#30938783 · 30 Apr 2012, 03:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tezam
| QUOTE | | ანუ თუ ქვედანაყოფი აკეთებს რაიმე სამუშაოს, გამოდის რომ ეს სამუშაო აუცილებელია და აქედან ხალხის მოცდენა და <<პირადი შემადგენლობის ამოწევა და გადაჯგუფება წინა ხაზში>> მოახდენს ამ შესასრულებელი სამუშაოების პარალიზებას |
პრიორიტეტულობა, ამოცანების დაყოფა მნიშვნელობის მიხედვით, სიტოაციის განვითარება და გადაჯგუფება ყველა ბრძოლაში ხდება. გადაჯგუფება, იგივე რეორგანიზება და იგივე შევსება ცნებები რომ არსებობს ტაქტიკაში აბა საიდან უნდა გადაჯგუფდეს ან შეივსოს მათი შესრულებისას ქვედანაყოფი. ერთი მოქმედი ქვედანაყოფიდან უნდა გამოიყვანონ ხალხი და მეორეში შეიყვანონ? რა აზრი აქვს რომელი ქვედანაყოფი დაგრჩება ბრძოლისუუნარო. არსებობს რეზერვი ქვედანაყოფის სახით, რომელიც ასრულებს რაიმე სახის მხარდამჭერ ამოცანას, სადაც რისკის ფაქტორი ნაკლებია და საიდანაც ის ჩაანაცვლებს მთლიანად ძირითად ძალისხმევას. ასეთი რეზერვი შეიძლება რეგულარული ქვედანაყოფის (მაგალითად ბრიგადის) ნაწილი იყოს, შეიძლება ეროვნული გვარდიის კადრირებული ქვედანაყოფი. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ორივე ოპერაციის რეზერვია. არსებობს რეზერვი რომელიც პირადი შემადგენლობით ავსებს რეგულარულ ქვედანაყოფს ან თუნდაც გვარდიის კადრირებულს, აი ზუსტად იმ ჩანაცვლებულს რომელიც გამმოიყვანეს ბრძოლიდან და შეცვალეს სხვა ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფით. ეს დაზარალებული ქვედანაყოფი ზურგში (უკიდურეს შემთხვევაში წინა ხაზზე) გადის რეორგანიზება-შევსებას და ამით თვითონ გადადის რეზერვში (თუ რეზერვში ქვედანაყოფის დატოვების შესაძლებლობა არსებობს). ეს პირადი შემადგენლობა ქვედანაყოფის შევსებამდე აძლიერებს ზურგის ამოცანებს, მათგან ბრძოლაში ხალხის აწევის შემთხვევაში არაფრის პარალიზება არ მოხდება თუ რეზერვი საკმარისია. ბრძოლაში ყოველთვის საბრძოლო პოზიციაზე მყოფ ქვედანაყოფს აქვს პრიორიტეტი და ლოჯისტიკა ყოველთვის მისი მხარდაჭერა-უზრუნველყოფაა და ამ უზრუნველყოფაში შედის როგორც მარაგები ასევე პირადი შემადგენლობაც. ზურგის სამსახურები ბრძოლაში შეიცავს ორ განყოფილებას, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის და პირადი შემადგენლობით უზრუნველყოფის. საიდან უნდა მოიყვანონ ის პირადი შემადგენლობა არ გიფიქრიათ?
| QUOTE | | თუ ეს სამუშაო, რომელსაც ეს უმეთაურო და უშტაბო ქვედანაყოფები ასრულებენ საჭიროა, მაშინ ამ სამუშაოდან ხალხის მოკლება არ შეიძლება, თუ ამ სამუშაოდან ხალხის მოკლება შეიძლება, ესე იგი შეიძლება რომ ეს სამუშაოც (ლოჯისტიკის გაძლიერება, მომარაგების მარშრუტების, პუნქტების და ზურგის მართვის ცენტრების დაცვა და ა.შ.) არ წარმოადგენს აუცილებლობას. |
არა... ამ სამუშაოსა და დაზიანებული ქვედანაყოფის შევსებას შორის პრიორიტეტი შევსებას ენიჭება. არასდროს ბრძოლაში არ იქნება საკმარისი ყველაფერი, ყოველთვის ყალიბდება პრიორიტეტები, აკლდება ერთს და ეძლევა მეორეს.
Murzaqan
| QUOTE | | მებრძოლის გვერდით კი არ ზის ეს რეზერვისტი, არამედ სადღაც უკან, სადაც "აძლიერებს" იმას, რამაც მის გარეშეც უნდა იმუშაოს კანონით. |
რომელი კანონით მეც მასწავლეთ. ეგრე კანონით სანამ ტერიტორიული თავდაცვა ან ქმედითუნარიანი რეზერვი ჩამოყალიბდებოდა უმაგისოდ უნდა ემუშავა რეგულარულ ჯარს მაგრამ ვერ იმუშავა. უნდა იმუშაოს გაძლიერებული იმუშავებს უკეთესად.
| QUOTE | | რა მეორეხარისხოვანი საბრძოლო ამოცანა უნდა შეასრულოს სარეზერვო "დანაყოფმა", რომელსაც არა ყავს შტაბი, არა ყავს სრულფასოვანი მეთაურობა. |
ყავთ მათ შტაბიც და მმართველობაც, რომელიც იქნება რეგულარული ქვედანაყოფის შტაბი და მმართველობები. რა დავალებებიც უნდა შეასრულონ უფრო სწორედ გააძლიერონ უკვე ჩამოვწერე მაგალითები.
| QUOTE | | და თუ ეს ყოველივე ყავს, მაშინ რატომ უნდა ამოიგლიჯოს ამ ქვედანაყოფიდან ხალხი პერმანენტულად და შეივსოსო სხვა ქვედანაყოფი. რატომ უბრალოდ არ შეენაცვლება და არ დაასვენებს იმ სხვა ქვედანაყოფს, რომელიც ძალების შესავსებად და სულის მოსათქმელად უკან წავა? |
ამაზე თეძამს ვუპასუხე. ყოველთვის საჭიროა პირადი შემადგენლობა რომლითაც უნდა შეივსოს დაზიანებული და ბრძოლისუნარიანობა დაკარგული ქვედანაყოფი. ამ შესაძლებლობის გარეშე ნებისმიერი ბრძოლისუნარიანობა დაკარგული ქვედანყოფი უდრის განადგურებულ ქვედანაყოფს. მოწინააღმდეგემ იმისთვის რომ გაანადგუროს ქვედანაყოფი უნდა მიაყენოს 70%-მდე ზიანი. ამას განადგურება იმიტომ ქვია რომ ასეთი ქვედანაყოფი აღარ ექვემდებარება შევსება-რეორგანიზებას. ქვედანაყოფი რომელიც მიიღებს 30%-მდე ზიანს ის ითვლება ბრძოლისუუნაროდ, საჭიროა მისი ბრძოლისუნარიანობის აღდგენა პირადი შემადგენლობისა და აღჭურვილობის შევსებით. თუ ამის შესაძლებლობა და საამისო პირადი შემადგენლობა არ იარსებებს ეს ნიშნავს იმას რომ მოწინააღმდეგეს ჩვენი ქვედანაყოფის გასანადგურებლად არა 70 არამედ 30% ზიანის მიყენებაც ყოფნის. ახლა იმედია ავხსენი რასაც ვამბობ.
| QUOTE | | ვის დაყავს ეს ხალხი, რანაირად დადიან? რანაირად პოულობენ ამ სხვა დანაყოფებს, რომელსაც უნდა დაეხმარონ? უკან რომ მოუწიოთ სასწრაფოდ წამოსვლამ, მაშინ ისედაც გაუბედურებული კავშირის ამბავი როგორ იქნება? და ა.შ და ა.შ |
ამაზეც ვუპასუხე თუ წაიკითხავ წინა პოსტებშიც და ამ პოსტშიც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არსად არ დადიან, არავის არ ეძებენ ნუ ახდენ უტრირებას და დემაგოგიას. იქ არიან სადაც საჭიროა და იმასთან ვისთანაც საჭიროა, წინასწარ განსაზღვრულ პუნქტზე თუ პოზიციებზე. ზურგში.
| QUOTE | | მე ბრძოლაში ნამყოფი არ ვარ. მაგრამ ყველაფერი ეს საპანიკო და არეულობის რესურსს უფრო გავს, ვიდრე ჯარის რეზერვს. |
ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელი ჭიქა...
--------------------
MADE IN GEORGIA :))))))) .......
პოლიტგანყი საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არსენალის განყოფილებაა © socom
|