საზოგადოებისგან იზოლირებული არმია და გამოყრილი ოფიცრები
მსოფლიო მნიშვნელობის სამხედრო მოვლენებიდან ქართულ რეალობაში გადმოვინაცვლოთ.
თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ შეძლო ის, რაც თავის დროზე თვით ირაკლი ოქრუაშვილმაც ვერ მოახერხა - საზოგადოებისგან სრულად მოწყვიტა და ჩაკეტა თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები.
ფაქტობრივად, დღეს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფოა სახელმწიფოში და მისი თავდაცვის მინისტრი გავლენით ვანო მერაბიშვილსაც არ ჩამოუვარდება, რადგან თავისი სპეცსამსახურები ჰყავს.
წლის განმავლობაში ლაპარაკი იყო თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გადაყვანაზე, რაც არ გამართლდა, პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელად (ხელისუფლებისთვის) გამოჩენის შემდეგ კი პრეზიდენტი სააკაშვილი ნამდვილად ვეღარ შეელევა ახალაიას მინისტრობას - შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში მომსახურე სამ ათეულ ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი რეალური ამომრჩეველია, რომელთა ხმების მოპოვებას ხელისუფლება ყველა კანონიერი თუ უკანონო საშუალებით შეეცდება.
წლის დასაწყისში კრწანისის სასწავლო ცენტრში გადამზადებაზე მყოფი ეროვნული გვარდიის 100-მდე სამხედრო მოსამსახურე დაითხოვეს. თვითმხილველების თქმით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ მათ მობილური ტელეფონებით საუბარი დიდ დანაშაულად ჩაუთვალა და სამსახურის დატოვება აიძულა, თუმცა შეიძლება მობილური ტელეფონი მხოლოდ საბაბი იყო ეროვნულ გვარდიაში მორიგი "წმენდის" ჩასატარებლად.
ასეთი "წმენდები" მთელი წელი გრძელდებოდა და შეიარაღებული ძალებიდან ასობით ოფიცერი დაითხოვეს ისე, რომ საშუალებაც არ მისცეს, სრულფასოვანი სამხედრო პენსია მიეღოთ.
დათხოვნილთა ნაწილს ბრალად დასდეს, რომ ისინი რუსეთის სამხედრო აკადემიებში სწავლობდნენ. ნორმალურ ქვეყანაში მისასალმებელი იქნებოდა, თუკი ოფიცრები სავარაუდო (სამი წლის წინ კი - რეალური) მოწინააღმდეგის სამხედრო აკადემიებში მისი არმიის ტაქტიკური თუ სტრატეგიული მოქმედებების დეტალებს შეისწავლიდნენ, მაგრამ ჩვენთან...
ჩემი ბოლო პოსტი...
აი ასეთი ჭIრისგან უნდა გავთავისუფლდეთ!
http://www.kvirispalitra.ge/military/10614...mimokhilva.html