გარდა სნაიპერული სროლის ხელოვნებისა, ამაში დიდი და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთის სპეციფიკურმა ბუნებრივმა გარემომ ითამაშა, და, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს აგრეთვე უკიდურესად დიდი გამართლებაც.
ავღანეთში მიმდინარე საბროლო მოქმედებები ავღანეთ-პაკისტანის საზღვარსაც მოიცავს, რომელიც საკმაოდ ცხელი, ფეთქებადი ზონაა. ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის დიდი მონაკვეთი მაღალი სიმაღლის მთებში გადის, ამიტომაც სნაიპერებს პოზიციების შერჩევა შემაღლებულ ადგილებზე შეუძლიათ, რის გამოც მათ საშუალება აქვთ დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალონ შედარებით ქვემოთ მყოფ შერჩეულ სამიზნეებს. გარდა ამისა, ამ ადგილებში ბუნებრივად ძალიან კარგი, შეიძლება ითქვას, შესანიშნავი პირობებიც კი არის შექმნილი სნაიპერული საქმიანობისათვის და სროლისათვის მოსამზადებლად, რაც ხედვის, დაზვერვისა და დაკვირვებისათვის არსებულ ხელსაყრელ კონდინციებში გამოიხატება. აგრეთვე სნაიპერებს საკმარისი დრო აქვთ დამიზნებისთვისაც.
მაგალითისათვის, ბრიტანელი სნაიპერი კრეიგ ჰერისონი მოვიყვანოთ, რომელმაც თავისი სამიზნეები - თალიბანის ორი მეტყვიამფრქვევე მათივე იარაღიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად აღმოაჩინა. ჰარისონმა ცხრა ტყვია გაისროლა და ამდენჯერვე მოახდინა სამიზნის კორექტირება. ჰერისონმა ერთ-ერთი მეტყვიამფრქვევის განადგურება მხოლოდ ამის შემდგომ მოახერხა. ამის შემდგომ მან კიდევ ორჯერ მოახდინა შედეგიანი გაისროლა და მეორე მეტყვიამფრქვევე და თავად ტყვიამფრქვევიც გაანადგურა. როგორც ვხედათ, მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა კარგად დასამიზნებლად, რაც სხვა საბრძოლო პირობებში პრაქტიკულად არ ხდება. აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ტერორისტ მეტყვიამფრქვევეებსაც შეეძლოთ მისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ.
სარეკორდო სიშორის გასროლებში თავის როლს ასევე თამაშობს ტერიტორიის ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობა, რის გამოც ჰაერი გაუხშოებულია, ამიტომაც მფრინავ ტყვიას გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობა ხვდება. გამომდინარე აქედან, ტყვია უფრო რეზისტანტულია დედამიწის მიზიდულობის მიმართაც, რის წყალობითაც ტყვიის ფრენის ტრაექტორია უფრო წრფივი ხდება, რაც ზრდის იარაღის სროლის ეფექტური მანძილს.
გარდა ამისა, ასევე თანაბრად აუცილებელია იღბლის საკმაო დოზაც და აგრეთვე აუცილებელია უმაღლესი დონის აღჭურვილობა, (როგორიცაა, მაგალითად, ლაზერული მანძილმზომები, ბალისტიკური კომპიუტერი და ა.შ.) შესანიშნავი ხილვადობა და ხელსაყრელი და უქარო ამინდი.
http://army.ge/?p=3400გეთანხმებით 100%-იან (100-იანს კი არა 50%-იანსაც

) გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემს, მაგრამ მიზეზების საკმარისად არის, რომ გაარტყა
p.s stalker geo-army-ზე მოგწერე და თუ აქ ხარ pm-ში მომწერე, რაღაც უნდა გითხრა
This post has been edited by socom on 30 Jan 2013, 20:55