БМП – БМПТ-64 ხარკოვის ქარანაში შეიქმნა ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანა
ხარკოვის ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხანამ შეიმუშავა ახალი მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა,რომელიც ძირითადი საკვანძო მახასიათებლებით უნიფიცირებულია ტანკთან Т-64, იტყობინება “უკრაინის მილიტარისტი”.
მასში გამოყენებულია ტანკ Т-64-ის (ძრავა, ტრანსმისია, სავალი ნაწილები და ელექტრომოწყობილება)რაც აადვილებს მის სარემონტო სამუშაოებს , ეკიპაჟის გაწვრთნა,ასევე გაიოლებულია მისი სათადარიგო ნაწილებით მომარაგება. ეს თავის მხრივ ზოგავს სამხედრო ბიუჯეტს.
ახალი მანქანაში გამოყენებულია კლასიკური კომპონირებით რომლის წინა ნაწილშიც განთავსებულია ძრავა-ტრანსმისიის განყოფილება.უკანა ნაწილში განთავსებულია აპარელი,რისი წყალობითაც შესაძლებელია მისი დატვირთვა და გადმოცლა მანქანის მოძრაობის დროს.
მანქანა იწონის 34,5 ტონას და აღჭურვილია ტანკის დიზელის ძრავით 5ТДФ რომლის სიმძლავრეა 700 ცხენის ძალა(ასევე შესაძლებელია 900 ც/ძ სიმძლავრის ძრავის დაყენებაც).მანქანის ძირითად იარაღად ითვლება 30-მმ-იანი ავტომატური ქვემეხი,რომელიც დამონტაჟებულია მბრუნავ კოშკურაზე.გუმბათის მარჯვენა მხარეს განთავსებულია 2 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს “ბარიერ”-ის გამშვები კომპლექსი.
დაცულობის მხრივ მანქანა უტოლდება ტანკს:იგი აღჭურვილია კუმულატიური დაცვის კომპლექსით “Нож”, რომელსაც შეუძლია მოიგერიოს ნებისმიერი კლასის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა.ასევე მასზე აყენია კომპლექსი “Дуплет”.
მანქანის ეკიპაჟი შედგება სამი კაცისაგან,მანქანის შიგნით თავსდება 12 მედესანტე.მისი ფასი და სხვა ქვეყნებისათვის მიწოდების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია .
Armada.ge This post has been edited by Armada,Ge on 21 Feb 2012, 20:30