შენს პირს შაქარი
ამერიკა ირანის ომამდე მე ომს სირიაში ველოდები და რაც შეეხება ამერიკა ირანის ომს, რომელიც გარდაუვალია, მე ვფიქრობ რომ ობამამ მიშიკო ზუსტად ამისთვის მიიწვია და ეს ახალ გაკეთებული საავადმყოფოები საკაიფოდ მოემსახურება ამერიკელ სამხედროებსაც.
როგორც წინა ერაყის ომიდან გვახსოვს, თურქეთმა როგორც მუსულმანურმა ქვეყანამ, არ მიცა ამერიკას საშუალება რომ საავადმყოფოები ჯარისკაცებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე ყოფილიყო, ასე იქნება აზერბაიჯანთანაც, მითუმეტეს აზერბაიჯანელები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ირანში, საქართველო კიდე ოდნავ მოშორებითაა და საფრთხეც ნაკლებია.
ნაწილობრივ მიხარია, ნაწილობრივ არა.
იმ ნაწილით მიხარია რო, თუ ამერიკა საქართველოს როგორც პლაცდარმას გამოიყენებს თავისი ჯარისკაცების სამკურნალოდ და ასევე თავისი თვითმფრინავებისთვის და ტვირთის შესანახად ან გადასაზიდად როგორც სატრანსპორტო ქვეყანა (ამისთვის ზღვა საკმაოდ გვიწყობს ხელს), აუცილებელი გახდება თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება და ეს რა თქმა უნდა კარგია ჩვენთვის.
მერე ის რომ ამერილელი სამხედროების, ასევე ამერიკული თვითმფრინავების და სამხედრო კონტიგენტის ყოფნისას საქართველოში, ომის საფრთხე რუსეთთან შემცირდება, ესეც იმჰო.
არ მიხარია იმ ნაწილით რო, ჯერ საკმაო შანსებია კარგად მოგვხვდეს ჩვენც შაჰაბები
და მეორე შემთხვევაში, ირანის ომის დროს სომხეთის გასაძლიერებლად რუსეთმა არ მოითხოვოს კორიდორი თავისი დამატებითი ჯარის შესაყვანად სომხეთში (რაზეც საქართველო რა თქმა უნდა უარს განუცხადებს) და ეს არ გახდეს ომის მიზეზი რუსეთს და საქართველოს შორის.
– ძალა ერთობაშია.
– გამარჯვებული ხარ მაშინ, როდესაც მოკლულ მტერს გადააბიჯებ.
– ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს