რა ატამი, რის ატამი.....
დიმიტროვის საავიაციო ქარხანა რომ სუ-25, სუ27, მიგ 29 - უშვებდა საბჭოთა პერიოდში და სსრკ-ში ერთ-ერთი ყველაზე
საუკეთესოდ აღჭურვილი საწარმო რომ იყო --- აქ ყველამ იცოდა.
ფიზიკის ინსტიტუტი, სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი, მათემატიკის და ა.შ. უძლიერესი კადრების ნაკლებობას არ განიცდიდა.
ძაან ძლიერები მოსკოვს მიყავდა კომფორტულად.....
აქაურ ,, პარტიულ შიშკების'' უმრავლესობას ცენტრის კომუნისტ პარტბოსების შვილები ჰყავდათ მეუღლეებად....
მიკლედ ყველა ,,კანალზე'' იყვნენ გასულები და მსუყედაც ,,ჩალიჩობდნენ'' ყველა სფეროში.
მსოფლიოში საუკეთესო ელმავლებს უშვებდა ,,თემქა''.
ბათუმი --- მსოფლიოში საუკეთესო და სწრაფმავალ წყალქვეშაფრთიან სამგზავრო კატარღას ,,კომეტას''
ქუთაისი სატვირთო ავტომობილებს ,,კაზ''-ს, ტრაქტორებს.....
ფერო,მეტალურგია, ,,მიონი'', ,,უვეემი'' , ტელევიზორების ქარხანა ,,ეკრანი'', ელექტროგამშვები......
უამრავ ხელსაწყო-დანადგარებს და პროგრამულ ჩარხებს უშვებდა ,,ჩარხმშენებელი''.
ათასობით საკავშირო დაქვემდებარების საწარმო მუშაობდა საქართველოში და პროდუქციას ქმნიდა-უშვებდა.
მოკლედ: ჩვენი ,,ტვინების'' მონაწილეობით და პროექტებითაა შექმნილი ბევრი საბჭოთა სამხედრო და კოსმოსური მიღწევები.....
ეხლა არ თქვას ვინმემ რომ ეს მომქმედი საწარმოები და მოწყობილობანი წაიღეს აქედან რუსებმა.......
და იქ მომუშავე კვალიფიციური პერსონალი?.....
ესაა სერია --- პუტჩისტთა მტაცებლური მიზნებიდან და სამშობლოს კუდის რიკამდე გასაძარცვ-გასაქურდ ვნებათა სკივრიდან.
ეხლა დადეთ ყბადაღებული ღრუტ, ღრუტ, ღრუტუნის შინაური ვნებანი......
,,მსოფლიოს არ ახსოვს ---რომელიმე ,,ელიტას'' ასეთი ცოფით, დაუნდობლად და სიძულვილით, ასე სწრაფად გაეძარცვოს საკუთარი სამშობლო!''