#30133764 · 10 Mar 2012, 18:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
xanga
QUOTE | ხუმრობ? რატომღაც მგონია რომ სულ ცოტა 4 ჯერ უფრო ძვირი ეღირება... |
ტანკის ქვემეხი არ ღირს მაგდენი... შენ მთლიან მოდულზე ბაზრობ მგონი და მე მარტო ქვემეხზე, მის მექანიკურ ნაწილსა და მისი ცეცხლის მართვის სისტემის იმ ნაწილზე გეუბნები რომელიც პასუხს აგებს ჭურვში გასროლის წინ ამფეთქის ტაიმერზე დაყენებაზე... ჭურვების მარაგი, ავტომატური დამტენი და ეგეთები ჩვენ არ გვჭირდება ვინაიდან გემის დიდი მოცულობის "კაზიონი" ნაწილი სხვაა და ქსმ-ის შეზღუდული შიდა სივრცე სხვა...
QUOTE | ბოფორსის ეგ ახალი 57მმ მოდული შეიძლება ღირდეს მაგდენი ... |
მე მოდულზე კი არა ქვემეხზე ვლაპარაკობ... ჩვენ ქსმ-ზე არც ც60 გამოგვადგება არსებული სახით და არც ბოფორსის საზღვაო ვარიანტი... ყველა ვარიანტში ახალი ადაპტირებული ვარიანტი იქნება დასაკონსტრუირებელი და შესაქმნელი... სხვა საქმეა რო ჭურვების დაპროექტება შექმნა წარმოებაზე, ქვემეხის ცეცხლის მართვის სისტემის და ამფეთქის დამპროგრამებელის გადაკეთება ადაპტირებაზე დროს არ დავხარჯავთ...
QUOTE | ეგეთი 3P ჭურვების გამოყენების ოფციით არის ის ძველი მოდელები? მანდ ხომ ქვემეხის გარდა პროგრამატორია, ბალისტიკური გამომთვლელით თავისი სოფთიდა ჰარდით ... ეს ყველაფერი თუ იმაზეც დასაყენებელი გახდა არ ჯობია იაფიან ც-60-ზე ვიჩალიჩოთ? |
ც60 იაფიანი კი არა ნახმარია... აბა ახალი იყო თუ იქნება მასე იაფი... და მაინც ახალი თუ იწარმოება სადმე და მისი ადაპტირება შეიძლება შვედურ 3P ჭურვებზე კიბატონო... მარა ისე აზრს ვერ ვხედავ... ისე იგივე აიღო და ბე-ემ-ვე-ს ჟიგულის დისკები და პაკრიშკები დაუყენო - ფულის ეკონომიის მიზნით...
QUOTE | 76მმ OTOMATIC კარგია მაგრამ იტალიურია... |
ამიტომ ვთქვი ეგეთითქო და არა ეგთქო... მაგის ფესვებიც გემის დანადგარიდან მოდის... * * * STALKER-GG,
QUOTE | მასე არც ტანკია ეფექტური, იმიტო რო პროგრამირებადი ამფეთქები არ გვაქ ტ-72 ებზე. |
ახლომახლო რაიმე წინაღობას უნდა ესროლო ფუგასი... იდეალური გადაწყვეტილება არაა მაგრამ...
QUOTE | სანგარში მჯდომებს ბმპ დან არავინ ესვრის, სანგარში თუ ზიან არტილერიით უნდა დააყარო შრაპნელები. ამ ს-60 დან ცოცხალ ძალას უნდა ესროლო გადაადგილების დროს. მუდმივად სანგარში ვერ იჯდებიან |
მაშინ 40მმ აგლ-40 ჯობია...
QUOTE | ზედმეტი ხარჯია ტ-72 ის სროლა შედარებით წვრილმან და მსავალრიცხოვან სამიზნეებზე. |
რატო? დათვლილი გაქვს ფასები? ყველა ფაქტორის გათვალისწინებით?
QUOTE | რითი და ძლიერი ჭურვები აქვს და იაფია ექსპლუატაცია. თან ვირი და მუშა ქვემეხია. |
არადამაკმაყოფილებელი პასუხია... ძლიერი რას ნიშნავს? ეფექტურობაა მთავარი და არა სიძლიერე... ეფექტურობას კი ხშირად სიძლიერე კი არა სხვა ფაქტორები განსაზღვრავს...სიტყვაზე იგივე დისტანციური ამფეთქი...
QUOTE | საბჭოთა დროს გამოშვებული და შენახული. |
QUOTE | ახლებიც ბევრი იქნება, წარმოუდგენელია რო არ იყოს. ეგ იმ ტიპის იარაღია რომელსაც საწყობში უფრო მეტს ინახავენ ხოლმე ვიდრე მზადყოფნაზე ყავთ. თან ჩვენ მარტო ლულები გვინდა |
აჰა... ანუ მარტო ლულები გვინდაო... ანუ ახალი ქვემეხი უნდა შექმნა ხო?
ახალი მექანიზმით და ახალი ცეცხლის მართვის სისტემით... და რატო გგონია რო ახალი ც60-ის ლულა მარტო ლულა ბოფორსისაზე იმდენად ძვირი ეღირება რო არ ღირდეს ახალი და უკეთესის, მეტი რესუსრსის მქონეს შეძენა?
QUOTE | რაც არის ის ექნება სერიულსაც. თან ძრავა არ არის ბმპ სი. |
ნუ ეს ისეა დაწერილი გეგონება ექსკლუზიურ ინფოს ფლობ რა უყენია... მე არ ვფლობ... ჯერ... ამიტომ კამათს არ დაგიწყებ.. spec
QUOTE | 098 ამ შემთხვევაში უბრალოდ ფაგოტით ბმპ-3+ERA-ს გახვრეტა მაინტერესებდა. თორემ ლაზიკაზე თუ პტური დავაყენეთ იმედია ფაგოტზე ძლიერი იქნება. |
ფაგოტზე ძლიერი თუ იქნა უფრო ძვირიც იქნება და მართლა აზრი არა აქვს მაშინ, მითუმეტეს რო ფაგოტზე ძლიერი არც გვჭირდება... ფრონტალური პროექციიდან ტანკზე სასროლად არცერთი პტური ლაზიკაზე დაყენებული მაინც არ გამოდგება და გვერდიდან უჩუმრად სროლისთვის ჯობია ისევ მაქსიმალურად იაფი დაუყენო...
QUOTE | 60 გრადუსი აქვს არა მაქსიმალური ამაღლების კუთხე? რამდენად ზუსტია მერე ეგ. |
კი... ნუ ზუსტია იმდენად რამდენადაც ეს საშუალო სტატისტიკურ ნაღმტყორცნს მოეთხოვება...
This post has been edited by 098 on 10 Mar 2012, 18:48
|