ბაჩო ახალაია: რეზერვისტთა რაოდენობა 100 ათასამდე გაიზრდება
ქართული რეზერვი ძლიერდება
17:42 20.03.2012
[თეონა მანაგაძე]
“ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციას – სამეგრელოში, უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია კატეგორიულად უარყოფს და ოპოზიციონერს მოუწოდებს - ბოდვასა და სისულელეს თავი დაანებოს.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მისმა უწყებამ, რეზერვის მომზადების კუთხით, აქტიური მუშაობა ნახევარ წელიწადზე მეტია რაც დაიწყო და რეზერვში გაწევრიანება ნებაყოფლობითია.
მინისტრის განმარტებით, რეზერვში მყოფ ადამიანებს, ელემენტარულ სამხედრო ჩვევებს ასწავლიან და კორდინაციას უწევენ.
ახალაიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს, რეზერვი ყველა რეგიონში ეყოლება და ამ ეტაპზე, რეზერვში 40 ათასი მოხალისე ირიცხება, თუმცა, რეზერვისტთა რაოდენობის - 100 ათასამდე გაზრდა მოხდება.
“უკვე რამდენიმე თვეა, რაც რეზერვს ვამზადებთ. სარეზერვო სამსახურში გაწევრიანება, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, იმისდა მიუხედავად, ის კანონის მიერ დადგენილი წესით, ვალდებულია თუ არა რეზერვში მონაწილეობა მიიღოს. ასეთ საქმიანობაში მონაწილეობა, ყველა მსურველს შეუძლია და ყველასთვის კარები ღიაა, თუმცა, ძირითად აქცენტს იმ ხალხზე ვაკეთებთ, ვინც რეზერვში წასვლაზე, სურვილს, თავად პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე, გამოთქვამს”, - განმარტავს მინისტრი.
მინისტრის მტკიცებით, რეზერვის მონაწილეებს არც ხელფასი მიეცემათ და არც სხვა მატერიალური ანაზღაურება.
“ყველაფერი ინდივიდვალურ ნებაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი სამუშაოები შესრულებულია. ამ ხალხის გადამზადებას, ყოველ წელს შევძლებთ”, - აცხადებს მინისტრი.
რაც შეეხება იმ საკითხს, ამ ეტაპზე, რეზერვისტთა მზადება თუ რატომ მიმდინარეობს სამეგრელოში, მინისტრი განმარტავს, რომ ვინაიდან, სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრები კონფლიქტისპირა რეგიონს წარმოადგენს, წვრთნების დაწყება სამეგრელოში – ამიტომ გადაწყდა.
“რეზერვის მომზადება როდის უნდა დაგვეწყო? - 2006 წელს, ვერ დავიწყებდით და 2008 წელმა კი, ამ მიმართულებით, ბიძგი მოგვცა. სრულფასოვანი ანალიზის გაკეთებას დიდი დრო მოვანდომეთ და ის პრობლემატიკა შევისწავლეთ, რომელიც 2008 წელს ვნახეთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით, კვლევები ჩავატარეთ და რეზერვის ეს მეთოდიც, კვლევის მიხედვით შევარჩიეთ. უბრალოდ, სურვილს გამოვხატავ იმისას, რომ ამხელა ხალხმა ბოდვას თავი დაანებოს და სისულელეებს შეეშვან, მაგრამ ბოდიალს ვერავის დავუშლი”, - განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის რეზერვის ფუნქცია, მინისტრის განმარტებით, საომარ მოქმედებებსა და სტიქიურ უბედურებებში მონაწილეობა იქნება.
http://www.presa.ge/new/?m=military&AID=14431ნმოკლედ საბოლოოდ გადაწყდა,იქნება 2 ტიპის რეზერვი
1.სავალდებულო----მასში იქნება მხოლოდ ჯარ გამოვლილი ხალხი და ომის დროს იქნება ერთგვარი დანამატი შეიარაღებული ძალების,ის დაექვემდებარება შეიარაღებულ ძალებს(მათი რაოდენობა ჩემი აზრით იქნება 15-20 ათასი)
2.ნებაყოფლობითი რეზერვი----მასში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება ყველას,დაექვემდებარება ეროვნულ გვარდიას და მათი რიცხვი იქნება 100 ათასი
ასევე მათი მომზადება არა 5 დღე იქნება არამედ რამდენიმე კვირა
ანუ ჯარი(37 ათასი)+ნებაყოფლობითი რეზერვი(100 ათასი)+სავალდებულო რეზერვი(15 ათასი)
სულ იქნება დაახლოებით 150 ათასი სამხედრო ომის შემთხვევაში
პ.ს ასევე საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია
თავდაცვის სამინისტროში ხელფასები იზრდება This post has been edited by DIDGORI-GEO on 20 Mar 2012, 20:39