7 ნოემბერია, რა მალე გადის დრო. ახლაც მახსოვს, რომანტიული წვიმიანი დილა იყო, არაფერი განსაკუთრებული გარდა პარლამენტის წინ მიმოფანტული მომიტინგეთა კბილების და დახეული კარვებისა.. თითქოს სერიოზული არაფერი ხდებოდა.
სადღაც 12 საათისკენ ვეიკში მე-9 საავადმყოფოში ვიყავი, უცებ სად იყო და სად არა შემოიყვანეს I არხის ჟურნალისტი, თავი გაჭყლეტილ ქლიავს უგავდა, აშკარა იყო მისი უდიდებულესობა, ბოლტიანი დუბინკის კვალი.
სპეცნაზმა დაგვარბიაო ამბობდნენ... არ მეჯერა.
რუსთაველზე გამოვეშურე, მეცნიერებათა აკადემიასთან ავტობუსში კაცი ამოხდა, ხალხსა და ჯამაათს აჯანყებისკენ მოუწოდა.
პატრულს გადაკეტილი ქონდა რუსთაველი, თაბუკაშვილით გამოვედი, დაპანიკებული გრუზინები ნიღბებით დარბოდნენ, იქვე კუთხეში ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი თავგახეთქილი მიგდებულიყო, თავისუფლებაზე ჰაილუქსები და 1-2 ლურჯი ტომა იდგა, როგორც ჩანს მაგრა გაუწუწიათ.
პუშკინზე გდმს-ს 1 კოლოფი ჩარბოდა, ხალხი წყევლას აყოლებდა შიგადაშიგ.
კომკასთან ბეტმენებიანი ,,სპეცნაზელის,, და ქალის შერკინებას შევესწარი,
რაღაც უცნაური იყო იმ დღეს თბილისი, 9 აპრილის მერე ჩერიომუხის გემო დავიწყებოდათ ქართველებს..
ჰაერში ცრემლსადენი გაზის საამური სურნელი ტრიალებდა....