სრულყოფილი სამხედრო ტექნიკა ჯერ არავის არ შეუქმნია
ჩვენი კიდევ იმას რამოდენიმე თავით ჯობია რაც აქამდე გვქონდა

აი ესაა მარტივი ახსნა
მაგალითად ლაზიკას უკეთესი ჯავშანი აქვს, უფრო კომფორტულია ეკიპაჟისთვის, მაღალი გამავლობით გამოირჩევა ჩვენ რელიეფში, აქვს თანამედროვე ცეცხლის მართვის სიტემა და ა.შ.
დასკვნა: ლაზიკა ბმპ-1/2-ს ჯობია

(არ ვამბობ მოდერნიზირებულ და გადამოდერნიზირებულ ბმპ-ზე. ვამბობ "შიშველი" ლაზიკა "შიშველი" ბმპ-ს წინააღმდეგ)
ასევე ჩვენი ახალი "მაღვიძარა" უფრო მძლავრ შასიზეა, მთელი ეკიპაჟი გადაყავს ერთ დანადგარს, შეჯავშნულია რაც მსუბუქი ცეცხლის ან კონტრბატარეული შრაპნელის შემთხვევაში ეკიპაჟს გადარჩენის მცირეოდენ შანსს მაინც აძლევს, შევიძინეთ ახალი რაკეტები რომელსაც უკვე 40 კმ-ზე ვისვრით და ამ ნაბიჯით, ამ კალიბრის არტილერიას სერიოზულად დაუგრძელდა ხელი (ეხლა შენ იმას მეტყვი რო მაგ რაკეტებს რუსული გრადიც და ჩეხური რმ-70-იც გაისვრისო, მაგრამ ფაქტია რო დავითრიეთ და პრეზიდენტს თუ დავუჯერებთ მალე ჩვენ თვითონ დავიწყებთ მაგეების დამზადებას, რაც საბოლოო ჯამში კარგია) + ჩვენი "მაღვიძარას" შასი იმხელაა რო იძლევა საშუალებას რომ უფრო მსხვილი კალიბრი განთავსდეს ზედ (ურაგანის გამშვები).
და დიდგორს და ტოიოტა ჰაილუქსს ნამდვილად არ შევადარებ მგონი შენ თვითონვე იცი სამხედრო თვალსაზრისით რომელი ჯობია.
ხალხო! ძმებო! ფორუმელებო!
ამოვიდეთ იქიდან თუ რა
გვყავდა და
რითი ჩავანაცვლეთ. მესმის რომ ინტერნეტი ყველას გვაქვს და ისიც მესმის რომ თუნდაც ბაე სისტემსი და ელბიტი გაცილებით უფრო მაგარ რამეებს აკეთებენ, მაგრამ ისინიც ნელ ნელა განვითარდნენ. იმათი ყოველი ახალი მოდელი წინაზე უკეთესია.
ამერიკელები აბრამს მ1ა3 იმიტომ კი არ აპროექტებენ რომ რამე რევოლუციურად ახალი შემქნან სატანკო ინდუსტრიაში....არა....მაგას იმიტომ აკეთებენ რომ აბრამს მ1ა2-მა (ანუ მე

) ნელ ნელა მოჭამა უკვე თავისი დრო და მისი გაუმჯობესებაა საჭირო.
მოდი ასე შევხედოთ ჩვენც ჩვენ ახალ ქმნილებებს.
ბუძელნიკმა ჩაანაცვლა ძველი გრადები
ლაზიკამ ჩაანაცვლა ძველი ბმპ-1-ები
დიდგორმა ჩაანაცვლა საერთოდ სამოქალაქო ტექნიკა
ასე მივუდგეთ რა გთხოვთ და მიხვდებით პატივცემულო სამხედრო კრიტიკოსებო რომ ის შენიშვნები რაც ჩვენი ტექნიკისადმი გვაქვს - ცოტა არ იყოს გადამეტებულია