http://netgazeti.ge/GE/98/opinion/8965/ი...
რა სახის რეზერვზეა საუბარი კონცეფციაში?
აღნიშნული კონცეფციით, რომელიც არის ზოგადი ჩარჩო და პოლიტიკური ხედვა, რეზერვი პირობითად ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი არის სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომლის ძირითადი ფუნქცია ჯარის დახმარება და საჭიროების შემთხვევაში, ჯარის შევსებაა. ანუ ეს არის ხალხი, რომელსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ (გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ის ხალხი, რომელსაც გააჩნია სამხედრო უნარ–ჩვევები, რაც უნდა ჰქონდეს სამხედრო მოსამსახურეს). ეს იქნება სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომლის მართვის სისტემაც პირდაპირ მიბმულია სახმელეთო ჯარებზე.
ამასთანავე, თვითონ სახმელეთო ჯარების რეზერვიც არის როგორც სავალდებულო, ასევე - ნებაყოფლობითი. ანუ აქ რა იგულისხმება: იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა პირის გაწვევა სავალდებულო რეზერვში, იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რომელიც არის განსაზღვრული სავალდებულო სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (ასაკი იქნება ეს, თუ ფიზიკური შესაძლებლობა), მაშინ მას შეუძლია პირადად, საკუთარი სურვილით მიმართოს თავდაცვის სამინისტროს და ჩაირიცხოს სახმელეთო ჯარების ნებაყოფლობით რეზერვში, თუკი დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც აქვს სახმელეთო ჯარების რეზერვს.
მეორე სახის რეზერვი, რომელიც არის ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი, აბსოლუტურად ნებაყოფლობითია. მათი მომზადება კი არსებული კანონმდებლობით არის წლის განმავლობაში 45 დღემდე. ასე რომ, ის ხუთდღიანი იქნება თუ რამდენდღიანი, ამას უკვე თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს და მისი პრეროგატივაა.
ნებაყოფლობითი რეზერვის მონაწილეებისთვის ხელფასის გადახდა არ მოხდება, უბრალოდ მათზე, რეზერვში ყოფნის პერიოდში, გავრცელდება ის სოციალური შეღავათები, რაც გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის, თუმცა კონცეფციაში ამ საკითხებზე საუბარი არ არის, ეს დეტალები შემდგომ დოკუმენტებში იქნება გაწერილი.
კონცეფცია მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრავს ჩარჩოს იმისას, თუ როგორ ხედავს ქვეყანა მისი რეზერვის მოწყობას. ანუ ეს არის ორი ძირითადი კომპონენტი. პირველი კომპონენტია - სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომელიც არის სავალდებულო და მათ შორის ნებაყოფლობითიც შეიძლება იყოს და მეორე - ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი, რომელიც არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი.
This post has been edited by Z SAZANO on 30 Mar 2012, 12:43