აუ მაგ გამოჩეკილი სპლიყვის და დედალ-მამალის სურათმა მოგონებები მოიტანა.
არა,არა ღალატისნაირი არაფერი

უბრალოდ საბერძნეთში ასე 3-4 წლის წინ გვქონდა ინგლისურის კაბინეტში კარებზე აკრული,ლექტორმა ააკრო,ღადო გოგო იღო

საერთო მაგ ერს "ჩ" გამოთქმა უჭირს.
"ტს" იძახიან,უბრალოდ არა აქვთ ასო "ჩ" ანბანში.
ხო და ეხლა ინგლისურში "ჩ"-ები დოყელა ყრია.
ხო და იძახის "ტსეინჯ".
მეთქი რაიო?
ატყდა სიცილი,უმეტესობა უცხოელები ვიყავით-სერბი,ქართველი,სომეხი და ასე შმ.
ყველა თავისუფლად ვტეხავდით ჩ-ებს და ძ-ებს და მასეთ ასოებს.
ხო და მაგის მერე შეკლული გვყავდა გოგო
-აბა მასწ თქვი ჯიპ-ჩეროკი.
-ტზიპ-ტსეროკ.
აუუუუუუუუუუუუ.

მერე დაგვამუღამა და ხან რა ნახატები მოჰქონდა და ხან რა-ტაქტიკურადს მოქმედებდა,ყურადღებას გვიფანტავდა და სხვა რამეზე ვღადაობდით.
ხო და ეგ სპლიყვიც მაგ ოპერიდან იყო-მთელი სემესტრი კარებზე გვეკიდა.