ხო მინიმუმ მაგ მანძილზე უნდა იყო
ბოდიში საჭირო არ იყოო
* * *
ისევ გავაგრძელოთ ხალხო ასაფეთქებლებზე მემგონი მოვრჩი
ეხლა დავიწყოთ დაბრკოლებები მაშ ასეეე წავიდა
დაბრკოლებები
1. არსი:
+დაბრკოლებები აჩერებს გადაადგილებას და მანევრირებას ან სხვა მხარეს წარმართავს მათ; დაბრკოლებები არის ბუნებრივი და ხელოვნური. ქვეითმა ოცეულმა უნდა იცოდეს დაბრკოლებების გამოყენება, მათში გასასვლელის გაკეთება და მათი გასუფთავება.
2. დაბრკოლებების გამოყენება:
+დაბრკოლებები გამოიყენება ყველანაირი მოქმედების დროს. თუმცა, მათი გამოყენება ყველაზე მოხერხებულია თავდაცვითი ბრძოლებისას. ქვეითი ოცეულის მეთაურმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს და განსაზღვროს, რა მასალები და რამდენი დრო დასჭირდება მას დაბრკოლებების ასაგებად. შეტევის დროს ოცეული დაბრკოლებებს იყენებს ფლანგების უსაფრთხოებისათვის დახმარების გასაწევად, მოწინააღმდეგის შეტევის შეზღუდვისთვის, მოწინააღმდეგის სარეზერვო-გასამაგრებელი და უკანდასახევი გზების მოსაჭრელად, ხოლო თავდაცვის დროს _ მოწინააღმდეგისკენ სროლის უფრო მეტი კონცენტრაციისთვის, მოწინააღმდეგის მოქმედების შესანელებლად, საკუთარი ნაწილების და ათეულების დასაცავად, მოწინააღმდეგის იმ ადგილებისკენ წარმართვისთვის, სადაც უფრო უკეთ შეიძლება მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მოწინააღმდეგის ქვეითთა ტანკებისგან განცალკევებისთვის სუსტი ძალებით დაცული რაიონების თავდაცვის გასაძლიერებლად.
ა. ტაქტიკური მიზნები: ამ მიზნების შესაბამისად დაბრკოლებები არის: მოწინააღმდეგის ძალებში დეზორგანიზაციის გამომწვევი, მისი შემაკავებელი და მოწინააღმდეგის რიგებში საცობის წარმომქმნელი. შესაბამისად, ჩამოთვლილი ტაქტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხდება მათგან ერთის ან რამდენიმეს განხორციელება.
1) მოწინააღმდეგის დეზორგანიზაცია: ამ ტაქტიკური მიზნისთვის განკუთვნილი დაბრკოლებები გამოიყენება იმ მოწინააღმდეგის შესასუსტებლად, რომელიც გადმოდის შეტევაზე ჩვენი ხილული ცეცხლის ქვეშ. დაბრკოლებები იწვევს დეზორგანიზაციას მოწინააღმდეგის რიგებში შეტევისა და შტურმისას.
2) წარმართვა: წარმმართავი დაბრკოლებები გამოიყენება იმისათვის რათა მოწინააღმდეგე ვაიძულოთ, გაემართოს ჩვენთვის სასურველი მიმართულებით, დაანაწევროს მთლიანობა, ღია დატოვოს თავისი ფლანგები და იძულებული გახდეს, იმოქმედოს ჩვენს სასარგებლოდ.
3) შეჩერება: შემაჩერებელი დაბრკოლებები აიძულებს მოწინააღმდეგეს, განსაზღვრულ რაიონში შეანელოს ან შეაჩეროს მოძრაობა. უკანდახევის დროს დაბრკოლებების საშუალებით ხდება მოწინააღმდეგესთან შეხებიდან გამოსვლა, ამასთანავე, ჩვენთვის დროის მოგება.
4) შეკავება: ეს დაბრკოლებები გაერთიანებულია ცეცხლით (სროლით) და გამოიყენება იმისათვის, რათა ახლო მისადგომების გასწვრივ წინააღმდეგობა შეუქმნას სიღრმეში მოწინააღმდეგის წინსვლას.
ბ. გამოყენების პრინციპები: დაბრკოლებების გამოყენებისას მეთაურმა უნდა გაითვალისწინოს ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპები:
1) ტაქტიკური გეგმის გასამყარებელი: ეს დაბრკოლებები ზრდის ბრძოლისუნარიანობას, ამცირებს მოწინააღმდეგის მოქმედების უნარს და უზრუნველყოფს ოცეულის უსაფრთხოებას. მეთაურმა უნდა იზრუნოს საკუთარ მოქმედებებზეც, იმაზე რომ მას ესაჭიროება გამაგრება, უკანდახევა, საპირისპირო შეტევა, აგრეთვე, სადაზვერვო და სათვალთვალო პუნქტებზე.
2) დაბრკოლებები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული: მეთაური ერთმანეთთან აკავშირებს არსებულ და გამამაგრებელ დაბრკოლებებს. ცეცხლის მხარდასაჭერად, იგი საკუთარ სროლის (საცეცხლე) გეგმას დაბრკოლებების გეგმას უკავშირებს.
3) უნდა შეიძლებოდეს დაბრკოლებებზე თვალთვალი და მათი დაცვა ცეცხლით: მეთაურმა უნდა უზრუნველყოს ყველა დაბრკოლებაზე თვალთვალი და მათი დაცვა სროლით (ცეცხლით). ეს კი, იმასთან ერთად, რომ შეასუსტებს მოწინააღმდეგის უნარს და საშუალებას _ გაანადგუროს დაბრკოლებები, ან იპოვოს მათში გასასვლელები, ასევე, გაზარდის ჩვენი ძალების შესაძლებლობას _ ცეცხლი გაუხსნან დაბრკოლებებისადმი დაპირისპირებულ მოწინააღმდეგეს.
4) დაბრკოლებები სიღრმეში უნდა აიგოს: მეთაურმა დაბრკოლებები ისე უნდა განათავსოს, რომ ყოველ ახალ დაბრკოლებასთან შეხვედრამ მოწინააღმდეგის დასუსტება გამოიწვიოს.
5) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უეცარი ზემოქმედება: ხილულმა დაბრკოლებებმა შესაძლოა გამოამჟღავნოს ჩვენი ძალების პოზიციები და მათი იარაღიც. ამ ძალებმა თავი უნდა აარიდონ ადვილად აღმოსაჩენ დაბრკოლებებს. როდესაც დაბრკოლებას ვაგებთ, იგი ისე უნდა იქნეს განთავსებული, რომ შემხვედრ მოწინააღმდეგეზე შოკური ზემოქმედება მოახდინოს.
3. დაბრკოლებების ტიპები:
+დაბრკოლებები ორი ტიპისაა _ ბუნებრივი და ხელოვნური.
ა. ბუნებრივი დაბრკოლებები: ნებისმიერი მოქმედების დაგეგმვისას, უნდა გავითვალისწინოთ ნიადაგის უსწორმასწორობა _ ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი, რაც განაპირობებს როგორც მოწინააღმდეგის, ასევე ჩვენი ძალების მოქმედებებს. არსებული დაბრკოლებების ადგილსა და თავისებურებებზე უშუალოდაა დამოკიდებული მოქმედებების გეგმების განხორციელება და ქვედანაყოფების განლაგება პოზიციებზე. ადვილია ბუნებრივი დაბრკოლებების გარდაქმნა უფრო ეფექტურ დაბრკოლებებად. ის მიუწვდომელი უნდა იყოს მოწინააღმდეგის თვალთვალისგან, უნდა შეიძლებოდეს მათი დაცვა მხარდამჭერი თვალთვალითა და ცეცხლით.
+ბუნებრივ დაბრკოლებებს წარმოადგენს:
1) ციცაბო ფერდობი (დაღმართი): სხვადასხვა სახის ტრანსპორტს დახრილი ადგილების დაძლევის განსხვავებული უნარი აქვს. ტანკებს შეუძლია გადალახოს 45%-მდე დახრილი ციცაბო ფერდობი. ბუნებრივი დაბრკოლებების მნიშვნელობას ზრდის კრატერები, ხეებით წარმოქმნილი წინააღმდეგობები და რბილი, სრიალა მიწა.
2) ვერტიკალური ხევები: ხევები და კედლები, რომელთა სიმაღლე 1,5 მეტრზე მეტია, შეუძლებელს ხდის ტრანსპორტით გავლას ისე, თუ არ გაკეთდა რაიმე გასასვლელი.
3) ვიწრო და ღრმა ველები, ხეობები და თხრილები: როგორც წესი, ვიწრო და ღრმა ველები, ხეობები და თხრილები ბორბლებიანი ტრანსპორტისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. 3 მეტრზე ფართო ადგილები კი, ძირითადად, ჯავშნიან ტრანსპორტს უქმნის პრობლემებს.
4) მდინარეები, ნაკადულები და არხები: მდინარეების, ნაკადულებისა და არხების მიერ შექმნილი დაბრკოლების გადასალახავად აუცილებელია ისეთი სპეციფიკური საშუალებების გამოყენება, რომლებითაც ხდება ღრმა წყლიდან ან მისი ზედაპირიდან ამოსვლა ან საჰაერო საშუალებების გამოყენება. წყლის დაბრკოლების სიგანე და სიღრმე, მისი დინების სიჩქარე, ნაპირების და ფსკერის მდგომარეობა _ ყოველივე ეს განსაზღვრავს, თუ რამდენად ადვილი იქნება ამ დაბრკოლების გადალახვა.
5) მდელოები და ჭაობიანი ადგილები: ყოველგვარი ტრანსპორტისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს მიწა, რომლის ზედაპირიც არ არის სწორი. მასში 1 მეტრზე ან უფრო ღრმად ჩასული წყალი ზღუდავს ქვეითი ნაწილების მოძრაობის უნარს.
6) თოვლი: ერთი მეტრი სისქის მქონე თოვლი წინააღმდეგობას უქმნის პირად შემადგენლობას და ტრანსპორტს.
7) ხეები: ხეები, რომელთა დიამეტრი 20სმ-ზე ნაკლებია და რომელთა შორისაც დაშორება 5მ-ზე ნაკლებია. მოტორიზებული ტრანსპორტისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. თუ ჯავშნიანი ტრანსპორტი მათ გათრევას შეეცდება, ეს მოგროვებული ხეები, საბოლოოდ, დაბრკოლებად გადაიქცევა.
8) დასახლებული რაიონი: დაბრკოლება, რომელსაც ასეთი რაიონი წარმოადგენს, დამოკიდებულია მის სიდიდეზე, მდგომარეობაზე და შენობების აგების ფორმაზე. დასახლებულ რაიონებში არსებული ნაგებობებით წარმოქმნილ დაბრკოლებებს უფრო მეტად ზრდის: გზებზე ღია ორმოები, კედლების ნგრევა, ტრანსპორტის გადატრიალება ან მატარებლის (ტრამვაის) გადასვლა რელსებიდან, ფოლადის რელსები-ძელები და გზის დაფარვა ღორღით. ნაღმებითა და მავთულხლართით გამაგრებული მსგავსი წინააღმდეგობები დაბრკოლებას წარმოადგენს ქვეითი, ჯავშნიანი და მოტორიზებული ქვედანაყოფებისთვის.
ბ. ხელოვნური დაბრკოლებები: ესაა, როგორც წესი, ბუნებრივი დაბრკოლებების ერთმანეთთან გადასაბმელად, გასამაგრებლად და მათ დასაგრძელებლად სპეციალურად აშენებული დაბრკოლებები. ხელოვნური დაბრკოლებების შექმნისას, საერთოდ, უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს წარმოადგენს მათი აგებისათვის საჭირო დრო და მუშახელი. ამ უკანასკნელის უზრუნველსაყოფად უნდა გამოვიყენოთ ქვეითი ჯარისკაცები. გასამაგრებელ დაბრკოლებებს მიეკუთვნება:
1) ორმოები გზაზე: გზებზე არსებული, ნგრევისგან წარმოქმნილი ორმოები თუ გზის ნაპირზე მდებარე ციცაბო ფერდობებს ან დანაღმულ რაიონებს დაუკავშირდება, მაშინ მათი მნიშვნელობა საკმაოდ გაიზრდება.
2) დაბრკოლებები დიდი ხეებით: ეს არის გზაზე გადაბრუნებული, გადატრიალებული ხეებისგან შექმნილი დაბრკოლება. ამ ხეებს წვეროები წაჭრილი აქვთ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ,,V“-ს ფორმით. წვეტიანი ბოლოები მოწინააღმდეგის მოსალოდნელ მიმართულებას უჩვენებს. ამ ფორმით შექმნილი დაბრკოლება გზებზე ტრანსპორტის გასაჩერებლად ყველაზე ეფექტურია. მისი გამაგრება შესაძლებელია ნაღმებით და ,,ნაღმი-ხაფანგებით”.
3) თხრილები: თხრილები, რომლებიც გზას გასწვრივ მიყვება, ეფექტურ დაბრკოლებას წარმოადგენს. ღია ადგილებში დიდი ტრანშეების გათხრას ეყრდნობა მთლიანად გასამაგრებელი ღონისძიებების განხორციელება.
4) ხეებით წარმოქმნილი სიჩქარის შემანელებელი დაბრკოლებები (მორებით წარმოქმნილი დაბრკოლებები): მორებით წარმოქმნილ დაბრკოლებებს გზაზე ისეთივე ეფექტის მოხდენა შეუძლიათ, როგორც გზაზე უსწორმასწორო ადგილებს. მათი დალაგება ადვილია და ისინი სხვა დაბრკოლებებთან ერთად საკმაო მნიშვნელობას იძენენ.
5) ხეების გროვით წარმოქმნილი დაბრკოლებები: გზებზე ასეთი დაბრკოლებების აგება შეიძლება ქვებით, მიწითა და ხის მორებით. ამ დაბრკოლებას სამკუთხედის ან ოთხკუთხედის ფორმა აქვს და შიგნით მიწითაა სავსე. ასეთი დაბრკოლებები გამოიყენება ვიწრო გზების და გასასვლელების დასაცობად. მათი ზომები თუ შესაბამისი და მყარი არ იქნება, იგი ვერ შეძლებს ტანკის შეჩერებას.
6) ხის პალოების დაბრკოლებები: ხეების ან სხვა მასალის პალოების და სარებისგან გაკეთებული და გზის სიღრმეში დაწყობილი ასეთი დაბრკოლებები გამოიყენება ჯავშნიანი ტრანსპორტის გასაჩერებლად. ტანკები თავისი ,,წერტილოვანი ბრუნვის მანევრირებით” ვერ შეძლებენ ამ პალოების დაშლას და გზიდან გადაყრას. ხოლო თუ შეეცდებიან, ზედ ავიდნენ და მათი გადალახვით გააგრძელონ გზა, ეს გამოიწვევს მათი მუხლუხის რგოლის მოძრობას. როდესაც ხის პალოებისგან შექმნილი დაბრკოლებები გამაგრებულია სადენების დაბრკოლებებით და ნაღმებით, მაშინ მათ ქვეითის შეჩერებაც შეუძლიათ.
7) ღორღი: დასახლებული უბნების შენობების ღორღი, გარდა იმისა, რომ შეზღუდავს ამ რაიონში წარმოებულ მოქმედებებს, ამასთანავე, საბრძოლო პოზიციების გასამაგრებლადაც გამოიყენება.
8) მავთულიანი დაბრკოლებები: მავთულიანმა დაბრკოლებებმა შეიძლება ძირითადად ქვეითთა მოძრაობებს შეუშალოს ხელი, ხოლო სპეციალური მომზადებისას, ისინი მუხლუხიანი და ბორბლიანი ტრანსპორტის დამაბრკოლებლადაც იქცევა. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ მავთულიან დაბრკოლებებში გამოყენებული მასალა არ იქნეს დაზიანებული. მავთულიანი დაბრკოლების სხვა დაბრკოლებებთან ერთად გამოყენებისას, მივიღებთ უფრო მსუბუქ და ნაკლებხარჯიან კონსტრუქციას.
ა) სტანდარტული, სამფა (სამწვერა) მავთულიანი ცილინდრი: სტანდარტული, სამფა (სამწვერა) მავთულიანი ცილინდრი წარმოადგენს ყველაზე ხელსაყრელ მავთულიან დაბრკოლებას; მისი გაკეთების ხერხები ერთმანეთისგან არ განსხვავდება (ნახ. გ-1). 300 მეტრიანი, სტანდარტული, სამფა (სამწვერა) მავთულიანი ცილინდრისათვის საჭირო მასალა და პირადი შემადგენლობა ქვემოთ არის მოცემული:
I. გრძელი სარი 160 ცალი
II. მოკლე სარი 4 ცალი
III. 400 მეტრიანი, გორგლის ფორმის მავთულხლართი 3 ცალი
IV. ცილინდრის ხვეულები 59 ცალი
V. სამაგრები 317 ცალი
VI. ასაგებად საჭირო პირადი შემადგენლობა სთ-ში 30 კაცი
* * *
1 ჯერ მიწაზე დაეწყობა სარების
გრძელი ღერძები მოწინააღმდეგის მიმართულებით,
მარჯვნიდან მარცხნივ. გრძელი სარები
ეწყობა 5-5 ნაბიჯის შუალედით,
მოკლე სარები სულ ბოლოს, გრძელ
სარებს დაეწყობა 2-2 ნაბიჯის
შუალედით. მოწინააღმდეგის და
ჩვენი ძალების სარები ერთმანეთის პარალელურად, 90სმ შუალედით ეწყობა
2
მიწაზე ეწყობა მავთულიანი ცილინდრის ხვეულები. მოწინააღმდეგის მხარეზე ხვეული, ჩვენი ძალების მე-3 სარის წინ იდება ერთი მესამე სარის უკან 2 ხვეული
.3. ცილინდრის წინა ნაწილი ჰორიზონ-ტალური მავთული იდება.
4. იდება ცილინდრის უკანა ნაწილი
და ჰორიზონტალური, გასამაგრებელი
მავთული.
5. დაიდება ცილინდრის ზედა ნაწილი
და შეუერთდება მის უკან მდებარე
ჰორიზონტალურ გასამაგრებელ
მავთულს.
ბ) მავთულიანი ცილინდრით გზის დაფარვა: იმისათვის, რომ მავთულიანი ცილინდრით წარმოქმნილმა დაბრკოლებამ ხელი შეუშალოს მუხლუხიანი და ბორბლიანი ტრანსპორტის გავლას, იგი მოთავსდება გზის ერთი მხრიდან მეორემდე. მავთულიანი ცილინდრებით გზის დაფარვა შემდეგნაირად ხდება: დაახლოებით, 10მ სიღრმეში, ერთმანეთისგან ხუთ-ხუთი ნაბიჯის დაშორებით, გრძელი სარებით გამაგრებული, სულ _ 11 ცალი მავთულიანი ცილინდრის ხვეული ფარავს გზას. ისინი ერთმანეთზე მჭიდროდ არ უნდა იყოს მიმაგრებული, რათა ხვეულებმა სარების ღერძებიდან გამოიწიოს და იმოძრაოს ან იმისათვის, რათა ისინი ჩაიხლართოს ტანკების მუხლუხებსა და წამყვან ბორბლებში. მავთულიანი ცილინდრის რიგებს ზემოთ, დამატებით, გაიჭიმება ჰორიზონტალური, გასამაგრებელი მავთული აქვე სურატი
* * *
გ) 4×2 ნაბიჯის ზომის გადაგრეხილი მავთულხლართი: 4×2 ნაბიჯის ზომის გადაგრეხილმა მავთულხლართმა, თანამედროვე ომში ეფექტურობის, მუშახელის და დაგებისთვის საჭირო დროის თვალსაზრისით დაკარგა დაბრკოლების მნიშვნელობა. მისი ადგილი დაიკავა მავთულიანი ცილინდრის დაბრკოლებამ.
9) ნაღმები: ნაღმები ანადგურებენ მოწინააღმდეგის ძალებს, იწვევენ მისი მოქმედებების შენელებას, გაჩერებას და შეჯგუფებას. ნაღმები ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის და ტანკების გასანადგურებლად ერთ-ერთი, ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ა) სწრაფი დაცვის დანაღმული ველი: სწრაფი დაცვის დანაღმული ველები გამოიყენება, როგორც ყოველი მხრიდან ქვედანაყოფების დაცვის ნაწილი. ქვეით ოცეულს სწრაფი დაცვის დანაღმული ველის მოწყობა მხოლოდ ასეულის მეთაურის ნებართვით შეუძლია.
ბ) მომზადებული, დამცავი დანაღმული ველი: მომზადებული, დამცავი დანაღმული ველები გამოიყენება საწყობების, აეროდრომების და სარაკეტო ბაზების მსგავსი მუდმივი და ნახევრადმუდმივი ნაგებობების დასაცავად. ისინი მოეწყობა და გაუქმდება ჩამრთველის მიხედვით, ძირითადად, მესანგრეების ჯგუფის მიერ.
გ) ტაქტიკური დანაღმული ველები: ტაქტიკური დანაღმული ველები, კლასიკური და დასაფანტი ნაღმების გამოყენებით დაიგება, როგორც თავდაცვის გეგმის ერთი ნაწილი. ასეთი ველები აყოვნებს, აჩერებს და ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წარმართავს მოწინააღმდეგის შეტევას.
დ) წერტილოვანი დანაღმული ველები: წერტილოვანი დანაღმული ველები ეწყობა მოწინააღმდეგის ქვედანაყოფებს შორის კავშირის მოშლის და ზოგიერთი მნიშვნელოვანი რაიონის გამოყენებისთვის ხელის შესაშლელად. ამ ტიპის დანაღმული ველების დაგების ფორმა და ზომები მკაცრად განსაზღვრული არ არის, შეიძლება გამოყენებული იქნეს ყველანაირი ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმები. ისინი იხმარება იმისათვის, რათა გაზარდონ ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებების მოქმედება ან შეაჩერონ მოწინააღმდეგე ახლო პოზიციებიდან კონტრშეტევით (კონტრდარტყმით).
ე) დამაბრკოლებელი დანაღმული ველები: ასეთი ველები გამოიყენება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ან უკანა რაიონებში იმისათვის, რათა უფრო მეტი ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს, ხელი შეუშალონ მის მიერ გზების გამოყენებას, მოშალონ მართვა და კონტროლისუნარიანობა. ამავე დროს ისინი დაიგება იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოწინააღმდეგის მიერ მნიშვნელოვანი ტერიტორიული მონაკვეთების ხელში ჩაგდება. დამაბრკოლებელი დანაღმული ველების დაგება ხდება სპეციალური მომზადების ქვედანაყოფების მიერ.
ვ) ყალბი დანაღმული ველები: ყალბი დანაღმული ველები წარმოადგენს ნამდვილი დანაღმული ველების იმიტაციას და გამოიყენება იმისათვის, რათა მოატყუოს მოწინააღმდეგე, აქედან გამომდინარე, შეამციროს მისი ქმედითუნარიანობა და დაიცვას ჩვენი ძალების მოქმედებების უნარი. ასეთი ველები გამოიყენება, აგრეთვე, მაშინ, როდესაც ნამდვილი დანაღმული ველების მოსაწყობად არ არის საკმარისი დრო, მასალა და პირადი შემადგენლობა. ყალბი დანაღმული ველები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნამდვილ დანაღმულ ველებზე არსებული სიცარიელეების შესავსებადაც. იმისათვის, რომ ყალბ დანაღმულ ველს ნამდვილი დანაღმული ველის შესახედაობა ჰქონდეს და შეძლოს დანიშნულებისამებრ მოქმედება, ისე უნდა გაითხაროს, თითქოს შიგ ლითონის მასალა ან ნაღმია ჩამარხული. ნამდვილი ნაღმების გამოყენება ყალბ დანაღმულ ველებზე არასდროს არ შეიძლება.
* * *
4. მოწინააღმდეგის დაბრკოლებები:
ქვეითი ოცეულები მოწინააღმდეგის დაბრკოლებებში ან გასასვლელებს აკეთებენ, ან გარს უვლიან მათ. გასასვლელების გაკეთების ან გარშემოვლის შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ახდენს ვითარება, დავალება და არსებული პირობები.
ა. შემოვლა: დაბრკოლებების გარშემოვლა ყველა შემთხვევაში შეიძლება. მეთაური, დაბრკოლების გარშემოვლისას მის ზემდგომ მეთაურს პატაკით მოახსენებს დაბრკოლების სახეობისა და პოზიციის შესახებ. დაბრკოლების გარშემოვლისას მეთაურმა მოწინააღმდეგესთან კონტაქტის იმიტაცია უნდა მოახდინოს იმიტომ, რომ, ჩვეულებრივ, მოწინააღმდეგე თავის დაბრკოლებებს ცეცხლით იცავს.
ბ. გასასვლელის გაკეთება: არსებული საშუალებებით უნდა მოხდეს მოწინააღმდეგის დაბრკოლების გასწვრივ ერთი მონაკვეთის (ზოლის) გახსნა და მისი დაცვა. გასასვლელის გაკეთების ოთხი ფორმა არსებობს: გასასვლელის მოუმზადებლად გაკეთება, გასასვლელის მომზადებულად გაკეთება, იერიშით გასასვლელის გაკეთება და გასასვლელის ფარულად გაკეთება.
1) სასწრაფო გასასვლელის გაკეთება: სასწრაფო გასასვლელი კეთდება შეტევითი მოქმედებების იმავე ტემპში გასაგრძელებლად ერთ ან რამდენიმე დაბრკოლებასთან შეხვედრის დროს გასასვლელის გასახსნელად.
2) გასასვლელის მომზადებულად გაკეთება: მომზადებული გასასვლელი კეთდება მაშინ, როდესაც შეუძლებელია დაბრკოლების გადალახვა, მასში გასვლა, ასეთი გასასვლელი მესანგრეთა დახმარებით დეტალურად იგეგმება, მზადდება და სრულდება.
3) გასასვლელის გაკეთება შტურმით: გასასვლელი იერიშით კეთდება მომზადებული გასასვლელის წარუმატებლობის შემდეგ, როგორც უფრო დიდი ძალების შეტევის ერთი ნაწილი და მას იყენებენ ქვედანაყოფების და ოცეულების მეთაურები. გასასვლელის იერიშით გაკეთება უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის დამცავ დაბრკოლებებში შეღწევას და დროებითი თავდაცვითი ძალების ლიკვიდაციას.
4) გასასვლელის ფარულად გაკეთება: ესაა გასასვლელის გაკეთების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც გამოიყენება ჯავშნიანი ტრანსპორტიდან ჩამოსული ძალების მიერ შეზღუდული ხილვადობის პირობებში. თავდასხმის განსახორციელებლად და ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, იგი ჩუმად სრულდება. ფარული გასასვლელი მაშინ კეთდება, როდესაც შტურმის დროს საჭიროა უეცარი თავდასხმა.
5. გასასვლელის გაკეთება და დაბრკოლებებისგან გაწმენდა:
ა. მეთაურები ვალდებულნი არიან იცოდნენ ხერხები, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვისთვის. დაბრკოლებები ზღუდავს ტრანსპორტის მოძრაობას. იმისათვის, რომ ტრანსპორტის წინ გადაადგილების დროს შეძლოს მისთვის დახმარების გაწევა, ქვეითი ოცეული იძულებულია გაწმინდოს გზა დაბრკოლებებისაგან. გასასვლელის გაკეთება მოწინააღმდეგისგან დამალვას არ ნიშნავს, თუმცა, იმის დამალვას ნიშნავს, თუ სად და როდის კეთდება გასასვლელი. გასასვლელის გასაკეთებლად ოცეული იყენებს სხვადასხვა ტექნიკას, აღჭურვილობას ან ნაღმის ასაფეთქებელ ხელსაწყოებს. აღჭურვილობასა და ნაღმის ასაფეთქებელ ხელსაწყოებში შედის: ნაღმის დეტექტორები, ,,ბანგალორე ტორპედოები”, მავთულჭიმის ჩანგალი (კავები), ხილული ცეცხლის მაწარმოებელი იარაღი, ხელით დასაწყობი ასაფეთქებელი მასალა და ნაღმისგან გასაწმენდი ხელსაწყოები. ყველანაირი დაბრკოლებიდან გასასვლელის გაკეთებისთვის ოცეული ერთნაირ, ძირითად პრინციპებს იყენებს (ცეცხლით ზეწოლა, დამალვა, უსაფრთხოების დაცვა, დაბრკოლებების შემცირება).
1) გასასვლელის გაკეთებისას მოწინააღმდეგეზე უნდა განხორციელდეს ცეცხლით ზეწოლა.
2) დაცული უნდა იქნეს გასასვლელის გასაკეთებელი ადგილის უსაფრთხოება, კეთდება გასასვლელი და ხორციელდება დაბრკოლების შორი ნაპირის (კიდის) დაცვა.
3) გრძელდება და ფართოვდება მოქმედებები დაბრკოლებების შესამცირებლად, რათა უკან მომავალ ძალებს გაუადვილდეთ მოძრაობა.
ბ. დანაღმული ველები: ნაღმის ველიდან გასასვლელის გაკეთება მიზნად ისახავს დანაღმულ ადგილებში გასასვლელი ბილიკების და ხვრელების გაკეთებას. ამორჩეულ, გასასვლელ ზოლში შესაძლებელი უნდა იყოს დამალვა, თავდაცვა, მოწინააღმდეგის ცეცხლზე თვალყურის დევნება და მეთაურის მანევრირების გეგმის გამოყენება. დანაღმვის ველიდან გასასვლელის გაკეთებამდე შესწავლილი უნდა იქნეს ყველა შესაძლო გასასვლელი ზოლი და ნაპოვნი უნდა იქნეს ყველაზე შესაფერისი ადგილი. გასასვლელის გაკეთება განმარტებულია ქვემოთ
* * *
1) პირველი ნაბიჯი: უპირველეს ყოვლისა, დაბრკოლების დამცავ მოწინააღმდეგეზე ცეცხლით უნდა მოვახდინოთ ზეწოლა.
2) მეორე ნაბიჯი: გაიშვება კვამლი. მისი მიზანია დაბრკოლების და ჩვენი ძალების შენიღბვა
არასრული ოცეული, რომელიც იცავს (ნაღმების) მაძიებელ ათეულს
3) მესამე ნაბიჯი: უნდა მოიძებნოს ფეხით სავალი გზა და გასასვლელები, აღინიშნოს ნაღმები. ნაღმის ველის გასწვრივ გზაზე, რომელიც გასასვლელადაა რეკომენდებული, გამოიყენება რაკეტით სამართავი ასაფეთქებელი მუხტი ან “ბანგალორე ტორპედო”. სპეციალური მოწყობილობის გარეშე დანაღმული ველის გასაწმენდ ერთადერთ გზას წარმოადგენს ნაღმების ძებნა საცეცებით, ნაღმის საძებნი არალითონის ჯოხით. როდესაც ოცეულის ის ნაწილი, რომელიც უკან დარჩა, უთვალთვალებს, ათეული ნაღმებს ეძებს
ა) ნაღმის ველის გასწვრივ გასასვლელი ბილიკების და ხვრელების მაძიებელი ათეული ამისთვის იყენებს 2 ჯარისკაცს. წინა ჯარისკაცი ხოხვით, საცოცი ხაზის გასწვრივ გასასვლელს წმენდს, მეორე, წინა, მაძიებელი ჯარისკაცის 10მ უკან, ჩუმად აგრძელებს წმენდას და წინ მიიწევს.
ბ) (ათეულის) სხვა, ორი ჯარისკაცი, წინა, მაძიებელ ჯარისკაცებს უკან მიჰყვება, რათა დაიცვას ისინი; მათ მიაქვთ დამატებითი მასალა. თუ რომელიმე წინა ჯარისკაცს რაიმე შეემთხვევა _ შეცვლიან მას. იმისათვის, რომ მაძიებელი ჯარისკაცები არ დაიღალონ, სიფრთხილე არ დაკარგონ, საჭიროა მათი ხშირად შეცვლა .
გ) ნაღმის მაძიებელ ჯარისკაცებს აცვიათ ფოლადის დამცავი ჟილეტები, ნაღმსაწინააღმდეგო, ყელიანი ფეხსაცმელი და ახურავთ ფოლადის ჩაფხუტი, აგრეთვე, თან ატარებენ ბბქ საშიშროების საწინააღმდეგო აირწინაღებს. ამ ჯარისკაცებმა ხელები უნდა აიკაპიწონ, ბეჭდები და საათები მოიხსნან. მათი ზურგჩანთები, იარაღი და ლითონის სხვა აღჭურვილობა გასასვლელის გამკეთებელ სხვა პირად შემადგენლობას მიაქვს. დაბინძურებული რაიონის პირობებში გასასვლელის გამკეთებლებმა უნდა გააგრძელონ თავდაცვითი ღონისძიებები.
დ) ნაღმის საძებნელი ჯოხი თუ წინააღმდეგობას ხვდება და მიწაში თავისუფლად ვერ შედის, მაძიებელმა ჯარისკაცმა ჯოხის წვერით მიწა უნდა ამოთხაროს; ამოთხრილი მიწა ხელით უნდა ამოიღოს. თუ ნაღმია, იმისათვის, რომ დაინახოს რა ტიპისაა ნაღმი, მიწა საკმაო რაოდენობით უნდა იქნეს ამოღებული. ნაღმის ამოღებამდე და გაუვნებელყოფამდე ჯარისკაცმა უნდა მონიშნოს ადგილი.
+ჯარისკაცი დანაღმულ ველზე თუ დაიჭრა, სხვები არ უნდა გაინძრნენ. დაჭრილ ჯარისკაცთან ახლოს მყოფი გზას არჩევს და ისე მიდის დაჭრილთან, აღმოუჩენს პირველ დახმარებას; მას ფრთხილად გამოჰყავს დაჭრილი დანაღმული ზონიდან.
4) მეოთხე ნაბიჯი: დაცული უნდა იქნეს დაბრკოლების ბოლო ნაწილის (დასასრულის) უსაფრთხოება. მას შემდეგ, რაც მოიძებნება გასასვლელი _ კორიდორის (ზოლის) სახით, დაიწყება გასასვლელის მეორე ნაწილის გაყვანა, დაბრკოლების დაბოლოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გასასვლელის გასაკეთებლად მომზადებული ჯარისკაცები ცდილობენ შეძლებისდაგვარად, სწრაფად მოახდინონ დაბრკოლების ბოლო ნაწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს ხელს შეუშლის მოწინააღმდეგეს, ამ რაიონისკენ მიმართოს ცეცხლი და მას შეუტიოს. როდესაც გასასვლელი ტრანსპორტისთვის კეთდება, ამ საქმეზე გამწესებული სამხედროები და ჯარისკაცები, ფეხით ცდილობენ გასასვლელის გაფართოებას, მეთაურები მათ დაბრკოლების დაბოლოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ავალებენ. გასასვლელის გასაკეთებლად გაგზავნილ სამხედროებს თან უნდა ჰქონდეთ ტყვიამფრქვევი, მსუბუქი ან საშუალო ტანკსაწინააღმდეგო იარაღი სროლით მხარდასაჭერად და დასარეგულირებლად _ რუკა, კომპასი და დურბინდი.
5) მეხუთე ნაბიჯი: მონიშნული ნაღმების განადგურება შეიძლება ამფეთქებლების ან მავთულჭიმის კავის საშუალებით. ლითონის ნაღმები მანამ უნდა იქნეს განადგურებული, სანამ ჯარისკაცები გახსნილი გასასვლელებიდან გავლენ.
6) მეექვსე ნაბიჯი: გაწმენდილი გასასვლელი უნდა მოინიშნოს იმ პირის მიერ, ვინც გაწმინდა გასასვლელი.
7) მეშვიდე ნაბიჯი: ოცეულის მეთაურს ოცეული გაჰყავს გაწმენდილი გასასვლელიდან.
გ. ტანკსაწინააღმდეგო თხრილები: სატანკო თხრილებზე გადასვლისას მოწინააღმდეგე ყველა იარაღით ახდენს ზეწოლას. ქვეითი ჯარისკაცები ჩამოშლიან სატანკო თხრილების ნაპირებს D- სახელურიანი ნიჩბებით, ფოლადის ჩაფხუტით ან ასაფეთქებელი ნივთიერებებით და ამით მწყობრიდან გამოჰყავთ ისინი. სასწრაფოდ დაბრკოლების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა, დოზერი, სათხრელად გადაკეთებული (დანიანი) ტანკი ან საბრძოლო-სასანგრო ტრანსპორტი.
დ. კრატერები: კრატერების გავლისას მოწინააღმდეგეზე ხორციელდება ინტენსიური საცეცხლე ზემოქმედება, რაც აფერხებს მის წინსვლასა და უზრუნველყოფს ჩვენი ძალების უსაფრთხოებას.
ე. მავთულხლართი: ტრანსპორტის სახეობა თუ საშუალებას იძლევა, მაშინ შეტევის მიმართულებით დაგებულ მავთულხლართს სრესს ტრანსპორტი. ამ დროს შეიძლება ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების აფეთქებაც. ჯარისკაცებისთვის წინსვლის მიმართულების გახსნის სხვა საშუალებაა მასალის მომზადება და მისი დაგება მავთულხლართის ზევიდან. სანამ ეს გაკეთდება, ქვედანაყოფმა მავთულხლართის დაბრკოლება უნდა გაწმინდოს გარშემო არსებული ნაღმებისგან. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეს ინტენსიურ ცეცხლს გავუხსნით, მავთულხლართი უნდა გადავჭრათ. ქვედანაყოფი, რომელიც წმენდს, მავთულხლართიანი დაბრკოლების ასაღებად იყენებს სადენის საკვნეტს, “ბანგალორე ტორპედოს” ან ასაფეთქებელ ნივთიერებებს. გამწმენდი ათეული ამოწმებს ნაღმებს და “ნაღმ-ხაფანგებს”, მონიშნავს მათ ადგილებს. ოცეულის სხვა ათეულების დაცვის ქვეშ ერთი ათეული აკეთებს გასასვლელს. მავთულხლართის დაბრკოლებიდან გასასვლელის გაკეთებისას, თუ შესაძლებელია, უნდა ვისარგებლოთ ტანკის ცეცხლით და ქვემეხის ხილული და უხილავი ცეცხლით. გასასვლელის გამკეთებელი ათეული გასასვლელის გაწმენდის შემდეგ იცავს გასასვლელის შორ კიდეს. მონიშნულ ნაღმებს სპობენ ასაფეთქებლებით და მონიშნავენ გაწმენდილ გასასვლელს.
1) დაბრკოლების გაჭრა:
ა) მავთულხლართის ჩუმად გადასაჭრელად:
I. გადაიჭრება მავთულის მხოლოდ ქვედა ნაწილები, ზედა ნაწილები რჩება. ეს