ჯიჰადს გამოაცხადებს, მაქსიმუმ ეგ გააკეთოს აიათოლამ, ისე მაგას ნეჯადზე მყარი პოზიცია აქვს
რუსი ექსპერტების აზრით, აშშ ირანთან ომს ან საერთოდ, ან სულ მცირე, ერთი წელი არ დაიწყებს
რუსი ექსპერტების აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ომს არ დაიწყებს.
როგორც "Утро" იუწყება, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტში სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი "ირანის ირგვლივ შექმნილი მოვლენები და მათი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე" გაიმართა და მონაწილეთა უმრავლესობა მივიდა დასკვნამდე, რომ "აშშ ირანთან ომს, სულ მცირე, ერთი წლის მაინც არ გააჩაღებს, თუ საერთოდ დაიწყებს".
გეოპოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის კონსტანტინე სივკოვის აზრით, "ამ მოსაზრების სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ დღეს აშშ-ს საბრძოლო მოქმედებებისთვის შეიარაღების აუცილებელი რაოდენობა არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ სახმელეთო დაჯგუფებებზე, რომელშიც ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის 3,5 ათასზე ნაკლები ტანკი და მილიონზე ნაკლები ადამიანი არ უნდა იყოს".
მისივე ინფორმაციით, "ამ მიმართულებით ამერიკელების განკარგულებაში მხოლოდ 150-200 საბრძოლო მანქანა და ამავე ოდენობის საჰაერო რაკეტაა, მაშინ, როცა ლიბიაში 300 მანქანა ჰყავდა, თუმცა დასახული მიზნის სრულად მიღწევა ვერ მოხერხდა".
ამასთან, სემინარის მონაწილეებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაანმახვილეს, რომ "ირანის სიახლოვეს ამერიკული დაჯგუფება საერთოდ არ არსებობს, ხოლო რაც შეეხება თავად ირანში "მეხუთე კოლონის" არსებობას, არც ამის იმედი არსებობს, რადგან იქაურ ოპოზიციას ამერიკა ისევე ძლიერად არ უყვარს, როგორც თავად მოქმედი ხელისუფლება".
ამასთან, რუსი ექსპერტების აზრით, ამერიკელებს გეოგრაფიაც ხელს უშლით – ირანელებს მთიან ადგილებში მარტივად შეუძლიათ დამალვა და რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების წარმატებით გამოყენება.
"ერაყთან დაკავშირებით უფრო მარტივი სიტუაცია იყო – მას მხოლოდ ერთი ბირთვული ობიექტი აქვს და ისიც - ზედაპირზე. ირანში კი ბირთვული ობიექტები გაფანტულია და სიღრმეშია", - თვლის რუსეთის უშიშროების საბჭოსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს ექსპერტი სტანისლავ ივანოვი.
გარდა ამისა, როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, აშშ-სთვის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია ჩინეთი, რომელმაც უკვე ღიად განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო ქმედებებს მიმართავს.
რუსი ექსპერტების აზრით, ამერიკელებისთვის სასარგებლო სიტუაცია არც კავკასიაშია – "ამერიკელებს იქ მხოლოდ ერთი მოკავშირე – საქართველო ჰყავთ, დანარჩენები კი – ძალზე პირობითი".
"უფრო სავარაუდოა, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში პირველ თავდასხმით დარტყმას ისრაელი განახორციელებს. თუმცა თვითმფრინავები F-15 და F-16 ირანამდე მიღწევას საწვავის დამატების გარეშე ვერ შეძლებენ. საწვავით უზრუნველყოფა მხოლოდ საქართველოში შეიძლება, იყოს, თუმცა როგორ გაფრინდებიან ისინი საქართველოდან ირანში? ვერცერთი ქვეყანა საკუთარი საჰაერო სივრცის დათმობას ვერ შეძლებს", - თვლის სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის დოცენტი ანატოლი ციგანოკი.
ექსპერტების აზრით, "კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებისთვის X-მომენტი დგება – მათ უნდა გადაწყვიტონ, იქნებიან თუ არა ამერიკასთან და ამმხრივ ყველაზე რთულ სიტუაციაში შეიძლება, აზერბაიჯანი აღმოჩნდეს, რომელსაც ერთის მხრივ, ირანთან მყარი კულტურული და რელიგიური კავშირები აქვს, მეორეს მხრივ კი აშშ-მა შესაძლოა, აზერბაიჯანს ლოიალურიობის სანაცვლოდ მისთვის ყარაბაღის მიერთება შესთავაზოს".
მათივე აზრით, აშშ-სთან უერთიერთობების საკითხის გადაწყვეტა მოუწევს თურქმენეთსაც.
"თურქმენეთზე კონტროლი შესაძლოა, რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცეს", - თვლის ციგანოკი.
აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პაველ ზოლოტარიოვი კი მიიჩნევს, რომ "თავად რუსეთი, თეორიულად, სიტუაციის მისთვის სასარგებლოდ გამოყენებას შეძლებდა, თუმცა დიდი პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, ნულოვანი გავლენა აქვს".
მაკა ბრეგვაძე