#28055979 · 28 Oct 2011, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ZRK-BUK-M2Э
QUOTE | და რა მაინტერესებს ვახტანგ გოგრასლის I ხარისხის მედალს როდის გადასცემენ ადამიანს ?? |
ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება ასეთი თანამიმდევრობით: III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის. II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის. I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.
--------------------
« המוסד למודיעין ולתפקידים מיוחדים » « Dulce Et Decorum Est Pro Patria Mori » « თუ ჩვენ ომის მოგება გვინდა, მაშინ უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა. ჩვენ ან უნდა მოვიგოთ ან მოვკვდეთ » © ისრაელ ტალი « რამდენი ომი მოიგეთ ბოლო 200 წლის მანძილზე? »
|