საპასუხო იერიში ღაზაზე ...
26-27 ნოემბრის ღამეს ისრაელის თავდაცვის არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში იერიში მიიტანეს ორ სამიზნეზე.
ცაჰალის პრეს-სამსახურის ცნობით, სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარე ობიექტებზე, რომლებიც ტერორისტული მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ზუსტი წერტილოვანი დარტყმა განხორციელდა.
როგორც არმიის პრეს-სამსახური აღნიშნავს, ეს იერიში ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვის პასუხად განხორციელდა. კერძოდ, შაბათს დილით, ღაზას ჩრდილოეთიდან ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა “კასამ”-ის ტიპის რაკეტა ისროლეს, რომელიც ეშქოლის ოლქში ღია ტერიტორიაზე აფეთქდა. ინფორმაცია დაშავებულებისა და მატერიალური ზარალის შესახებ არ ვრცელდება.
თავდაცვის არმიის პრეს-სამსაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცაჰალი ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას უპასუხოდ არ დატოვებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ტერორისტულ მოძრაობა ჰამასს აკისრებს.
პალესტინური სააგენტო “Maan”-ი ღაზას სექტორის მოსახლეობის მონათხრობზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასულ ღამეს, ისრაელის უპილოტო თვითმფრინავმა ერთი რაკეტა უდაბნოში, ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად ჩამოაგდო. შედეგად არავინ დაშავებულა. ხან-იუნისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე “სათბურების” დაიბომბვას კი, რომელზეც ისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში მოგვიანებით მიიტანა, მატერიალური ზარალი მოჰყვა.
მსგავს ინფორმაციას ავრცელებს ჰამასის კუთვნილი საიტი “პალესტინის საინფორმაციო ცენტრი”-ც, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ “სათბურებს” ცაჰალის ძალები პირველად არ ბომბავენ.
პალესტინური მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ამჯერად იერიში მიიტანეს სამიზნეზე, რომელიც დირ ელ-ბალაჰსა და ხან-იუნისს შორის მდებარეობს. ამ რაიონში კი ძირითადად განლაგებულია ჰამასის საწვრთნელი ბაზები.
ჰაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტების სტატისტიკა:
ნოემბერი - 27 ნოემბრის მდგომარეობით, ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით, ტერორისტებმა 9 რაკეტა ისროლეს. დაბომბვების შედეგად 1 ადამიანი დაიჭრა.
ოქტომბერი - ისრაელის ტერიტორია 30-ჯერ დაიბომბა. საერთო ჯამში ტერორისტებმა ებრაული სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით 64 რაკეტა ისროლეს. 4 რაკეტა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა “რკინის გუმბათმა” გაანადგურა. დაიღუპა 1 და დაიჭრა 5 მშვიდობიანი მოსახლე.
სექტემბერი - 6 დაბომბვა, 8 რაკეტა. დაზარალებულები არ არიან
აგვისტო - 82 დაბომბვა, 144 რაკეტა, მათგან 20 რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. ავტობუსის დაცხრილვის შედეგად 1 დაღუპული, 24 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
ივლისი - 15 დაბომბვა, 24 რაკეტა. დაზარალებულები არ არიან
ივნისი - 2 დაბომბვა, 2 რაკეტა. დაზარალებულები არ არიან
მაისი - არც ერთი დაბომბვა არ ყოფილა
აპრილი - 22 დაბომბვა, 41 რაკეტა, მათგან 9 რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. ავტობუსის დაცხრილვის შედეგად 1 დაღუპული, 1 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
მარტი - 21 დაბომბვა, 33 რაკეტა. 3 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
თებერვალი - 8 დაბომბვა, 9 რაკეტა. დაზარალებულები არ არიან
იანვარი - 12 დაბომბვა, 16 რაკეტა. 4 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
2010 წელი - 86 დაბომბვა, 100 რაკეტა. 1 დაღუპული, 2 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
2009 წელი - 302 დაბომბვა, 570 რაკეტა. 42 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
2008 წელი - 560 დაბომბვა, 1490 რაკეტა. 7 დაღუპული, 162 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
2007 წელი - 437 დაბომბვა, 760 რაკეტა. 2 დაღუპული, 125 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
2006 წელი - 580 დაბომბვა, 1020 რაკეტა. 2 დაღუპული, 36 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
2005 წელი - 123 დაბომბვა, 270 რაკეტა. 6 დაღუპული, 26 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
2004 წელი - 118 დაბომბვა, 260 რაკეტა. 5 დაღუპული, 46 დაჭრილი (მშვიდობიანი მოსახლე)
2003 წელი - 80 დაბომბვა, 100 რაკეტა. დაზარალებულები არ არიან
2002 წელი - 17 დაბომბვა, 20 რაკეტა. დაზარალებულები არ არიან
2001 წელი - 5 დაბომბვა, 5 რაკეტა. დაზარალებულები არ არიან
წყარო -
http://www.newsge.co.il/news/content/?cat=...bCat=26&ID=2156 * * *
მძლავრი აფეთქება სამხრეთ ლიბანში…
შუაღამეს, სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ტირთან, “ჰეზბოლა”-ს იარაღის საწყობში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ, ლიბანის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით, გაზეთი “Daily Star”-ი იუწყება.
ამ დროისთვის უცნობია არაინ თუ არა დაშავებულები, ან რა სახის ზარალი განიცადა ტერორისტების ბაზამ.
“ჰეზბოლა”-ს წევრები კომენტარს არ აკეთებენ. მათ აფეთქებულ ობიქტს ალყა შემოარტყეს და ამ ტერიტორიაზე ლიბანის ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი არ დაუშვეს.
“Daily Star””-ი წერს, რომ 23 ნოემბერს, დილით, სოფელ სიდიქინთან, სადაც საწყობი მდებარეობს, ცაში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი თვითმფრინავი შენიშნეს. აფეთქების ადგილზე “UNIFIL”-ის პატრული, მათ შორის ვერტმფრენიც გაგზავნეს, თუმცა კომენტარის გაკეთებას არც სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები ჩქარობენ.
აღსანიშნავია, რომ გაეროს №1701 რეზოლუციის თანახმად, რომელის საფუძველზეც 2006 წლის ლიბანის მეორე ომი დასრულდა, ამ რაიონში ჰეზბოლას, იარაღის შენახვა აეკრძალა.
რამდენიმე მსგავსი აფეთქება სამხრეთ ლიბანში 2010 წელსაც მოხდა. მათგან სიმძლავრით სოფელ შხაბიასთან მომხდარი აფეთქება გამოირჩეოდა. ეს სოფელი ისრაელის საზღვართან 20 კილომეტრში მდებარეობს. მაშინ “ჰეზბოლა” უარყოფდა, რომ განადგურებული იარაღის საწყობი მას ეკუთვნოდა.

ამერიკელი ბლოგერი ამტკიცებს, რომ “ჰეზბოლა”-ს იარაღის საწყობი ისრაელის უპილოტო საფრენმა აპარატმა გაანადგურა
ამერიკელი ბლოგერი რიჩარდ სელვერსტაინი თავის ბლოგში ამტკიცებს, რომ ლიბანის შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის “ჰეზბოლა”-ს იარაღის საწყობში მომხდრი აფეთქების უკან, ისრაელის სამხედრო დაზვერვა ამანი დგას.
სილვერსტაინი წერს, რომ ამ სამხედრო ოპერაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მან ისრაელის სამხედრო წყაროებიდან მოიპოვა. მისი მონათხრობის თანახმად კი ამანმა “ჰეზბოლა”-ს იარაღის საწყობის ასაფეთქებლად დანაღმული უპილოტო აპარატი შეაჩეჩა. “ჰეზბოლა”-ს ბოევიკები დიდი ხანია ცდილობენ, რომ ოპერატორსა და უპილოტო აპარატს შორის კავშირის დარღვევის გზით უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდება ისწავლონ. ცოტა ხნის წინ, ამ მიმართულებით მათ მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწიეს, თუმცა ვერ გააცნობიერეს, რომ ამით ხაფანგში შეიმწყვდიეს. ტერორისტებმა დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატი სამხრეთ ლიბანში თავიანთ საწყობებთან გადაიყვანეს, სადაც ის სხვა ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დეტონირების შედეგად აფეთქდა.
ბლოგერი წერს, რომ აფეთქება ირანის “ზილზალ”-ის რაკეტების საწყობში მოხდა და შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის რაკეტებით, ტერორისტებმა ისრაელის დასახლებული პუნქტები 2006 წლის ზაფხულში, ლიბანის მეორე ომის დროს დაბომბეს.
რიჩარდ სელვერსტაინი ასევე აღნიშნავს, რომ ლიბანელმა ტერორისტებმა ისრაელის მიერ მრავალი წლის წინ დაშვებული შეცდომა გაიმეორეს. მისი თქმით, 1999 წელს “ჰეზბოლა”-მ ისრაელის სამხედროებს დანაღმული მობილური ტელეფონი შემოუგდო, რომელიც სადაზვერვო ბაზაზე აფეთქდა. შედეგად მძიმედ დაიჭრა ამანის ორი უფროსი ოფიცერი.
“ჰეზბოლა”-ს ოფიციალური წარმომადგენლები კომენტარისგან თავს იკავებენ. ლიბანის პარლამენტის დეპუტატმა ჰასან ფადლალმა კი რატომღაც განაცხადა, რომ შიიტურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ აშშ და ისრაელი დაამარცხა. მისი თქმით, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების ქსელი, რომელიც ლიბანში მოქმედებს, “დაბრმავდა”.
აღსანიშნავია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქების თაობაზე, რომელიც სილვერსტაინის თქმით დანაღმული იყო, ლიბანური გაზეთი “The Daily Star”-ი 9 ნოემბერს იუწყებოდა და წერდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი 29 ოქტომბერს ჩამოაგდეს.
უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც ლიბანის საჰაერო სივრცეში შეიჭრა ეკრანების რადარებზე “UNIFIL”-ის კონტიგენტის ფრანგმა სამხედროებმაც დააფიქსირეს. სპეციალისტების აზრით, ეს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი იყო, რომელიც ვადი ჰუჯაირის ხეობამდე მიფრინდა. მოულოდნელად კი რადარებიდან მისი კვალი გაუჩინარდა.
“UNIFIL”-მა ამ ინციდენტის შესახებ ლიბანის არმიას აცნობა, რომელმაც ვადი ჰუჯაირში პატრული გაგზავნა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები ვერ მოიძებნა, მაგრამ ამის ნაცვლად, სამხედროები ტყეში, სხვა უცნობ სამძებრო ჯგუფს გადააწყდნენ, - წერს “The Daily Star”-ი.
ამ დროისთვის ისრაელის ოფიციალური წყაროები ლიბანურ გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.