბექამ ორივეს ტაბელური პისტოლეტები აართვა და საკონტროლო-გამშვები გასასვლელისაკენ წავიდა, სადაც მორიგე ზემდეგს გადასცა იარაღები და ვითარებაც აუხსნა.
ზემდეგი ასხაროვი იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებოდა, რომელთათვისაც სამართლიანობა და კაცობა მაღალ სიმაღლეზე იდგა და ბექა მისი ინიციატივით, რამდენიმე ასეულ მეტრში მცხოვრები ნათესავის ბინაში მიიყვანა ღამის გასათევად, თან დაუბარა: დილის მოწყობაზე მოსულიყო და ნაწილის ხელმძღვანელობისათვის აეხსნა ყველაფერი, რა და როგორ მოხდა.
მეორე დილით ბექა გამოცხადდა ნაწილში და შტაბის მეთაურს მოახსენა რაც მოხდა და როგორც იყო ყველაფერი, რასაც მაიორის აღშფოთება მოყვა. დაიბარეს კაპიტანი ნედაშკოვსკი და უფროსი ლეიტენანტი არსენიევი, მაგრამ კაპიტანი ვერ მოვიდა კონტუზიის გამო, რომელიც ბექას დარტყმას გამოეწვია.
არსენიევმა კი კაპიტნის რჩევის გათვალისწინებით განაცხადა: ქართველი მთვრალი იყო და კაპიტნისათვის ტაბელური იარაღის წართმევა მოინდომა და ამას მოჰყვა ეს ამბებიო.
ბატალიონის მეთაურმა გართულებების თავიდან ასაცილებლად ზემდეგი ასხაროვის პროტესტის მიუხედავად სამხედრო კომენდატურას გადასცა ბექა და მისი საქმის გამოძიება უკვე სამხედრო გამოძიებამ დაიწყო.
დაიწყო, თან ძალზე მიკერძოებულად -ოფიცრების სასარგებლოდ. ბექას არც ვინმესთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.
ერთ დღეს კი ისევ გაიყვანეს დაკითხვაზე და დაკითხვისას სრულიად უცხო საჰაერო-სადესანტო ძალების პოლკოვნიკი შემოვიდა, რომელიც წინა დაკითხვებზე არ დაუფიქსირებია.
პოლკოვნიკმა კი ჯერ დაჯდომა შესთავაზა და მერე კი უთხრა: მართალიც, რომ იყო 7 წლიანი (მინიმუმ) სასჯელი გემუქრება სამხედრო ოფიცერზე თავდასხმისათვისო, თან დააყოლა, რომ იყო სხვა გზაც-საჰაერო სადესანტო ძალების სპეციალური მომზადების სკოლაში გადაყვანა და იქიდან ავღანეთში გადაიყვანდნენ და იქ გააგრძელებდა სამსახურს (ინტერნაციონალურ მისიას).
ბექას სხვა გზა არ დარჩენოდა და დაუყოვნებლივ დათანხმდა პოლკოვნიკს წინადადებაზე.
იმავე დღეს გადაიყვანეს მედესანტეებმა როსტოვიდან როსტოვის ოლქში-ქალაქ ტაგანროგში განთავსებულ სამხედრო დასახლებაში, რომელსაც ადგილობრივები: რუსსკოე პოლე-ს (რუსულ ველს) ეძახდნენ გაშლილი ადგილის გამო.
აქ :ვდვ:-ს სპეციალური მომზადების ბაზაზე დაიწყო ბექას მომზადება რამდენიმე კავკასიელთან და რუსებთან ერთად.
განსაკუთრებით კი დაუახლოვდა და დაუმეგობრდა მასავით შემთხვევის გამო აქ მოხვედრილ ჩეჩენს ხამზათ სულაევს (გვარიც და სახელიც შეცვლილია).
სწავლება კი ძალიან გულდასმით და პროფესიონალების ხელმძღვანელობით ხდებოდა, ფიზიკური მომზადება- საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სტილის ჩართვით, თავის გატანა უმძიმეს საველე პირობებში, დანაღმვა-განაღმვა, დივერსიული მოქმედებების დაწვრილებითი შესწავლა, სროლები სხვადასხვა კალიბრისა და მოდიფიკაციების იარაღებიდან, ორიენტაცია კომპასისა და რუქის გარეშე, ღამის სროლები საორიენტაციო მოწინააღმდეგის პოზიციებზე.
სნაიპერული და ანტისნაიპერული მომზადება.
ასე გაგრძელდა 6 თვე ჯოჯოხეთში ყოფნა, ამ დროის მანძილზე კონტინგენტი იცვლებოდა, რადგან ბევრი ვერ უძლებდა დატვირთვას და სწავლების დაძაბულ რიტმს და ისინი ვინ იცის სად გადაყავდათ.
სწავლების დასრულებიდან მესამე დღეს კი ცენტრის მეთაურმა გენერალ მაიორმა კულიკოვმა (გვარი შეცვლილია) მოწყობაზე მდგარ სპეცრაზმელებს განუცხადა, რომ ტაგანროგის საჰაერო-სადესანტო ძალების სტრატეგიული აეროდრომიდან -სადესანტო თვითმფრინავი უზბეკეთში -სამხედრო ბაზაზე გადაიყვანდა მათ.
იმავე ღამით, სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა 200 კაციანი სპეცრაზმი უზბეკეთში გადაიყვანა.
სადაც დაჰყვეს 2 დღე და ჯავშანტრანსპორტიორებით 1987 წლის 16 ივლისს გადაკვეთეს ავღანეთის საზღვარი და გაემართნენ შედარებით დიდი დასახლებული პუნქტისაკენ სახელწოდებით მაზარი-შარიფი.
გზაშივე მოხდა დანაყოფის საბრძოლო ნათლობა, კოლონა გადააწყდა ჩასაფრებას და უმალვე მიიტანა იერიში სიმაღლეზე, საიდანაც გაუხსნეს ცეცხლი.
შეტევა იმდენად სწრაფი და ეფექტური გამოდგა, რომ მოჯაჰედებმა დაღუპულების სახით 28 კაცი დატოვეს და სიღრმეში დაიხიეს უკან.
3 კაცი დაიჭრა სპეცრაზმიდან მსუბუქად, რომლებსაც ადგილზევე გაეწიათ დახმარება.
კოლონამ კი შეუფერხებლად მიაღწია დასახლებულ პუნქტს მაზარი-შარიფი.
საიდანაც უკვე სატრანსპორტო მძიმე ვერტმფრენებით გადასხეს ქაბულში.
აქიდან დაიწყო ბექასათვის და მისი ამხანაგებისათვის ჯოჯოხეთი.
ქაბულის სამხედრო კომენდატურაში 1 დღიანი დასვენების შემდეგ რაზმი გადაისროლეს განსაკუთრებით საშიშ მიმართულებაზე: ავღანეთ-პაკისტანის უღელტეხილის გასაწმენდად.
=========================================
გაგრძელება იქნება.
სტატიის გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე, არ შეიძლება და გაითვალისწინეთ.
რაც წერია წმინდა სიმართლეა რაღაც გადამეტებული გამოგონებული ან შეთხზილი ისტორია არა

ამის ატვეჩაი მე ვარ