კი ეგრე იყო. შემეშალა
მონღოლები და მათი წვლილი სამხედრო საქმეში ჯერ კიდევ არაა შეფასებული ბოლომდე, ჰანს დელბრიუკს მაგალითად მოხსენებულიც არ ყავს თავის წიგნში
არადა უნიკალური ორგანიზაციის წყალობით მაშინდელ მსოფლიოს აკონტროლებდნენ, მაშინ როცა ჩინგიზ ხანის სიკვდილისის დროს მათი ლაშქრის რაოდენობა 120 000 არ აღემატებოდა
რასაც აკეთებდა ნაპოლეონი მოგვიანებიით, ვერმახტი მეოცე საუკუნეში, ამას აკეთებდნენ მონღოლები, მანამდე ეს არავის მოუგონია და თუ ნაპოლეონს და ვერმახტს კლასიკური სამხედრო განათლების ოფიცრები ყავდა მონღოლებმა ეს თვითონ შექმენს სტეპებში დიდი ნადირობების დროს დაკვირვევებებით
კლასიკური ბლიცკრიგი, კორპუსებად (2 - 3 დუმენი) დაყოფილი არმია იწყებდა შეტევას დიდი სისწრაფით, (ერთგან აღწერილია რომ ორ დღეში ერთმა კორპუსმა 250 კილომეტრი გაიარა), წინასწარ დაზვერვისგან ყოველთვის ჰქონდათ ზუსტი ცნობები მტრის ძალები რაოდენობის და განლაგების შესახებ, ზუსტად განსაზღვრავდნენ მტრის ძირითადი ძალების განლაგების ადგილს, კორპუსები ფართო მანევრით ალყაში აქცევდნენ მოწინააღმდეგეს და მერე მიდიოდა ტომრის მოჭერა
ბრძოლას იწყებდა მსუბუქი კავალერია რომელიც მტრის ხაზისგან 50 - 100 მეტრაში ჩერდებოდა, მერე ცხენოსნები საათის ისრის მიმართულებით იწყებდნენ ტრიალს და ისრის სროლას, ერთ ბრუნზე 3 გასროლას ასწრებდნენ, ამ ტიპის ისრის პირის სიფართე ხელისგულისოდენა იყო და აღწერილია შემთხვევები კიდურების მოგლეჯის მისი მოხვედრის მერე, მოწინააღმდეგე ან უნდა გაქცეულიყო ან შეტევა დაეწყო რომ ისრების წვიმა აერიდებინა, მტრის შეტევის შემთხვევაში მონღოლებიც გარბოდნენ ისე რომ დისტანცია შეენარჩუმენინათ
ეს ტაქტიკა ანუ 'გაქცევა მოტრიალება სროლა' დამოკიდებული იყო ისევ მტრის ქცევაზე, გააჩნია სადამდე გამოეკიდებოდნენ, რუსებმა მაგალითად (80 000 რუსყივჩაღი - 20 000 მონღოლი) სანამ მდინარე კალკამდე მივიდოდნენ 8 დღე სდიეს , ჩვენ იმდენად ენერგიულად გამოვეკიდეთ ლაშა გიორგის დროს რომ ერთ დღეში მოვრჩით ყველაფერს
ამის მერე, ანუ მტრის გამოკიდების შემდეგ მონღოლები იცდიდნენ სანამ მოწინაარმდეგის კოლონა საბრძოლო ფორმას არ დაკარგავდა რელიეფის ან დევნის დისტანციის გამო, ცნობილი ტაქტიკაა მაგალითად თუ 10 კაცს ებრძვი და ამ დროს გაიქეცი, გამოდევნების დროს ერთ ხაზზე მწკრივდებიან შენს უკან და თუ შემობრუნდი უკვე 10 კაცს ერთდროულად კი არა არამედ სათითაოდ ხვდები
ამის მერე საქმეში მძიმე კავალერია ერთვობოდა რომელიც საბრძოლო რიგებ არეულ და გაწელილ მტრის ლაშქარს საბოლოო დარტყმას აყენებდა.
მძიმე კავალერია სხვაფასხვა დროს სხვადასხვა ტაქტიკას იყენებდა "ყვავი" , "შუბი" , ტაქტიკა "შუბი" მაგალითად ევროპელი რაინდების "ღორის დინგის" მსგავსი იყო, იყო ასევე "ტბა" რომელიც ჩამოქვეითებული მძიმე ქვეითების ტალღატალღა იერიშს ითვალისწინებდა.
ეს ყველაფერი სრულდებოდა გასაოცარი სისწრაფით და ორგანიზებულობით, მაგალითად შეტევის ტაქტიკა "ყვავი" იწყებოდა კავალერიის დიდი მასის იერიშით რომელიც მტერთან ახლოს ცერდებოდა, ისრების სეტყვას დაუშენდნენ და მერე დიდი სისწრაფით გარბოდნენ უკან ისე რომ ცოტა ხანში მთლიანად ქრებოდნენ ბრძოლის ველიდან და ადგილზე გამოშტერებულ მოწინააღმდეგეს ტოვებდნენ დაჭრილდახოციელბით
+ სამხედრო წესდება რომელიც ჩინგიზ ხანმა შემოიღო, მაგალიტაD ერთერთი თავი მიუთითებს რომ თუ მეთაური არ იმყოფება ადგილზე მის მაგივრად აუცილებლად მეთაურობს მისი შემცვლელი , ეს ევროპაში სამხედრო წესდებაში XIX საუკუნეში ჩაწერეს, ჩინგიზ ხანიდან 600 წლის მერე
+ უნიკალური სამხედრო სამეთაურო შერჩევის სკოლა, სადაც ყველაზე მაღალ თანამდებობაზე ასვლა რიგით მებრძოლს შეეძლო პირადი სისმამაცით, რაც გამორიცხული იყო სხვა ქვეყნებში, ცნობილია მისი წესდების ერთ ერთი მხარე ჩინგიზის სიტყვებით :
"ესუნბაიზე ძლიერი და ღონიერი მებრძოლი არავინაა, არც მასზე ჭკვიანი მეგულება ვინმე, მაგრამ მას არ გამოუცდია გრძელი ლაშქრობები, არ გამოუცდია შიმშილი მტრის მიწაზე და სიცივე, ამიტომ ის ვერ გაიგებს მეომართა მოთხოვნებს ბოლომდე და მისი მეთაურად დანიშნვნაც არ შეიძლება" !!!
ხო ძალიან მარტივია მაგრამ იმ საუკუნეებისთვის გენიალური?
გაიხსენეთ, რუსუდანმა საქართველოს ამირსპასალარად დანიშნა მხარგრძელის შვილი რომელზეც მემატიანე ამბობს : "ცხენი და ომი არ უყვარდა, სისხლის დანახვაზე გული უწუხდებოდა და მაგ ყველაფერს ლამაზმანებთან ქეიფი ერჩივნაო"
მონღოლური სამხედრო წესდებით დამარცხებული მოწინაღმდეგის ძარცვა იკრძალებოდა უშუალო ბრძანების მიღებამდე, დარღვევა ისჯებოდა სიკვდილით
გაიხსენეთ მარაბდის ბრძოლაში ქართველთა ერთი ნაწილი რომ სპარსელთა ბანაკში შევარდა საძარცვავად და ბრძოლა მიატოვა
ამასთან თუ სიკვდილით ისჯებოდა ჯარისკაცი ეს ნიშნავდა რომ სიკვდილით ისჯებოდა მისი მეთაურიც 99%. თუ ცემით დასჯიდნენ ჯარისკაცს ცემიტ ისჯებოდა მისი მეთაურიც, გასაგებია ალბათ დისციპლინის დონე
+ სხვა არმიებს სჭირდებოდათ კომუნიკაციები ზურგათან, მომარაგება, ნაპოლეონი ეგვიპტიდან გამოიქცა როცა კომუნიკაციები დაკარგა, მერე რუსეთშიც იგივეს გამო დამარცხდა, გერმანელებმა მგიტომ წაგეს აფრიკა მონტგომერთან, პეტრე I მა პრუტის ლაშქრობა დაღუპა
მონღოლს კომუნიკაციები, ზურგი აღალი არ ჭირდებოდა, ყველაფერი რაც ჭირდებოდა თვითონ მიჰქონდა ცხენით, ამის მაგალითია ჯებეს და სუბუდაის ოთხწლიანი მრავალათასკილომეტრიანი რეიდი მონღოლეთიდან შუა აზია ირან კავკასია რუსეთი მონღოლეთი მარშრუტით
+ მონღოლები არ ემორჩილებოდნენ პრინციპს რომელსაც ყველა არმია ემორჩილებოდა და დღესაც ბევრი ემორჩილენა - " ზამტარში ომს არ იწყებენ"
ეს თვისებები, + რკინის დისციპლინა და ერთეული უნიტის ბრძოლისუნარიანობა მონღოლურ არმიას კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ამტან, ბრძოლისუანრიან, გარეფაქტორებზე დამოუკიდებელ არმიად ხდის. + ეპოქისთვის შეუდარებელი სამხედრო წესდება რომელიც დღესაც კი შეუდარებელია და მისი შესრულების სიზუსტეს ბევრი არმია დღესაც ინატრებს თუნდაც ჩვენ !
არასოდეს არავინ არ ყოფილა მსოფლიო ბატონობასთან ისე ახლოს როგორც მონღოლები და რომ არა უგედეის სიკვდილი 1241 წელს მაშინდელი მსოფლიო ერთ დიდ ულუსად გადაიქცეოდა.
გაგრძელება იქნება

ბრძოლა მდინარე სიტზე რუსეთში
http://www.rusizn.ru/bitva_na_siti.html საკმაოდ საინტერესოა
This post has been edited by S&W on 15 Feb 2013, 12:44