ქართულ შეარაღებული ძალების შეიარაღებაში შედიოდა ორი ებრაული უპილოტო საფრენი აპარატი, Hermes 450 და Skylark-ი. Hermes 450-ი დიდი ზომის უპოლოტო საფრენი აპარატია და ახალი ქართული აპრატის კალსში არ გადის. ქართული უპოლოტო საფრენი აპარატის შედარება იგივე კლასის ებრაულ ანალოგთან Skylark-თენ შეიძლება შევადაროთ. ფრენის ხანგრძლივობით ქართული უპილოტო საფრენი აპარატი ებრაულს ორჯერ აღემატება. ხოლო ფრენის ისმაღლით კი ებრაული აპარატი ქართულს ჯობნის.
ქართული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ ინფორმაცია პირველად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ, გივი თარგამაძემ გაავრცელა. ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ებრაულ კომპანია „ელბიტ“-ს 35 მილიონ დოლარს და უპილოტო საფრენ აპარატებს დაუბრუნებდა.
„აქ 35 მილიონი დოლარის მოწოდებული პროდუქციის უკან დაბრუნებაზეა საუბარი და ეს არის უპილოტო თვითმფრინავები. საქმე აქ არა თუ ტრაგიკულად, არამედ სასიხარულოდაც არის. საქმე ის გახლავთ, რომ ქართულმა მხარემ თავად დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების წარმოება. აქედან გამომდინარე, შეძენილი ისრაელის წარმოების უპილოტოების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს და ჩვენ მშვიდად შეგვიძლია ეს ტექნიკა უკან დავაბრუნოთ და ჩავაქროთ ეს კონფლიქტი.“- ამბობდა თარგამაძე.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის წინ რუსეთმა ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის საიდუმლო კოდები მიიღეს. ამის შესახებ „ვიკილიქსის“ პუბლიკაცია იტყობინება. პუბლიკაცია ეხება ტეხასურ კომპანია „სტრატფორის“ მიმოწერებს, რომელიც გეოპოლიტიკურ ანალიზზე მუშაობს.
ერთ-ერთი წერილი, რომელიც ელექტრონულ ფოსტაზე 2009 წლის 26 თებერვალსაა გადაგზავნილი, ეხება რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებს. „სტრატფორის“ თანამშრომლის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომამდე თბილისი ცდილობდა ახალი იარაღის შეძენას და პირველ რიგში - უპილოტო მფრინავი აპარატებისას, რომლითაც ისრაელისგან ადრე მიღებული „გაშიფრული“ უპილოტოები უნდა შეეცვალათ.
მექსიკაში მყოფი აგენტი იტყობინებოდა, რომ, ომის დაწყებამდე, საქართველო უკავშირდებოდა რომელიღაც ადგილობრივ „იარაღის ბარონს“ იმ მიზნით, რომ შეეძინა ახალი უპილოტო მფრინავი აპარატები: „ქართველები ცდილობდნენ ეპოვნათ ის, ვინც შეძლებდა მიეყიდა მათთვის იარაღი და მზად იყვნენ გადაეხადათ მაღალი ფასი. ასე იმიტომ ნერვიულობდნენ, რომ იცოდნენ, ომი იყო მოსალოდნელი.“ - წერს „სტრატფორის“ თანამშრომელი თავის კოლეგას.
„სტრატფორის“ აგენტმა ასევე გაარკვია, რომ ისრაელისგან მიღებული უპილოტოების დეფექტი მდგომარეობდა შემდეგში: საქართველოში განთავსებული უპილოტოების საიდუმლო კოდი ისრაელმა რუსეთს გადასცა. სანაცვლოდ კი რუსეთისგან მიიღო ანალოგიური ინფორმაცია ირანში განთავსებული "Тор М-1"-ის შესახებ, რომლებიც ირანმა 2006 წელს მიიღო.
ეს ინფორმაცია ირიბად დაადასტურა საქართველოს პეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. მან ქართული საარტილერიო დანადაგარის პოლიგონზე გამოცდისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იარაღის ადგილობრივი წარმოება კარგი იმით არის, რომ გაცილეებით იაფი ჯდება და „აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაცაში არ მოგატყუოს, ან ვიღაცამ ინფორმაცია სხვას არ გაუზიაროს, ან ვიღაცამ გადამწყეტ მომენტში არ შეგიჩეროს იარაღის მოწოდება.“
იგივე შეინაარსის განცხადება გააკეთა საკაშვილმა დღესაც. "როდესაც უცხოეთში ყიდულობ შესაძლოა გამყიდველმა ბოლომდე არ მოგცეს ტექნოლოგია, ან პირიქით შენი ტექნოლოგია გაუზიაროს მოწინააღმდეგეს".
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ უარი თქვა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე. რუსეთი 2008 წლიდან უპილოტო საფრენ აპარატებს ისრაელისგან ყიდულობს.
უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება აზერბაიჯანმაც დაიწყო. თუმცა საქართველოსგან განსხვავებით იგი თავისი წაროების უპილოტოებს არ აწარმოებს. აზერბაიჯანი უპილოტოებს ისრაელთან ერთად ებრაულ უპილოტო საფრენ აპარატებს აწყობს თავის ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ქართული შეიარაღების წარმოების პირველი შემთხვევა არ არის. 2011-2012 წლებში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა „დელტამ“ შექმნა საარტილერიო სისტემა და ორი მოდიფიკაციის ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“.
http://news.ge/ge/news/story/10425-mixeil-...-aparats-gaecno
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"