საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 101
1. საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა.
2. ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია.
* * *
აღრიცხვა
1) ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე;
2) მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამისი სამსახური, იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი;
3) მოქალაქეთა (წვევამდელთა, რეზერვისტთა) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
* * *
საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევა
1) სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები;
2) 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას;
3) კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავდების და გათავისუფლების საფუძვლები;
4) სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე.
სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით სამხედრო სამსახურის მოხდაზე უარის თქმის შემთხვევაში მოქალაქეს გაიწვევენ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურის ვადაა 24 თვე, უმაღლეს დამთავრებულთათვის -18 თვე.
* * *
სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლება
და გაწვევის გადავადება
მუხლი 29. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლება
1. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;
ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;
გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;
დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;
ე) ასპირანტი;
ვ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;
ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაანთავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
მუხლი 30. სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება
1. წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი - ვადით ერთ წლამდე;
ბ) მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე - სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;
გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და სამხედრო სწავლებას გადის შესაბამის სამხედრო კათედრაზე - სასწავლებლის დამთავრებამდე;
დ) არის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და არ გადის სამხედრო მომზადებას სამხედრო კათედრაზე ან საზღვარგარეთ იმყოფება სასწავლებლად - სწავლის დამთავრებამდე, ერთჯერ, 24 წლის ასაკამდე;
ე) არის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო, დაწყებითი პროფესიული ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის მოსწავლე - 20 წლის ასაკამდე;
ვ) პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ზ) ჰყავს 20 და მეტი კვირის ორსული ცოლი;
თ) ჰყავს ერთი და მეტი შვილი;
ი) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
კ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;
ლ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;
მ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;
ნ) არის დედისერთა;
ო) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;
პ) გაწვევის გადავადების უფლება ეძლევა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. თუ წვევამდელი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩე ვის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.
* * *
სამხედრო სამსახური
* * *
სამხედრო სამსახური - ეს არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სამხედრო სამსახურის ოთხი სახე არსებობს - სავალდებულო, საკონტრაქტო, კადრის და სარეზერვო.
სამხედრო სავალდებულო სამსახური
სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ევალება საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებიც მიიჩნევიან სამხედრო ვალდებულად, რომლებზეც თანაბრად ვრცელდება კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები. რაც შეეხება უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს, ისინი პირადი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნენ საქართველოს სამხედრო სამსახურში. სავალდებულო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს
როგორ მოვხვდეთ სამხედრო სამსახურში
1. თუ მოქალაქეს შეუსრულდა 18 წელი, კანონმდებლობის შესაბამისად იგი ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.
2. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება წარმოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველი პირები უნდა გამოცხადდნენ შესაბამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც ატარებს ეროვნული სასწავლო ცენტრი "კრწანისი".
* * *
* * *

* * *
http://mod.gov.ge/საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი
ტელეფონი:
91 04 21
ფაქსი
91 06 45
მისამართი
0112 თბილისი, გენერალ კვინიტაძის ქ. #20
ელ-ფოსტა
pr@mod.gov.ge
press@mod.gov.ge
* * *
შსს სამხედრო სავალდებულო სამსახური
სპეციალურ ოპერაციების ცენტრი( S.O.C)
მორიგეობა სამ დღეში ერთხელ
ხელფასი --------------
* * *

დაცვის პოლიცია
სამხედრო სამსახური, ინფორმაცია წვევამდელებისათვის:
შ.ს.ს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიცია, შ.ს.ს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტის სათანადო ბრძანებულების საფუძველზე, ყოველწლიურად აწარმოებს წვევამდელთა საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევას შ.ს.ს-ს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხად.
გაწვევა იწყება კანდიდატთა შერჩევით, რომლებმაც შ.ს.ს სსიპ დაცვის პოლიციის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოში უნდა წარმოადგინონ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს ოფიცრის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის რეკომენდაცია კანდიდატის შესახებ.
შერჩევა თავის მხრივ გულისხმობს:
* კანდიდატთან გასაუბრებას;
* მისი დოკუმენტაციის შესწავლას;
* ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, შსს-ს სამედიცინო სამსახურში სამედიცინო კომისიის გატარებას;
* შერჩევის შემდეგ კანდიდატი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ნაწილში გაივლის საკარანტინო პერიოდს, სადაც შეასწავლიან ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობასა და ობიექტის დაცვის სპეციფიკას;
* დასასრულს კი მიიღებს სამხედრო ფიცს და ჩაირიცხება შსს-ს საკონტრაქტო სამსახურში, რის შემდეგაც ჩარიცხული კანდიდატი განაწილდება შსს სსიპ დაცვის პოლიციის ერთ-ერთ სტრუქტურულ დანაყოფში და დაინიშნება დეპარტამენტის მიერ დაცვის ქვეშ აყვანილ ნებისმიერ ობიექტზე, სადაც შეასრულებს 24-საათიან მორიგეობას სამ დღეში ერთხელ.
* შსს საკონტრაქტო სამსახური მოიცავს 12 კალენდარულ თვეს.
* მსახურობის პერიოდში, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული პიროვნება ყოველთვიურად მიიღებს გასამრჯელოს, 80 ლარის ოდენობით.
* საკონტრაქტო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, პიროვნება მიიღებს სამხედრო ბილეთს და შესაძლებლობა ექნება აღნიშნული დოკუმენტით სამსახური დაიწყოს ნებისმიერ სამართალდამცავ უწყებაში.
http://spd.ge/portal/alias__SPD/lang__ka-G...14/default.aspx
* * *
* * *
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
მორიგეობა სამ დღეში ერთხელ
ხელფასი --------------
28 44 22
http://ssps.gov.ge/index.php?lang=geo
სასჯელაღსრულების და პრობაცის სამინისტრო
მორიგეობა სამ დღეში ერთხელ
ხელფასი---------------
გისურვებთ წარმატებებს
პ.ს. თემის წინა ნაწილი
სამხედრო სამსახური,