ზემო ხვითის ბრძოლა.
http://www.mk.ru/social/article/2009/02/03...tse-voynyi.htmlრუსული ვერსია.
Московский Комсомолец № 24974 от 3 февраля 2009 г.
материал: Вадим Речкалов
693-ე მ/მსრ/პოლკის მეთაურ პოდპოლკოვნიკ ა.პ. კაზაჩენკოსა და შენაერთის-( ????) განყოფილების უფროსის მოადგილის აღმზრდელობით დარგში პოდპოლკოვნიკ დ.ა. კუტლემეტევის მოქმედებათა შესახებ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მიმდინარეობისას,დადგინდა სოფ.ზემო ნიქოზთან გამართული ბრძოლის ვითარება
2008 წლის 11 აგვისტოს 11:30. წ,თ. 693-ე მ/მ/პ-ი. 104-ე სადესანტო-საშტურმო პოლკის ბატალიონთან ერთად (მხედველობაში მაქვს ფსკოვის საჰაერო-სადესანტო დივიზიის 104-ე პოლკის შერეული ბატალიონი (сводный) ავტორის შენიშვნა)) მიიღი რა ბრძანება შეტევაზე ცხინვალი-რუისის მიმართულებით და ვარიანთან გასვლის შესახებ.განახორციელა მარში დასახლებულ პუნქტ ტბეთიდან - ხეთაგუროვოზე გავლით. გადაადგილებისას 14;30.წ.თ. კოლონა შევიდა დასახლებულ პუნქტ-ზემო ხვითში, სადაც ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობისას მოხვდა ყუმბარმტყორცნთა, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და ცესხლსასროლი იარაღიდან გახსნილი ცეცხლის ქვეშ. შეტაკებისას განადგურებულ იქნა ტანკი საბორტე ნომრით №321 და ქვეითთა საბრძოლო მანქანა საბორტე ნომრით №355, დაიღუპნენ 693-ე პოლკის 2-ე სატანკო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ლეიტენანტი მ.ვ. მოლჩანი,რიგითი მ.ა. პასკო და რიგითი დ.ვ. ბურდენკო. აგრეთვე 5-ე მ/მსრ/ასეულის რიგითები ა.ვ. მაკეევი და ო.ნ. კუსმარცევი. დაღუპულები ევაკუირებულ იქნენ 12 აგვისტოს. შემდეგ პოლკმა განაგრძო ამოცანის შესრულება და 12 აგვისტოს მიაღწია მითითებულ ზღუდეს სადაც გამაგრდა კიდეც.
თვითმხილველების განმარტებები..
693-ე პოლკის სატანკო ბატალიონის შტაბის უფროსმა მაიორმა ა.ი. ალექსეევმა დაადასტურა,რომ ბრძოლის წინ ტანკში საბორტო ნომრით
№321 ნამდვილად იმყოფებოდა მძღოლი-მექანიკოსი მ.ა. პასკო.მის გარდა ტანკში კიდევ იმყოფებოდნენ სატანკო ოცეულის მეთაური ლეიტენანტი მ.ვ. მოლჩანი და მემიზნე რიგითი დ.ვ. ბურდენკო.(საქმე იმაშია,რომ საჭირო გახდა მათი გვამების ექსპერტიზა რისი საშუალებითაც მოხდა მოლჩანის და ბურდენკოს იდენტიფიცირება და ისინი დაკრძალეს ხოლო პასკოსი ვერ მოხერხდა იმის გამო,რომ მას დედა არ ყავდა-ხოლო მის გარეშე ძალიან გაძნელებულია იდენტიფიცირება.მოკლეთ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე მტკიცება იმისა, რომ ნარჩენები პასკოსია შეუძლებელია.-ასეთი დასკვნა გაკეთდა) 12 აგვისტოს მაიორი ალექსეევი პირადად მონაწილეობდა დაღუპული ტანკისტების გვამების ევაკუაციის პროცესში. რიგითი
პასკოსგან მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების შეგროვება მოხერხდა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
693-ე პოლკის 2-ე მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის მოადგილე აღმზრდელობით დარგში კაპიტანი მალიშენკო „მე გადავაადგილდებოდი კოლონის შუაგულში. ქვეითთა საბრძოლო მანქანით საბორტო ნომრით №356, (БМП №356,) ცენტრალურ ქუჩაზე შეხვევისთანავე მომესმა სროლის ხმა.ახლოს მისვლისას დავინახე ცეცხლწაკიდებული ტანკი.რამოდენიმე წამის შემდეგ ტანკში არსებული საბრძოლო მასალა აფეთქდა და მოწყვეტილი კოშკურა გვერდზე ორიოდ მეტრში დაეცა. კოლონა შეჩერებულ იქნა და დაიწყო სოფლის განაპირად გასვლა სადაც 200-300 მეტრში ცეცხლმოკიდებული ტანკიდან გამაგრდა კიდეც. საღამოსკენ ბატალიონმა სოფელს ალყა შემოარტყა.დილის 6 საათზე 5-ე ასეულის მეთაური უფროსი -ლეიტენანტი ოდინცოვი მივიდა განადგურებულ ტანკთან და შეაგროვა დაღუპულთა ნარჩენები.12 აგვისტოს დილის 9-საათზე კოლონა დაიძრა ქ.გორისკენ.სადაც იგი იმყოფებოდა 20 აგვისტომდე.“
.---------------------------------------------------------------------------------------
5-ე ასეულის ოცეულის მეთაური ლეიტენანტი კ.ვ. კლიმენკო „მე ვანხორციელებდი მარშს კოლონის შემადგენლობაში ქვეითთა საბრძოლო მანქანა რითიც მე გადავაადგილდებოდი მოხვდა ცეცხლის ქვეშ და განადგურდა.ეკიპაჟი ჩამოქვეითდა და დაიქყო სოფლიდან გასვლა.გასვლისას დავინახე, რომ იმავე ჩასაფრებაში მოხდა №321ტანკის განადგურება,ასევე ისმოდა ტანკში არსებული საბრძოლო მასალების აფეთქებების ხმა.უკან დახევისას გზად შევხვდით ასევე განადგურებული №350 ქვეითთა საბრძოლო მანქანის ეკიპაჟიდან ხუთ კაცს.სოფლიდან გასვლისას ჩვენი ჯგუფი ასეულის მეთაურის ხელმძღვანელობით გამაგრდა იქ სადაც იმყოფებოდა ჩვენი თვითმავალი-საგაუბიცო ასეული. (მცირედი გადახვევით
http://rutube.ru/tracks/4487882.html აქ საუბარია ბატალიონ ვოსტოკის-მოქმედებებზე.ფსკოვის მედესანტეებზე. ამავდროულად ჟურნალისტი კომენტარს აკეთებს სავარაუდოდ სწორედ ამ ზემოხსენებული 152მმ თვითმავალი საარტილერიო ბატარეის შესახებ-სადაც იგი ამბობს,რომ ასევე ქართველების ცეცხლის ქვეშ მოყვნენ და რის შედეგადაც ერთი დანადგარის გათვლა განადგურდა კიდეც.კადრის დრო-05;29წ.თ. და ქვემოთ კი შენიშვნის სახით შავით თეთრზე წერია რომ.................
- ამ ბრძოლაში რუსული არმისს დანაკარგმა შეადგინა 9 მოკლული,6 დაჭრილი და 2 დაჭრილი იამადაეველების (ბატალიონი ვოსტოკი). დაიწვა 1 ტანკი Т-72Б, 2 ქვეითთასაბრძოლო მანქანა და 1 "Урал"-ი.
- დამწვარი მანქანები ეკუთვნის ქათული არმიის 2-ე ბრიგადის საშტაბო ასეულს.კოლონა მთლიანად განადგურდა და დაკარგა 15 დაიღუპა და 21 დაიჭრა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5-ე მოტო/მსრ/ასეულის მეთაური უფროსი ლეიტენანტი ოდენცოვი
„ჩემი ქვეითთა საბრძოლო მანქანა გაანადგურეს და მე ეკიპაჟთან და დესანტთან ერთად ქვეითად ვიწყეთ სვლა,სოფლის სიღრმეში.ჩემს უკან მოძრაოდა ტანკი საბორტო ნომრით №321, რომელიც ასევე განადგურდა.გზაჯვარედინთან მე აღმოვაჩინე ჩემი ასეულის სხვა ასევე აფეთქებული ქვეითთა საბრძოლო მანქანის ეკიპაჟი და დესანტი,რადგან კოლონა გაიწელა,მე მივიღე სოფლიდან გასვლის გადაწყვეტილება.
12 აგვისტოს დილით მე 1-ლ ოცეულთან ერთად დავბრუნდი განადგურებულ ტანკთან,სადაც შევაგროვე დაღუპული ტანკისტების დარჩენილი ფრაგმენტები,ასევე რიგითი ო.ნ კუსმარცევის და ა.ვ მაკეევის გვამები.
სამხედრო ნაწილი 20634 მეთაურის მოადგილე სღმზრდელობით დარგში პოლკოვნიკი ო.მოსეევი.
ამ დოკუმენტებიდან ჩანს,რომ ეს ბრძოლა (შეტაკება) კი არაა არამედ ჩასაფრებიდან გასვლაა (უკანდახევა). დაუჯერებელია,რომ ოფიცრები არ ელოდნენ თავდასხმას ქართულ სოფელში,მაგრამ მათ გადაწყვიტეს გზის გაგრძელება იქნებ და გაამართლოსო (Но решили проскочить на авось).ეჩქარებოდათ, ვის მიერ გაცემული ბრძანება აიძულებდა მათ ჩქარა წინ სვლას???
Заместитель командира войсковой части 20634 по воспитательной работе полковник О.Мосеев”.
Из документа видно: это не бой, а отступление от засады. Вряд ли офицеры в колонне были столь беспечны, что не ожидали нападения в грузинском селе. Но решили проскочить на авось. Торопились. Чей же приказ гнал их вперед?