ბიჭებო დიდი ხანია თემას გაცდით და ჯობს ამ თემაზე სასაუბროდ აქ გადაინაცვლოთ -
http://goo.gl/WT5kAრახან დიდი ხანია ამაზე ლაპარაკობთ, ციტირებას ვერ ვახერხებ მაგრამ არ შემიძლია უპასუხოდ დაგტოვოთ. როცა საუბროთ აქ საჭირო ხალხის არ ქონაზე – ეს არის აფსურდი.
ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ საავიაციოში საკაიფოდ მუშაობენ ჩვენები, აწყობენ რის შეკვეთასაც მისცემენ. შეკვეთის შემთხვევაში სუ–25ს აგიწყობენ 5 ზე.
დელტამ ლაზიკა და დიდგორის გამოშვებით თავისი თქვა, რომ ავტომობილებშიც ნორმალურად ერკვევიან და ბაზის გაკეთების შემთხვევაში შეიძლება მოიძებნოს საჭირო ხალხი.
მესმის რომ საქართველოში ამ ხალხის დეფიციტია, მაგრამ გადაჭრის გზები არის უამრავი.
1) შესაძლებელია ტექნიკური კურსების გასავლელად სახელმწიფომ მოიძიოს აბიტურიენტები, დააფინანსოს და გაუშვას იქ სადაც ამ ყველაფერს კარგად აითვისებენ
2) სანამ პირველს გააკეთებენ შესაძლებელია დაიწყოს (თუ უკვე დაწყებული არაა ან საერთოდ დამთავრებულიც) სხვა და სხვა ტექნიკური უნივერსიტეტის გაკეთება და იმ ტექნიკურ უნივერსიტეტებში თუ კოლეჯებში რომელიც დღეს უკვე გვაქვს, შეიტანოს თეორიული სწავლებები თანამედროვე ტექნიკების, შემდეგ პრაქტიკის გასავლელად გააგზავნონ სხვა და სხვა ფირმებში, მიღებული პრაქტიკა მოახმარონ ქვეყანას.
3) მე პირადად 4 წელი ცხოვრობდი ფინეთში, ახალი წლისთვის ჩამოვედი. ნოკიას ფირმაში ერთ ერთ სერიოზულ პროგრამისტებად ესპოში მუშაობს რამდენიმე ქართველი სპეციალისტი, წარმომიდგენია რამდენია ასეთები სხვა და სხვა ქვეყნებში.. ეს ხალხი უნდა დაბრუნდეს თავის სამშობლოში!
საამისოდ უნდა შეუქმნას სახელმწიფომ პირობები და ეჭვი არ მეპარება რომ კარგ ხელფასს მიცემს თუ გადაწყვეტილი აქვს საკუთარი წარმოების განვითარება.. თუნდაც ჩვენი ფორუმელი VELTBGA ავიღოთ რომელიც მძიმე მანქანებზე მუშაობს ჩეხეთში და საკმაო გამოცდილება აქვს.. ზუსტად არ მახსოვს მარა I-K-A როა ისიც მგონი მანქანებშია სადღაც გერმანიაში... ტრაქტორებზე ჯდომაზე საუბრობდა ადრე და..
4) რა აუცილებელია ბაზის შექმნის შემთხვევაში მხოლოდ ქართველებით შეავსო ქარხანა-წარმოება და სამეცნიერო კვლევითი ცენტრები? სავსებით შესაძლებელია დღეს საქართველოში მომუშავე ქართველებს დაამატო საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ქართველები და მოიძიო ასევე უცხოელი სპეციალისტები, საამისოდ საჭირო ხელფასებით (ქართველები თუ მუშაობენ სხვა ქვეყნებში და შეიძლება უცხოელების მუშაობა, საქართველოში რატომ არ შეიძლება ნეტა?). რა იყო დაგინებული გვაქვს რო 100% შტატის ქართველები უნდა იყვნენ?
5) ამათ დაამატებ ქართველ პრაქტიკანტებს, რომლებმაც დაამთავრეს ან დაამთავრებენ საქართველოში(თუ არის ან იქნება მომავალში) ან უცხოეთში ტექნიკურ საგნებს...
ეს დედა ნაქაჩი ნიჭი არ გვაქვს თუ რა?
რუსების საამაყო ტოპოლი ნადირაძემ გააკეთა
რუსების პირველი ჯავშანტრანსპორტიორი ნაკაშიძემ
ალბათ ნახევარმა არც არაფერი იცის ამერიკის ქიმიური მრეწველობის ქართველ მეფე - გრიგოლ (გიგა) კობახიძე იგივე ჯორჯ კობზე, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ამერიკის მშენებლობაში, კერძოდ:
ამერიკა რომ ცათამბჯენების ქვეყანაა, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცათამბჯენების ასაშენებლად საჭირო უმთავრესი მასალის -ე.წ. ზემდგრადი მინა-ბლოკისა და წყალგამძლე ცემენტის გამომგონებელი ქართველი იყო, რომელსაც ოკეანის გაღმა ჯორჯ კობის სახელით იცნობდნენ.
გასული საუკუნის 20-იან წლებში ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ (გიგა) კობახიძე ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა ათეულში ზედიზედ რამდენჯერმეც კი მოხვდა, რაც იმხანად დიდი სენსაცია იყო.
დანარჩენი ამ კაცზე აქ წაიკიხეთ
http://goo.gl/DTnKQბევრმა ისიც არ იცის რომ საბჭოთა ჯარების ოკუპაციის მერე 1921 წელს გაძევებულმა პრინცმა მაჩაბელმა, რომელიც იყო ქიმიკოსი და საქართველოს ელჩი იტალიაში, შექმნა
1926 წელს (თითქმის საუკუნის წინ) ისეთი ორი დუხი რომელიც დღესაც კი გაყიდვაშია ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში.
ვიღაცას თუ გონია წარსულს მივტირი და მინდა ვთქვა რომ მაშინ ბაზა იყო და რატომაც არ შექმნიდნენო იმის გასაგონად.
აგერ ტექნიკური უნივერსიტეტის
სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტები –
http://www.gtu.edu.ge/nsssui/ge/4.htmlგანსაკუთრებით ჩვენ (მილიტარისტებს) გამოგვადგებოდა პროქტი ნომერი 3 (პონტონის ხიდი) და 5 (გასაშლელი ერთმალიანი, მრავალჯერადი გამოყენების ხიდი, სიგრძე =48მ.)
იმაზე აღარ ვლაპარაკობ რომ სკოლის მოსწავლეები უკვე ფეხსაცმელებს უშვებენ რომელიც მობილურს ტენის სიარულის დროს და სადღაც სამეგრელოში ვიღაცამ უბრალო გლეხმა წყლის გამაცხელებლები გამოიგონა დღის შუქზე თუ რაღაც მსგავსი, გურიაში ვიცი ვიღაც ასევე უბრალო გლეხმა დაამზადა რაღაც დანადგარი სადაც ნაკელს ყრის და მერე ამ ნაკელის აორთქლების შედეგად იღებს ბუნებრივ აირს რასაც მერე სახლში მოიხმარს.
თუ იმაზე ვიფიქრებთ რომ დღეს ბაზა არ გვაქვს და ამიტომ ხელის მოკიდება არ ღირს ამ საქმეზე, არც არასდროს გვექნება რამე საკუთარი. იმიტომ რომ ხელი თუ არ მოკიდე ბაზა მისით არ დაგეცემა სახეზე
– ძალა ერთობაშია.
– გამარჯვებული ხარ მაშინ, როდესაც მოკლულ მტერს გადააბიჯებ.
– ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს