არ ესმის ხალხს, რა იყო ფაშიზმი და რით იყო ის ბოლშევიზმზე უარესი და მე კი თითები დამიბუჟდა უკვე პოსტების წერით.
აღარ ვაპირებ განსხვავებების ახსნას - ყველა მაინც საკუთარ აზრზე რჩება და არავითარი არგუმენტები არ მოქმედებს, ფაქტებს კი იგნორირებენ და ესაა სულ.
დავიღალე.
...........................................................................................................................................................................................

წმინდა გიორგის ჯვრის სრული კავალერი კაპიტანი ვ.ნ. გრუსლანოვი (ჯვრების გვერდით, ბოლოში - "წმინდა გიორგის მედალი მამაცობისათვის"). დაიბადა დაღესტანში, ბუინაკსკში. მამა - ლეკი, მთიელი, დედა - ყუბანელი კაზაკი. ადრე დაობლდა, ზრდიდა მამიდა, შემდეგ - ბავშვთა სახლი. 1914 წელს მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში, მსახურობდა კავკასიელ კაზაკთა ჯარებში, 1916 წლისათვის წმინდა გიორგის ჯარისკაცური ჯვრის სრული კავალერი გახდა - მიიღო ოთხივე ჯვარი და ვერცხლის ხანჯალი წარწერით "Лихому разведчику Георгиескому кавалеру младшему уряднику 3-го Сунженско-Владикавказского казачьего полка Владимиру Грусланову от сотника князя А. Алиева. Дербент, 25 декабря 1916 г.". 1918 წლიდან წითელ არმიაშია, დაჯილდოებულია სამახსოვრო ხმლით, რომელზეც წარწერილია: «За советскую власть. В память от бойцов и командиров. 1920 год».
1941 წელს ისევ მოხალისედ წავიდა ფრონტზე, იბრძოდა ლენინგრადთან, ნევის პლაცდარმზე, სამჯერ დაიჭრა, გაიარა ბალტიისპირეთი და პოლონეთი, მივიდა ბერლინამდე.
* * *

საბჭოთა კავშირის გმირი, წმინდა გიორგის ჯვრის სრული კავალერი კაპიტანი კ.ი. ნედორუბოვი, ვოლგისპირელი კაზაკი. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, წმინდა გიორგის ჯვრის სრული კავალერი. რუსეთის სამოქალაქო ომისას იბრძოდა როგორც თეთრების, ასევე წითლების მხარეს. წითელ არმიას ტყვედ ჩაუვარდა 1918 წელს, იმავ წელს შევიდა მის რიგებში. სამქალაქო ომის შემდეგ დაუბრუნდა თავის სტანიცას. 1933 წლის 7 აპრილს 10 წელი მიუსაჯეს "მინდორში ხორბლის დაკარგვისათვის". ვოლგა-დონის არხზე დამკვრელური მუშაობისათვის 3 წლის შემდეგ გაანთავისუფლეს.
1941 წლის ოქტომბერში 53 წლის ნედორუბოვი მოხალისედ ჩაეწერა ურიუპინსკში ფორმირებად კაზაკ-მოხალისეთა საკავალერიო ნაწილში, სადაც მისი 16 წლის შვილი ნიკოლაიც ჩაირიცხა. მებრძოლებმა ნედორუბოვი მეთაურად აირჩიეს. 1942 წლიდან ფრონტზეა.
ესკადრონის წარმატებული რეიდებისა და მტრისათვის დიდი ზარალის მიყენებისათვის მის მეთაურს, გვარდიის ლეიტენანტ ნედორუბოვს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. გმირის ვარსკვლავს ნედორუბოვი წმინდა გიორგის ჯვრებთან ერთად ატარებდა. გარდაიცვალა 13.12.1978
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.