მეორე ტური დაინიშნა ვერ გადასცდნენ 50% ვერცერთი.
აჰა ორი ინფო
სახელმწიფო რადიოკომპანია "რუსეთის ხმის" ხელმძღვანელობამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, გადაცემა "ექსპერტიზას" წამყვანი მაქსიმ შალგინი სამუშაოდან გაათავისუფლა . ამის შესახებ "ეხო მასკვი" იუწყება.
გადაცემის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ჟურნალისტს შეატყობინეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მასთან კონტრაქტს წყვეტდა. თავად შალგინის აზრით კი, სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ "თავის გადაცემაში საჯაროდ მიმართა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის".
შალგინმა თავის მიმართვაში საარჩევნო კომისია და "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ერთ-ერთი კანდიდატის, ბიბილოვის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
ჟურნალისტმა უსაყვედურა მედიაცენტრის ხელმძღვანელს, ირინა გაგლოევასაც, რადგან პრესას სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე არასწორი მონაცემები მიაწოდა - გამოკითხვის შედეგებით, ყველა კანდიდატის მხარდამჭერთა პროცენტული ჯამი 300%-ზე მეტს შეადგენდა.
ამერიკა ცხინვალის არჩევნებს არ აღიარებს და რუსეთს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს . ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა განაცხადა.
"აშშ არ ცნობს ამ ე.წ. არჩევნებისა და რუსულ ენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის ლეგიტიმურობას, რომელიც საქართველოს რეგიონში – სამხრეთ ოსეთში გაიმართა. ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხს, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული", – აღნიშნა ტონერმა.
მისივე განცხადებით, ამერიკა კვლავ მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის შესრულებისკენ, მათ შორის - საკუთარი ჯარები იმავე პოზიციებზე განათავსოს, როგორც ეს კონფლიქტამდე იყო და უზრუნველყოს ამ ქართულ რეგიონებში – ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა.
ამასთან, "არჩევნების" ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ევროკავშირი და ნატო. შესაბამისი განცხადებები ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე გაავრცელეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართა. იმის გამო, რომ 11 კანდიდატიდან ხმათა 50% ვერც ერთმა ვერ დააგროვა, 27 ნოემბრისთვის მეორე ტური დაინიშნა.
გარდა ამისა, 13 ნოემბრის "რეფერენდუმის" შედეგების მიხედვით, რუსულ ენას ე.წ. სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო ენის სტატუსი ექნება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...moutsodebs.htmlDISEVI