ფრაუ ანგელას დარ დატყობია არაფერი ჯერ....
მგონი მოუჭირათ გოჭუნიებს....
რუსეთი, აუცილებლობის შემთხვევაში, ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთში თანამედროვე შეიარაღების დარტყმით სისტემებს განალაგებს
რუსეთი, აუცილებლობის შემთხვევაში, ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთში თანამედროვე შეიარაღების დარტყმით სისტემებს განალაგებს.
როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, სისტემების მიზანი, ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საცეცხლე განადგურებას უზრუნველყოფს. ამ თემაზე განცხადებები მედვედევმა ევროპაში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსების საპასუხო ზომებზე საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება კალინინგრადის ოლქში სარაკეტო კომპლექს "ისკანდერის" განთავსება. "მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: ჩემი დავალებით, თავდაცვის სამინისტრო დაუყოვნებლივ შეიყვანს კალინინგრადში სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების რადიოლოკაციური სისტემის სადგურის საბრძოლო შემადგენლობას", - აღნიშნა მედვედევმა.
მისივე თქმით, საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემის შექმნის ფარგლებში, პირველ რიგში, გაძლიერდება სტრატეგიული ბირთვული ობიექტების დაცვა. პრეზიდენტმა, ასევე, დაავალა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, შეიმუშაონ ზომები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საინფორმაციო და სამართავ საშუალებებს გაანადგურებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსეთთან მიმართებაში ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ გარკვეული ვალდებულებების შესრულებას წყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა ვალდებულებების შესრულებას წყვეტს აშშ რუსეთთან მიმართებაში.
ომის დროს სანამ ღმერთს თხოვ დახმარებას გახსოვდეს, შენ მჭიდში მინიმუმ 30 "ღმერთი" დევს!