დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე და იმაზეც თუ რა უნდა გავაკეთოთ რომ შევაჩეროთ მაქსიმალურად მოკლე დროში აგრესია
წინასწარ გეტყვით რომ ეს ყველაფერი არის 15 წლის მოზარდის პირადი აზრი..არც ექსპერტობაზე და არც რამე მაგნაირზე პრეტენზია არ მაქვს ჩემი ცოდნიდან გამომდინარე ეს გზა მგონია მე სწორი..
1)ჩემი აზრით ამ აგრესიას შევაჩერებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთს მივაყენებთ მაქსიმალურად დიდ ზარალს..მაქსიმალური ზარალის მიყენება ჩემი აზრით შესაძლებელია მძლავრი და შორსმოქმედი ანტი საზღვაო სისტემებით რომლებიც განლაგდება ფოთში და ბათუმში..შესაბამისად კარგად იქნება დაცული საჰაერო გზით შეტევისაგან..ჩვენ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხომალდები უნდა ჩავძიროთ შავ ზღვაში ეს კი მიაყენებს ჩვენს მტერს კოლოსალურ ზარალს როგორც სამხედრო ისე პოლიტიკურ..თუ ამ რეალობას გავითვალისწინებთ მაშინ ძალიან რეალურია მომავალში მისტრალებთან მოგიწიოს დაპირისპირებამ ამიტომ თუ ჩვენ ჩავძირავთ მინიმუმ 1 მისტალს ეს იქნება იმის პირობა რომ შეჩერდეს აგრესია (მაგრამ ამრტო ეს არ ეყოფა და კიდევ რაცაა საჭირო მოგახსენებთ)
2) თუ მოწინააღმდეგე მოიპოვებს საჰაერო უპირატესობას მაშინ შეუძლებელი იქნება ომის მოგებაზე ოცნებაზეც კი..რაც არ უნდა კარგად გვქონდეს განვითარებული ანტი საზღვაო და ანტი სატანკო შენაერთები და ტექნიკა ჰაერში უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში ყველაფერი დაკარგავს აზრს..მთელი საქართველოს ტერიტორია უნდა იქცეს შეუვალ ციხესიმაგრედ..ამის განსახორციელებლად დაგვჭირდება:
რადარები-რომლებიც მუდმივად იქნება ჩართული და გააკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიას და ასევე კარგად იქნება დაცული საავიაციო დარტყმისაგან
სარეზერვო რადარები-ყველა რადარი არ უნდა იყოს ერთდრულად მოყვანილი საბრძოლო მდგომარეობაში..უნდა იყოს რამოდენიმე რადარი რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა რადარები უკვე მწყობრიდან გამოვა..
მობილური საზენიტო სისტემები-მობილურ საზენიტო სისტემებად მოიაზრება დიდი რაოდენობით კვადროციკლები შეიარარებული გრომებით სტრელებით და უკეთეს შემთხვევაში სტინგერებით
შორი მოქმედების სისტემები-ჩემი აზრით აუცილებლად გვჭირდება პეტრიოტის სისტემის მინიმუმ 3 სისტემა..აქედან 1 იქნება თბილისში მეორე ქუთაისში და მესამე მნიშვნელობით მესამეხარისხოვან ქალაქში..აუცილებელია თბილისი დაცული იყოს არამარტო საჰაერო დარტყმებისაგან არამედ ტაქტიკური რაკეტებისაგან
დიდი რაოდენობით მობილური მანპადები-ჩემი აზრით უნდა შევქმნათ სისტემა რომელიც იქნება დაახლოებით ასეთი (6 ბორბლიანი კვადროციკლი რომელიც იქნება მოძრავი პლატპორმა ანუ დაახლოებით ასეთ მაგრამ უკეთესია იყოს ეროვნული წამოების..ანუ შეგვიძლია ვიყიდოთ კვადროციკლები და ზედ ჩვენთვითონ დავამაგროთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები..ეს სისტემები განლაგდებიან ხეობებში და მნიშვნელოვან ადგილებში და მათი მოვალეობა იქნება დაბალ სიმაღლეზე მფრენი ობიექტების განადგურება ანუ რეალურად მათი უმთავრესი მოწინააღმდეგე იქნება მი28 ები და კა52 ები..

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ჩემ ხედვასთან დაკავშირებით და მადლობელ ვიქნები თუ წაიკითხავთ გაიაზრებთ და თქვენ აზრს მეტყვით