ხედაავ შეენ, თურმე გერმანელებს ჩამოგდებული თვითფრინავების დათვლის რა მკაცრი სქემა ჰქონიათ
აქ კი ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ... მოკლედ
მოკლედ!!
როგორც ჩანს, დეტალურად უნდა გავშიფრო - დოკუმენტების, სქემებისა და ცხრილების მოყვანით, რადგან ზოგიერთს ჰგონია, რომ (ფსევდო)დოკუმენტურ ფილმში ვიღაც ხმადაყენებული ჟურნალისტი უკანასკნელი ინსტანციის სიმართლეს ლაპარაკობს, ხოლო ომისდროინდელი მშრალი დოკუმენტები მხოლოდ ფარატინა ქაღალდია.
მაშ, ასე:
თვითმფრინავის ჩამოგდების პირველადი გერმანული დოკუმენტი იყო ე.წ. Abschussmeldung. ეს დოკუმენტი ივსებოდა სპეციალურ ბლანკზე, აუცილებლად - საბეჭდი მანქანით, აუცილებლად - პილოტის მიერ და ასე გამოიყურებოდა (წითელი ხელნაწერი - დოკუმენტის რეგისტრაციის მონაცემები):

ცალკე საკითხია, კონკრეტულად როდის ადგენდა პილოტი "აბშუსმედლუნგს" (დოკუმენტის შედგენის წესი კონკრეტულ ე.წ. "დედლაინს" არ ითვალისწინებდა): უშუალოდ ყოველი ბრძოლის მერე, საბრძოლო დღის ბოლოს, მეორე დღეს, კვირაში ერთხელ, თუ - თვეში ერთხელ. სანამ არ არსებობდა "აბშუსმედლუნგი", არავითარი გამარჯვების ჩათვლის პროცედურაზე ლაპარაკიც არ იწყებოდა...
კარგი, გავაგრძელოთ.
"აბშუსმედლუნგს" თან ერთვოდა ფოტოკინოტყვიამფრქვევის კადრები, თუკი ასეთი არსებობდა (წითელი ხელნაწერი - ჩამოგდების დეტალები, აგდილმდებარეობა, კოორდინატები):

ეს ორი დოკუმენტი იგზავნებოდა ზემდგომ შტაბში, რომელიც შტაფელის მეთაურისაგან დამატებით თხოულობდა ფორმულარის შევსებას. ფორმულარის გამოსახულება სწორედ ენ-ტე-ვეს ფილმშია ნაჩვენები, მოხდენილად რომაა გადახაზულ-გადმოხაზული წითელი ხაზებით, თუმცა, რას ნიშნავს ეს წითელი ხაზები, რომელ პუნქტზეა გახაზული და რატომ - ცალკე საკითხია. აი, როგორი იყო ტიპიური ფორმულარი:
2./210 Gefechtsstand, 5.7.1941
Abschussmeldung
1) Zeit (Tag, Stunde, Minute) und Gegend des Absturzes: 5.7.1941, 06.58 Uhr, Gegend Esmor, Hohe 300m
2) Durch wen ist der Abschuss erfolgt: Fw. Sommer
3) Flugzeugtyp des abgeschossen Flugzeuges: SB-2
4) Staatsangehortigkeit des Gegners: UdSSR
5) Art der Vernichtung:
a) Flammen mit dunkler fahne, Flammen mit heller fahne
b) Einzeiteile weggeflogen, abmontiert, auseinandegeplatzt
c) Zur landung gezwungen (diesseite oder jenseits der Front, glatt bezw. mit Bruch) mit Bruch
d) Jenseits der Front am Boden in Brand Geschossen.
6) Art des Aufschanges:
a) Diesseits oder jenseits der front: jenseits der front
b) Senkrecht, flachem Winkel, Aufschlagbrand, Staubwolke: fl.winkel, Staubwolke, anschl.Brand
c) Nicht beobachtet, warum nicht
7) Schicksal der Insassen: (tot, mit falschirm abgeschprungen, nicht beobachtet) nicht beobachtet
8) Gefechtbericht des Schutzen liegt in der anlage bei:
9) Zeugen:
a) Luft: Uffz. Tillheim, Uffz. Schlee
b) Erde:
10) Anzahl der Angriffe, die auf das feindliche Flugzeug gemacht wurden: 1 Angriff
11) Richtung aus der die einzelnen Angriffe erfolgten: Angriff erfolgte v. hinten
12) Entfernungen aus der der Abschuss erfolgte: 100m
13) Taktische position aus der der Abschuss angesetzt wurde: Hinten-oben
14) Ist einer der feindlichen Bortschutzen kampfunfahig gemacht worden: nicht beobachtet
15) Verwandte Munitionsart: Smk, Pmk, Smk.L, B.-Mun.
16) Munitionsverbruuch: ca.300 Schuss M.G., 12 Schuss 2cm
17) Art und Anzahl der Waffen die beim Abschuss gebraucht wurden: 2 Kanonen, 4 M.G.17
18) Typ der eigene Maschine: Bf110
19) Weiteres takt. Oder techn. Bemerkenswertes:
20) Treffer in der eigene maschine: 1 Treffer in der kabine
21) Beteiligung weiterer einheiten (auch Flak): Uffz. Tillheim
Fw. Sommer
f.d.R
(signature)
Hauptmann und Staffelfuhrer
აქ დეტალურადაა განხილული ბრძოლის დრო, ადგილი, მოწინააღმდეგის თვითმფრინავის ტიპი, საკუთარი და მოწინააღმდეგის მანევრირების ტიპები და ფორმა, რა დაინახა და რა ვერ დაინახა პილოტმა, რამდენჯერ და რა იარაღიდან გაისროლა, მოწინააღმდეგის, დაღუპულების, მოწმეების შესახებ ინფორმაცია და ა.შ. (ინტერესის შემთხვევაში მსურველებმა თარგმნონ - ახლა ამის თავი და ნერვები არ მაქვს). თუმცა - საყურადღებო დეტალი: არსად არაა შეკითხვა მოწინააღმდეგის თვითმფრინავის ნამსხვრევების არსებობის შესახებ. ჩემი პირადი დასკვნა: ლიუფტვაფეს აღრიცხვის სისტემაში ბრძოლის მთელი ჯაჭვიდან - პილოტის "აბშუსმედლუნგი"-ფოტოკინოტყვიამფრქვევის ლენტი-თვითმხილველთა (მეზობელი პილოტების, სახმელეთო მეთვალყურეების და ა.შ.) მოწმობები-ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევები ან დამაჯერებელი ფოტოკინოკადრი - მხოლოდ პირველი სამი რგოლი ფიქსირდებოდა. ანუ, თეორიულად, მოწინააღმდეგის დაზიანებული თვითმფრინავი, შესაძლებელია, საკუთარ აეროდრომზე დაბრუნებულიყო, შეეკეთებინათ და მომავალში ისევ მომხვდარიყო ამ, ან ნებისმიერი სხვა გერმანელი პილოტის სამიზნესა და ფოტოკინოტყვიამფრქვევის ობიექტივში...
კარგი, გავაგრძელოთ.
ფორმულარის შევსების შემდეგ უკვე კონკრეტულად გამარჯვების ჩათვლის პროცედურა იწყებოდა. გამარჯვება 4 კატეგორიით ან ქულით ფასდებოდა, რომლებსაც AbshuB (ან lufsiege) ერქვა. სისტემა ასე გამოიყურებოდა (ქულები - კატეგორიის დასახელება (გამარჯვების ტიპი) - მოწინააღმდეგის თვითმფინავის ჩამოგდების (ან დაზიანების) ალბათობა):
4 "აბშუბი" - დადასტურებული ჩამოგდება - 100%
3 "აბშუბი" - სავარაუდო ჩამოგდება - 75%
2 "აბშუბი" - დადასტურებული დაზიანება - 50%
1 "აბშუბი" - სავარაუდო დაზიანება - 25%
მარტივი არითმეტიკით შესაძლებელია დათვლა, რომ 4X3"აბშუბი"=3X4"აბშუბს", ან 4X1"აბშუბი"=4"აბშუბს" (ანუ: "ოთხი სავარაუდოდ ჩამოგდებული"= სამ "დადატურებულ ჩამოგდებულს", ან ოთხი "სავარაუდოდ დაზიანებული"="დადასტურებულ ჩამოგდებულს"). ამ "აბშუბების" საერთო ჯამით კი ადვილად შეიძლება "დადასტურებული გამარჯვებების" ისეთ ასტრონომიულ ციფრებამდე ასვლა, როგორსაც ლიუფტვაფეს შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ამ დროს კი არც ინტერესდებოდა ვინმე, სად წავიდა "დადასტურებულად ჩამოგდებული" ან "სავარაუდოდ ჩამოგდებული" თვითმფრინავი...
კარგი, გავაგრძელოთ.
გაფრენების ინტენსიურობა ასევე დიდ როლს თამაშობს გერმანელი პილოტების შედეგიანობაში და ისინი მართლაც გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე - მიკავშირეებთან. თუმცა, ადრე ვწერდი, ფიზიკურად რამდენად იყო შესაძლებელი რუდელის მიერ გაცხადებული 17 საბრძოლო გაფრენა ერთ დღეში, კიდევ საკითხავია-მეთქი. აი, ამაში ეჭვის შეტანის კონკრეტული მიზეზი:
N103-105. Протоколы допросов военнопленного немецкого летчика капитана Гельмута Путца, командира 4-го отряда 2-й группы 27-й бомбардировочной эскадры. 17-21 июня 1943 года.
Стр.275.
N103. Протокол допроса от 17 июня 1943 г.
"...В боевых условиях я успел совершить 130-140 ночных вылетов, причем ряд вылетов со сложным боевым заданием засчитывался мне, как и другим ночникам, за 2-3 вылета."
(ЦА ФСБ России, ф.14, оп.5, д.173 а, л. 104-107.)
აგერ კიდევ:
Стр. 280.
Протокол допроса от 18 июня 1943 года.
"... Будучи на Восточном фронте, я сделал 100 боевых вылетов, при этом дальние ночные вылеты у нас засчитывались за 4 вылета каждый, а дальние дневные - за 2 вылета каждый..."
(ЦА ФСБ России, ф.14, оп.5, д.173 а, л. 108-114.)
როგორც იტყვიან - კომენტარების გარეშე.
Georgian_90, მეგობარო, კინობელეტრისტიკისა და ფსევდოდოკუმენტალისტიკის ყურებას, საარქივო მასალებით დაინტერესდე, აჯობებს, რაკი თემით ხარ დაინტერესებული. ხოლო თუ შენთვის სიმართლეზე მეტად იდეოლოგიური კლიშეებია მნიშვნელოვანი, ესეც რომ თქვა, არაფერი მოხდება.
This post has been edited by mariri-q on 18 Feb 2012, 16:49