მაშ ასე, საქმე ეხება საკმაოდ მწვავე პოლიტიკურ საკითხს თუ რომელი უფრო დანაშაულებრივი/სამარცხვინო მოვლენაა მეორე მსოფლიო ომის წინა ხანების ევროპის ისტორიაში-მიუნხენის 1938 წლის გარიგება თუ მოლოტოვ-რიბენტროპის 1939 წლის პაქტი.
უნდა ითქვას რომ ეს კამათის საგანია ასე რომ ვთქვათ „პროსაბჭოური“ და „დასავლური“ განწყობის რუს ისტორიკოსებს შორისაც. თუკი რომელიმე მათგანს არ მოსწონს სსრკ და ყველაფერი მასთან დაკავშირებული ის მოლოტოვ-რიბენტროპის 1939 წლის პაქტს აფრიალებს სსრკ-ის და პირადად სტალინის დანაშაულის დასამტკიცებლად, ხოლო ოპონენტები კი მათ ახსენებენ მიუნხენის 1938 წლის გარიგებას და ასაბუთებენ რომ რატომ უნდა მივიჩნიოთ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი სსრკ-ის დანაშაულად თუკი იქამდე ერთი წლით ადრე დასავლეთი ანალოგიურ გარიგებაზე წავიდა ჰიტლერთანო? განა აქვს დასავლეთ და მის ისტორიკოსებს უფლება ჩვენ გვაკრიტიკონ როცა თვითონვე იგივე ჩაიდინესო?
მე ვეცდები დავასაბუთო რომ მოლოტოვ-რიბენტროპის 1939 წლის პაქტი გაცილებით უფრო დანაშაულებრივი და სამარცხვინოა ვიდრე მიუნხენის 1938 წლის გარიგება და რომ მით უმეტეს იგი არცერთი წამით არ დადებულა იმ მიზნით რაზეც ჩვენ საბჭოთა მითოლოგია ყურებს გვიჭედავდა ათწლეულების განმავლობაში-სსრკ-თვის ომის თავიდან აცილების და კონფლიქტის შემთხვევაში „უკეთ მომზადებისათვის“.
1. უპირველეს ყოვლისა, მე მიმაჩნია რომ საერთოდ შეუძლებელია და მიუღებელია ამ ორი მოვლენის შედარება და გათანაბრება. კარგი, დავუშვათ რომ ჩემბერლენი და დალადიე იყვნენ სულელები, მიამიტები და ისინი ჰიტლერს ენდნენ (რომელიც მაშინ ამტკიცებდა რომ სუდეტის შემდეგ მას არავითარი პრეტენზიები ევროპაში არ ექნებოდა), მაშინ სტალინი ვიღა გამოდის? სულელი და მიამიტი კვადრატში, ასე არაა? მას ხომ ცხვირწინ ჰქონდა არაერთი მაგალითი ჰიტლერის ზრდადი მადისა (რაინის დემილიტარიზებული ზონა 1936, ავსტრიის ანშლუსი 1938, სუდეტი 1938, დარჩენილი ჩეხეთი 1939) და მაინც მიუნჰენის მსგავს (იგიც ხომ ითვალისწინებდა სხვისი ტერიტორიის გაყოფას) გარიგებაზე წავიდა? რა ჰქვია სხვისი შეცდომის გამმეორებელს? სახელი თავად დაარქვით

სხვათაშორის საბჭოთა პროპაგანდა დალადიეს და ჩემბერლენს მიუნჰენის გამო ქვემძრომებს ეძახდა ხოლმე, რატომღაც მე არ მსმენია ასეთი ტერმინის შესახებ სტალინთან მიმართებაში.......
2. თავად სუდეტის საკითხი საკმაოდ დელიკატურია და კაცმა რომ თქვას ასეთ პრობლემას ზუსტი ამოხსნა არც გააჩნია. არცერთ მიწას არ აწერია ზედ რომ „მე ვეკუთვნი ჩეხებს ან გერმანელებს და სხვებმა ხელი არ მახლოთ“. თუ ცოტა შორეულ წარსულს მოვიშველიებთ მაშინ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა უფრო გერმანელებისაა ვიდრე სლავების (ამაზე მე აქ
მეორე მსოფლიო ომი (post #29594451) დავწერე). რათქმაუნდა სწორედ ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი ისეთი რამ რასაც „ტერიტორიული მთლიანობა“ ჰქვია ვიდრე „ერის თვითგამორკვევა“, მაგრამ დასავლეთში ორივეს მეტნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში მიუნჰენის გარიგებას და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს შორის არის ეს არსებითი სხვაობა: ჰიტლერი ითხოვდა იმას რაც
შეიძლება მისად/გერმანელების/გერმანიის მიგვეჩნია, ხოლო სსრკ-ს არავითარი უფლება არ ჰქონდა არაფერზე რაც 1922 წლის (ესაა მისი შექმნის თარიღი) საზღვრებს იქით მდებარეობდა. ზოგადად უნდა ითქვას რომ ბევრ პროსაბჭოურ ადამიანს უყვარს იმაზე ხაზგასმა რომ სტალინი ძველ ცარიზმისდროინდელი იმპერიის აღდგენას აპირებოდაო და აქედან გამომდინარე „ეკუთვნოდა“ თურმე პოლონეთის ის ნაწილი (ახლა უკრაინის და ბელარუსის შემადგენლობაში) რომელიც მან მიიღო, მაგრამ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა როგორი სიხარულით შეხვდა „ინტერნაციონალური ვალის მომხდელ“ (ეს საბჭოთა ჟარგონია) ეს ალბათ თქვენც იცით ამაზე საუბრის გაგრძელება საჭირო არაა.
3. საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით დალადიე და ჩემბერლენი იმიტომ წავიდნენ ჰიტლერთან გარიგებაზე რომ გერმანიის აგრესია აღმოსავლეთისკენ მიემართათ. ეს კაცმა რომ თქვას ყველაზე უფრო მეტად ისმის ხოლმე კრემლისგან და საბჭოთა პროპაგანდა ამაზე ყველაზე დიდ აქცენტს აკეთებდა. დიახ ბატონებო! ნუთუ თქვენ იფიქრეთ რომ დალადიე და ჩემბერლენი მართლა ბავშვებივით მიამიტები იყვნენ და არ ესმოდათ რას აკეთებდნენ? ნურას უკაცრავად! მათი მიზანი სწორედ გერმანია და სსრკ-ის დატაკება იყო! ყველაფერი რასაც ჰიტლერი აკეთებდა და რაშიც ხელს უწყობდნენ ეს ორნი მიმართული იყო სსრკ-ის წინააღმდეგ.........ნუთუ ეს მართლა ასე იყო? აბა დავხედოთ იმდროინდელი ევროპის რუკას:

ბერლინს თუ ავიღებთ ათვლის წერტილად (იქ იჯდა ჰიტლერი ბოლოსდაბოლოს) ავსტრიაც და სუდეტიც სამხრეთია და არა აღმოსავლეთი, ხოლო რაინის დემილიტარიზებული ზონა კი სულაც რომ დასავლეთია.
მაგრამ თვით იმ შემთხვევაშიც კი ავსტრია და სუდეტი გერმანიიდან აღმოსავლეთისკენ რომ ყოფილიყო განლაგებული ჩემბერლენის და დალადიეს მოტივები სავსებით ნათელი (თუმცა სულაც არა სუფთა და მისაღები) იქნებოდა-ვიტყოდით რომ ისინი მოსალოდნელ საფრთხეს თავიდან იცილებდნენ და მას მიმართავდნენ მათთვის საწინააღმდეგო მხარეს. გასაგები ამბავია-შეიძლება არ გსურს ომი, ან ვერ გრძნობ თავს ძლიერად და გინდა რომ საფრთხე თავიდან მოიცილო და დაე სხვა დაიჩაგროს ამით, გასაგებია მაგრამ არცთუ მოსაწონი საქციელია.........
სწორედ ამ მხრიდან სრულიად გაუგებარია მოლოტოვ-რიბენტროპის 1939 წლის პაქტი. საბჭოთა მითოლოგიის თანახმად ეს თურმე იმიტომ გაკეთდა რომ სსრკ-თვის თავიდან აეცილებინა ომი (თან თურმე „ორ“ ფრონტზე) და მისი უსაფრთხოება უზრუნველჰყო. მაგრამ საკმარისია კიდევ ერთხელ დავხედოთ ევროპის რუკას 1939 წლის 23 აგვისტომდე და საწინააღმდეგოში დავრწმუნდებით:
სსრკ და გერმანიას შორის საკმაოდ ვრცელი ბუფერული ზონა იყო პოლონეთის და ბალტიის სამი სახელმწიფოს სახით რაც გამორიცხავდა სსრკ-გერმანიის ომს, მით უმეტეს „მოულოდნელს და ვერაგულს“. პოლონეთი ჯერ თუნდაც მისი საკმაოდ დიდი ზომის გამო იყო დამცავი ფარი იმ შემთხვევაში თუ ჰიტლერი აღმოსავლეთით გალაშქრებას გადაწყვეტდა. მაგრამ აქ ჩვენ კიდევ ერთი გარემოება უნდა მივიღოთ მხედველობაში: წმინდა გეოგრაფიულ-ტოპოგრაფიული მოსაზრებების გამო სწორედ პოლონეთი იყო არა მარტო უმოკლესი გზა ჰიტლერისთვის აღმოსავლეთისკენ არამედ ყველაზე მოსახერხებელიც:
ამის მიზეზი კი უბრალოდ დაბლობია და მთების არარსებობა ბერლინ-მოსკოვის შემაერთებელ ხაზზე. დიდი საჯარისო შენაერთებისათვის, ტანკებისათვის და ა.შ. საუკეთესო პირობებია სამოქმედოდ. სხვათაშორის სწორედ ამ მიზეზის გამო არ იყო საშიში სსრკ-თვის ჩეხოსლოვაკიიდან შემოტევა-ეს ქვეყანა მთიანია იგივე პოლონეთთან შედარებით. ჰიტლერთან გარიგება იმ შემთხვევაში იქნებოდა სსრკ-თვის გასაგები და მისაღები თუკი 1914 წლის სიტუაცია იქნებოდა:
როდესაც რუსეთი და გერმანია ერთმანეთს ესაზღვრებოდნენ და მათ შორის შეიძლებოდა ომი მომხდარიყო რაც გამორიცხული იყო 1939 წელს. კარგად გამოსდით კომუნისტებს აზროვნება-ჰიტლერთან შეთახმება დადეს, დამცავი ბარიერი მოხსნეს თითქოს „უსაფრთხოების მიზნით“ და რვა დღის შემდეგ კი მსოფლიო ომი დაიწყო.....
ამას გარდა როცა ამ ორ მოვლენას ვადარებთ უნდა ავღნიშნოთ ის განსხვავება რაც მათი დამდებების მიმართ იყო დასავლეთში და სსრკ-ში. საბჭოთა ხელმძღვანელობა მაგალითად კატეგორიულად უარყოფდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო მუხლების თვით არსებობასაც კი და როგორც საერთოდ თაღლითებს სჩვევიათ იქით გადადიოდა ბრალდებებზე, ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%BE%....A1.D0.A1.D0.A0უნდა უთქვას აგრეთვე ისიც რომ თუ მიუნხენის 1938 წლის გარიგება ეხებოდა ჩეხოსლოვაკიის გაყოფას (და არა მთელი ჩეხოსლოვაკიის დაპყრობას! ეს მოგვიანებით მოხდა) მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით გაცილებით უფრო მეტი ტერიტორიის მითვისება და გაყოფა მოხდა. აი შეგვიძლია შევადაროთ:

საწყალმა დასავლეთმა კი ვერაფერი მიიღო მიუნჰენისგან

საერთოდ, ინგლისის და საფრანგეთის პოლიტიკა რომ ყოფილიყო ჰიტლერის აგრესიის მიმართვა აღმოსავლეთისკენ ისინი სწორედ რომ პოლონეთის გაყოფა/დაპყრობას დაუჭერდნენ მხარს, ზუსტად ეს იქნებოდა ჰიტლერის აგრესია აღმოსავლეთისკენ მაგრამ მოხდა ისე რომ პოლონეთის გაყოფას მხარი დაუჭირა არა დასავლეთმა რომელიც ამაში თითქოს დაინტერესებული იყო, არამედ იმან ვისაც ეს მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად (საკუთრივ პოლონეთის მერე ცხადია) აწყობდა.
ყველაზე სასაცილო რა არის იცით? ზოგიერთები ამტკიცებენ რომ თურმე 1939 წელს სტალინი ხვდებოდა რომ თურმე წითელი არმია არ იყო გერმანიასთან საომრად მზად და „დროის მოგება“ იყოო საჭირო ამისათვის
(შეიძლება არ დამიჯეროთ მაგრამ ასე დაახლოებით 15 წლის წინ ერთ ქართულ გაზეთში ერთ-ერთ სტატიაში სიტყვასიტყვით ასეთი რამ ეწერა „ფინეთთან გაჭიანურებულმა ომმა სტალინი დარწმუნა რომ წითელი არმია არ იყო მზად გერმანიასთან საომრად და საჭირო იყო დროის მოგება“ და რაც თურმე გერმანიასთან ხელშეკრულების დადებით გამოიხატა 1939 წლის
აგვისტოში როდესაც ფინეთთან ომი არც კი იყო დაწყებული! სამწუხაროდ მე არ მახსოვს ვისი იყო ეს სტატია, ასეთი სისულელის დაწერას ხომ ნიჭი უნდა. სხვათაშორის დაახლოებით ასეთი აზრია გატარებული აქაც
http://statehistory.ru/1037/pakt-Molotova-Ribbentropa/: „Получение времени на подготовку к войне. Сталин понимал, что Красная армия в 1939 году далеко не является совершенной, и советско-финская война это показала. Требовалось время на перевооружение и реорганизацию. И Германия этому помогала“. საუბარია ისევ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე რომელიც ვიმეორებ სსრკ-ფინეთის ომამდე
სამი თვით ადრე დაიდო. ეს ხალხი სტალინს რაღა ჯადოქრულ თვისებებს მიაწერენ წინასწარ რომ იცის ესათუის ომი რა შედეგით დასრულდება
) და ამავდროულად ეს კრემლოიდები 1941 წლის წითელი არმიის კატასტროფას (მხოლოდ ეს სიტყვაა აქ შესაფერისი) აბრალებენ...........გერმანული არმიის საომარ გამოცდილებას 1939-1941 წლებში! შეკრული წრეა: წითელი არმია 1939 წელს არ იყო მზად გერმანიასთან საომრად რომელსაც თითქმის (ესპანეთს ვგულისხმობ ამ „თითქმის“-ში) არავითარი საომარი გამოცდილება არ გააჩნდა? კი ბატონო, იყოს ასე, მაგრამ რა მოხდა 1939-1941 წლებში? სსრკ-სთან დადებულმა ხელშეკრულებამ ხელ-ფეხი გაუხსნა ჰიტლერს და გერმანიამ მიიღო ეს საომარი გამოცდილება და ამის გამო კინაღამ გაიმარჯვა კიდეც.........
This post has been edited by არწივი9 on 27 Feb 2012, 17:59