რეიხის გმირები
Johannes Mühlenkamp
იოჰან-რუდოლფ მიულენკამპი
1910-1986

Waffen-SS
სამხედრო ნაწილი 5. SS-Panzer-Division „Wiking“
სამხედრო წოდება SS Standartenführer პოლკოვნიკი
დაიბადა ბრანშვაიგში სადაც მიიღო კიდეც განათლება ადგილობრივ იუნკერთა სასწავლებელში (SS-Junkerschule Braunschweig), SS რიგებში შევიდა 24 წლის ასაკში ნებაყოფლობით და ჩაირიცხა ss პოლკში SS-Standarte „Germania“, ამ პოლკის შემადგენოლბაში მიიღო მონაწილეობა პოლონურ კამპანიაში 1939 წ. ჩინით SS Untersturmführer (ლეიტენანტი) სადაც ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი მეთაურების თვალში, მან აიმაღლა სამხედრო წოდება და გახდა SS Hauptsturmführer (კაპიტანი) მიულენკამპი დაინიშნა SS-Standarte „Germania“ -იის დაზვერვის ბატალიონის უფროსად
თავი გამოჩინა საფრანგეთში ბლიცკრიგის დროს, ასევე წარმატებული იყო ბალკანეთში, საიდანაც გადასროლილი იქნა Division „Reich" შემადგენლობაში აღმოსავლეთ ფრონტზე. მოსკოვზე მიტანილი იერიშისას 1941წ. ივლისში პაულ ჰაუსერთან ერთად დაიჭრა მძიმედ ბოროდინოს რაიონში "კატიუშების" (Stalinorgel, сталинский орган) შედეგად, ჰაუსერმა დაკარგა თვალი, მიულენკამპი კი იქნა ევაკუირებული ბერლინის ჰოსპიტალში სადაც დიდი ხანი მკურნალობდა, მისი საბრძოლო დამსახურებისთვის ის იქნა გერმანული ოქროს ჯვრით დაჯილდოვებული პირდაპირ ჰოსპიტლის საწოლში და მომატებული სამხედრო წოდებით SS Sturmbannführer (მაიორი). როგორც იქნა მოვიდა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ბრძანება რის შედეგადაც მოხდა ფორმირება სატანკო ბატალიონებისა Waffen-SS-ის შემადგენლობაში, პირველად ფორმირებული იქნა 5-ე სატანკო ბატალიონი SS -Division „Wiking"-ის შემადგენლობაში, მიულენკამპი დაინიშნა მის მეთაურად
მთავარი სამიზნე ამ სატანკო ბატალიონისა 1942 წელს გახდა როსტოვი, ქალაქის დასაშტურმად მიულენკამპის განკარგულებაში გახლდათ 69 მძიმე და საშუალო ტანკები, ქვეითთა და სხვადასხვა დამხმარე ნაწილები, გამთენიისას ის თავის ტანკით სათავეში ჩაუდგა ჯარს ორ მოტოქვეითთა როტასტან ერთად (ასევე სლოვაკი მოკავშირეები), ტანკსაწინააღმდეგო თხრილები გერმანელმა ქვეითებმა გამოიყენეს როგორც საპასუხო ცეცხლისგან თავის ასარიდებლად.
როსტოვი იქნა აღებული.
23 ივლისს ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდალი იტყობინება:
"ვერმახტის ნაწილების, Waffen-SS-ის და სლოვაკი მოკავშირეების მიერ Luftwaffe-ს დახმარებით გარღვეული იქნა მოწინააღმდეგის ძლიერად გამაგრებული, ღრმად ეშელონირებული პოზიციები მთლიან ფრონტზე, მძიმე ბრძოლების შედეგად ჩვენ ავიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი და პორტი"
როსტოვის აღებისთვის მიულენკამპი დაჯილდოვებული იქნა რაინდთა ჯვრის რკინის ჯვრით, ხოლო SS 5-ე სატანკო ბატალიონი ფორმირებული იქნა სატანკო დივიზიად
1944წ. აპრილში ქალაქ კოველში(უკრაინა, 256 კმ. სამხ.აღმოსავლეთით ვარშავიდან) მიულენკამპმა უმძიმესი ცეცხლის ქვეშ საბჭოთა არმიის მხრიდან გააღწია ქალაქის ჩრ.-აღმოსავლეთით გადალახა რა სასტიკი წინააღმდეგობა წითელი არმიის მხრიდან, მისმა დივიზიამ გაანადგურა 208 საბჭოთა ტანკი. გამანადგურებელმა კონტრდარტყმამ საბჭოთა ჯარების მასაზე რომლებიც მოიწევდნენ კოველი-ლუბლინის სარკინიგზო მაგისტრალისკენ შეიტანა არც თუ მცირე წვლილი საბჭოთა ოპერაციის შესაჩერებლად რომელთა მიზანი იყო ვარშავაზე მიეტანათ იერიში. 4 აგვისტოსა და 5 სექტემბერს შორის მიულენკამპის სატანკო პოლკის შედეგად განადგურებული იქნა 151 საბჭოთა ტანკი, 19 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 13 "ტიაგაჩი" 176 საარტილერიო იარაღი, 94 ტყვიამფრქვევი, 5 თვითმფრინავი, ამ ყველაფრიდან ნაწილი იქნა განადგურებული ან წაღებული როგორც სამხედრო ტროფეი. ამ წარმატების სანაცვლოდ " ჰანნეს" (როგორც მას ეძახდნენ) მიენიჭა რაინდთა ჯვარი მუხის ფოთლებით
შემდეგში ის დანიშნული იქნა სატანკო ჯარების ინსპექტორად (გუდერიანის რეკომენდაციით) რაც იმის ნიშანი იყო რო ვიკინგის მეთაურად ის ვეღარ დარჩებოდა, იგი შეცვალა კარლ ულრიხმა. მიულენკამპის სამხედრო კარიერა დამტავრდა 1945 წ. 5 თებერვალს ოდერის ფრონტზე სადაც იგი ძალიან მძიმედ დაიჭრა როგორც მეთაური 32. SS Freiwilligen Grenadier Division «30. Januar» და აყვანილ იქნა ტყვედ. მიულენკამპი დიდი ხნის მანძილზე იყო ავად გადატანილი ჭრილობების
გამო თუმცა დიდი ხანი იცოცხლა, გარდაიცვალა ოქტომბერში 1986 წელს
ჯილდოები
მეორე კლასის რკინის ჯვარი
პირველი კლასის რკინის ჯვარი
ოქროს სამკერდე ნიშანი ბრძოლაში დაჭრისთვის
გერმანული ჯვარი ოქროში
რაინდთა ჯვარი
რაინდთა ჯვარი მუხის ფოთლებით
Fuck Yeaaah

This post has been edited by Doktor Niemand on 25 Nov 2012, 18:15
მიმაგრებული სურათი