» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გამოტვინებული ტროლების შემოსევაა.
ეხლა კი თემას რაც შეეხება:
ამერიკა მოკავშირეებისთვის დიდი რაოდენობით შეიარაღების მიწოდებას გეგმავს

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპარსეთის ყურეში თავისი ძირითადი მოკავშირეებისთვის ბომბებისა და სხვა სახის იარაღის მიწოდებას აპირებს. ამის შესახებ "უოლ სთრით ჯურნალი" იუწყება.
გამოცემის ცნობით, ეს წარმოადგენს ამერიკის აქტიური ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიმართულია რეგიონული კოალიციის შესაქმნელად ირანის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს
4.9 ათასი მაღალი სიზუსტის საავიაციო ნაღმები (ეს რა უბედურებაა ამიხსნის ვინმე?!) და სხვა შეიარაღება მიაწოდოს. როგორც მოსალოდნელია, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გეგმა ამერიკის კონგრესს წარედგინება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ირანის გავლენის შემცირებას ერაყიდან საკუთარი ჯარის გაყვანის შემდეგ.
"უოლ სთრით ჯურნალის" ცნობით, ამერიკა შემდეგ ქვეყნებთან აპირებს თანამშრომლობის გაღრმავებას - საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი. არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ომანი.
ამერიკა, ასევე, გეგმავს რეგიონში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას ირანის ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად.
http://www.ambebi.ge/samkhedro/44022-ameri...as-gegmavs.html
"Energetically will I meet the enemies of my country.
I shall defeat them on the field of battle
for I am better trained and will fight with all my might."
© 75th Ranger regiment creed - 5th stanza.