პრეზიდენტის ინფორმაციით, პირველი საბრძოლო მანქანა "ლაზიკას" პრეზენტაცია იგეგმება
18:09 20-02-2012
"მიმდინარე კვირას პირველი საბრძოლო მანქანა "ლაზიკას" პრეზენტაცია შედგება", - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში , ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული შეიარაღებული ძალები ვითარდება, იქმნება ქართული საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშები, რაც საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. პრეზიდენტის განცხადებით, გაზაფხულის ბოლოს საქართველოს 100 ათასზე მეტი გაწვრთნილი რეზერვისტი ეყოლება.
"ჩვენ გამოვუშვით ჯავშანტრანსპორტიორები "დიდგორი", ვუშვებთ ავტომატებს, სხვა ტექნიკას. პრაქტიკულად, ნულიდან, ძალიან მოკლე დროში ავაწყეთ ეს წარმოება, რათა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დავეხმაროთ ადგილობრივი რესურსებით. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას, რადგან ჩვენი მტრის ყველანაირი მცდელობა საქართველოს იზოლაციის, მათ შორის ამ სფეროში, თავიდან ბოლომდე ჩაფლავდა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...a-igegmeba.htmlკარგით შეიარაღება გასაგებია და ძალიან მაგარი ინფორმაციაა
100 ათასზე მეტ რეზერვისტზე რას იტყვით?
თან მიშამ ომამდელი შეცდომები გავითვალისწინეთო
ყოველმა რეზერვისტმა დეტალურად იცის თუ სად უნდა იბრძოლოს და რა კონკრეტული მონაკვეთი უნდა დაიცვასო
This post has been edited by tskipa on 20 Feb 2012, 19:28