მიხეილ სააკაშვილი - აშშ საქართველოს ტერიტორიის დაცვაში დაეხმარება
18:01 20-02-2012
"აშშ საქართველოს ტერიტორიის დაცვაში დაეხმარება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, აშშ საქართველოს დაეხმარება არა მხოლოდ ოპერაციების წარმართვაში და ანტიტერორისტულ საქმიანობაში, როგორც ეს ადრე იყო, არამედ დახმარებას გაუწევს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაში.
"ეს არის სრულიად ახალი დონე ჩვენი შეიარაღებული ძელების მომზადების. რუსებმა პრაქტიკულად აკრძალეს ქართველი ოფიცრების გაწვევა შეიარაღებულ ძალებში. თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ სასწავლებელს. საბჭოთა კავშირის დროს ქართველ ოფიცრებს აღარ იღებდნენ შეიარაღებულ ძალებში. სპეციალურად უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოეკლათ ქართული სამხედრო პოტენციალი, რადგან არ ენდობოდნენ ქართველებს, იცოდნენ, რომ ქართველებში ვერ ჩაკლავდნენ მებრძოლ სულს, რომ ქართველებს აუცილებლად, ადრე თუ გვიან მოუნდებოდათ დამოუკიდებლობა, აუცილებლად, ადრე თუ გვიან დასჭირდებოდათ თავისი არმია და შეეცდებოდნენ შეექმნათ დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალები. ამიტომ, ახლა ამ ტრადიციის აღდგენა არის ყველაზე ისტორიული საკითხი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი სამხედროები ავღანეთში საერთაშორისო დაცვის გარანტიაა. "ეს არის ჩვენთვის მომავალი დღის არსებობის გარანტიები. ჩვენ აქ ვიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...aekhmareba.html-----------------------------------
ყველა ამ სიახლეს დამატებული,კიდევ ერთი კარგი ახალი ამბავი
პრეზიდენტ,ა განაცხადა,ქართველი სამხედროების მასიური გაგზავნა დაიწყება ამერიკის წამყვან სამხედრო სასწავლებლებშიო
ასევე მან თქვა ის 4 სამხედრო,რომლებიც მოინახულა მან და სწავლობენ ამერიკის საზღვაო ძალების სასწავლებელშიო,იმიტომ სწავლობენო იქ,რომ იმსახურონ საქართველოს საზღვაო ქვეით დანაყოფებშიო
რას ნიშნავს ეს?
ხომ არ ვაპირებთ (აშშ-ს საძღვაო ქვეითი დანაყოფის) მაგვარი შენაერთის შემნას?
This post has been edited by tskipa on 20 Feb 2012, 19:10