გაეცანით
giogeosgogo-ს სტატიას
http://news.ge/ge/news/story/6404-saakashv...amocdas-daeswro პირველი ქართული საარტილერიო დანადგარი
დღეს ვაზიანში რეაქტიული საარტილერიო დანადგარის გამოცდას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. პრეზიდენტის განცხადებით ქვეყნისთვის საკუთარი სამხედრო ტექნიკის წარმოება არამხოლოდ უსაფრთხოების კუთხით, არამედ ეკონომიკურადაც მომგებიანია, რადგანაც ადგილობრივი წარმოება ქვეყანას 4-ჯერ უფრო იაფი უჯდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით ქართველი ინჟინრების მიერ გაცილებით მაღალი ხარისხის მოდელების დამზადება მოხდება, ვიდრე უცხოეთში ნაყიდი სამხედრო ტექნიკაა. სააკაშვილის თქმით უახლოეს პერიოდში საქართველოშივე დაიწყება საარტილერიო სისტემის რაკეტების და ჭურვების დამზადება. პრეზიდენტი დღესვე საარტილერიო სისტემის მიერ მიზნის განადგურების პროცესს დააკვირდა.
122 მილიმეტრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა შეჯავშნული კაბინით გამოირჩევა. მისი ეკიპაჟის გათვლა ხუთი ჯარისკაცითაა დაკომპლექტებული. დემონსტრირებული ვერსია გათვლილია „გრადის“ ტიპის რეაქტიული ჭურვების გამოყენებაზე.
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, საკომანდო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.
საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს.
მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთკაციან გათვლის დაცვას, ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან უზრუნველყოფს.
მიმმართველების რაოდენობა - 40-დან 80 ერთეულამდე, რეაქტიული ჭურვის კალიბრი - 122 მმ, მიმმართველებიანი პაკეტის ამაღლების კუთხე - მინიმალური - 0 გრადუსი, მაქსიმალური - 60 გრადუსი, ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - შასიდან მარჯვნივ - 80 გრადუსი, შასიდან მარცხნივ - 120 გრადუსი. სრული ზალპის ხანგრძლივობა 20 წმ. სროლის სიშორე რაკეტის ტიპიდან გამომდინარე - მინიმალური - 1000 მ, მაქსიმალური - 40 000 მ. მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ. სვლის მარაგი-500 კმ. გათვლა -5 კაცი.
ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა
ომის დროს სანამ ღმერთს თხოვ დახმარებას გახსოვდეს, შენ მჭიდში მინიმუმ 30 "ღმერთი" დევს!