http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...egni-arian.htmlაფხაზები რუსეთთან შეერთების წინააღმდეგნი არიან. ამგვარი შედეგი აჩვენა გამოკითხვამ, რომელიც პრაღის საინფორმაციო სააგენტომ Medium Orient აფხაზეთში სექტემბერში ჩაატარა.
სააგენტომ სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და ეროვნების, 345 ადამიანი, მათ შორის ქართველები გამოკითხა. აფხაზეთის სტატუსის შესახებ კითხვაზე უმეტესობამ, 73%–მა, აფხაზეთის სრულ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, ცალკე რესპუბლიკად რუსეთთან შეერთების მომხრე კი 24,6%-ია. საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას გამოკითხულთა 0,6%, ძირითადად ქართველები უჭერენ მხარს.
სრული დამოუკიდებლობის მომხრეთა უმეტესობა აფხაზები არიან. სხვა ეროვნებების რესპონდენტებმა კი ამ მისწრაფებას ნაკლებად დაუჭირეს მხარი. ამასთან, გამოკითხულთა 97%-ს მიაჩნია, რომ აფხაზეთმა ურთიერთობა პირველ რიგში რუსეთთან უნდა განავითაროს. 58,7%-მა კი ამ ჩამონათვალში ევროკავშირის ქვეყნებიც დაასახელა.
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...s-utsodebs.htmlაზერბაიჯანი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს, - ამის შესახებ რადიოსადგური "ეხო მასკვი" იუწყება .
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნებს უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთეს ევროკავშირმა, ამერიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც არჩევნების კანონიერებას არ აღიარებენ.
”არჩევნების” მეორე ტური ე.წ. სამხრეთ ოსეთში 27 ნოემბრისთვის არის დანიშნული.