#28091406 · 31 Oct 2011, 09:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირანზე დარტყმაზე უფრო დიდ სისულელეს ახლა ობამა ვერ გააკეთებს. ეგერ ბენ ლადენიც კი მოჰკლეს მაგრამ მის რეიტინგს ამით არაფერი შეჰმატებია და ახალი ომი, თუნდაც მხოლოდ სარაკეტო საჰაერო იერიში კიდევ უფრო დასცემს მის მშვიდობისმოყვარეობის იმიჯს, რეიტინგს და ქინძ რომნის გაამარჯვებინებს არჩევნებში (თუმცა თავადაც არანაკლები ქინძია). აღარაფერს ვამბობ თუ რა დაემართება ნავთობის ფასებს და ამერიკელების ჯიბეს რომლებიც ზედმეტად არიან ჩამოკიდებულები თავიანთ დიდი კუბატურის მქონე ტრანსპორტზე. სავარაუდოდ შექმნის ირანი ატომურ იარაღს და დაანებებს აშშ-ც მაგენს თავს. მე მგონია ასე უფრო აჯობებს ყველსათვის. * * * bombora68
QUOTE | 1). ამერიკამ თუ დაარტყა ირანს-დაგვარტყამს რუსეთი სავარაუდო დრო, როგორც 098 ბრძანა არის გვიანი გაზაფხული-ზაფხული. 2). თუ ისრაელმა დაარტყა ირანს, ამერიკელები აქ მინიმუმ ბაზას (საკმაოდ დიდს) გააკეთებენ, რაც რუსების მორიგ აგრესიას შეანელებს ან აგრესიის სურვილს გააჩერებს. |
ირანზე დარტყმის ალბათობა ძალიან დაბალია მაგრამ თუ ეს მოხდა ორივე შემთხვევაში გინდ ისრაელმა დაარტყას და გინდ აშშ-მ ჩვენ ეს გვაწყობს რადგან საქართველო გამოყენებული იქნება როგორც მინიმუმ სატრანსპორტო დერეფანი ამ დარტყმის განსახორციელებლად ეს კი რუსებს ხელს შეუშლის რომ ამერიკისათვის სასიცოცხლო კომუნიკაციებზე მიიტანოს იერიში. რუსების მხრიდან აგრესია უფრო მოსალოდნელია მაშინ თუ ირანზე დარტყმა არ განხორციელდა და თან პუტინი ეცდება დაამთხვიოს ეს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს აშშ-ში, როცა საგარეო პოლიტიკისათვის არავის არ ცხელა.
|