მიჩვეულები ვართ ანალიტიკის გარეშე აზროვნებას და უარესიც, მოქმედებებს.
ჯერ საკითხავია სუფთა სამხედრო ასპექტით ჩვენი და სომხეთის დაპირისპირება.
მეორეც, თუ იცით რომ:
ისრაელის შემდეგ ამერიკა ვის ეხმარება ყველაზე მეტად მსოფლიოში? - სომხეთს !
ხოო, პრორუსულ ორიენტაციის სომხეთს. "ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი" ითვლება მეორე (მნიშვნელობით) ეთნო-ლობისტურ დაჯგუფებად ამერიკაში (ებრაელების შემდეგ), ჯონ კერი და რობერტ დოული მოქმედი პოლიტიკოსებიდან მათი ლობისტები. ორგანიზაციის ფილიალები განთავსებულია ამერიკის გარდა ინგლისში, კანადაში, იტალია საფრანგეთში, კვიპროსში ავსტრალიაში
ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ვაშინგრონ პოსტთან, ტაიმსთან, სნნ თან
ორგანიზაციაას აქვს თანამშრომლობის დიდი ტრადიციები ჰარვარდის, მიჩიგანის, პრინსტონის კალიფორნიის უნივერსიტეტებთან
ამერიკა ასევე ფინანსურად ეხმარება თვითონ ამ ორგანიზაციას რომ იარსებოს.
აღარაფერს ვამბობ ინგლისზე და საფრანგეთზე, საფრანგეტში მაგალითად სომხურმა ლობმა იმდენი ქნა ქვეყნისთვის საკმაოდ მომგებიანი სამხედრო კონტრაქტები დააკარგვინა თურქეთთან.
ასე რომ სომხეთის გეგმა "შავი ზღვისკენ" გაჭრის, შეიძლება დიდ წინააღმდეგობას არც შეხვდეს დასავლეთში, თუ იმასააც გავითვალისწინებთ რა პირობებში იქნება ომი საქართველოსა და სომხეთს შორის. მთელი ჯავახეთი დაზანზარდება და ერთს რომ ესვრი ათასი სომეხი აყვირდება გვესროლესო, თმებს გაიშLიან სომხის ქალები ბავშვებს ტალახში ამოსვრიან და სნნ და ვაშინგტონ პოსტი დაწერს ქარტველ ჯარისკაცთა 'მხეცობებზე', მითუმეტეს ალაგ ალაგ ნამდვილ მხეცობებსაც რომ ექნება ადგილი ესესც ფაქტია. და სულ ყველას დაავიწყდება რომ 9 წელია დასავლეთის გვერდიტ ვდგევართ ერაყში თუ ავღანეთში
აღარავის გაახსენდება. და პრინციპში რაში უნდა გაახსენდეთ თუკი სომხეთი თავის თავზე აიღებს იმ ფუნქციების შესრულებას რასაც საქართველო აკეთებდა და რის გამოც გვიღიმოდნენ? ასე რომ ჩემი აზრით 'სომხური კოსოვო" -ს ჯავახური ვარიანტი საკმაოდ ახლოსაა რეალობასთან.
არა პირდაპირ, ნელნელა თვალის დახუჭვით, ვიღაცვიღაცეები წაგვაქეზებენ, შეგვპირდებიან და მერე დავრჩებით ერთნაწილამოგდებულები
თუ ვინმეს თავში მოგივათ საპროტესტო აზრები რომ ამერიკა ჩვენთან უფრო ახლოსაა და იმას არ იზავს ან ამას არ იზავს , მაშინ რატომ ეხმარება ამერიკა სომხეთს საქართველოზე მეტად დღემდე?
1. სომხეთი არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი - საქართველო არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი
2. სომხეთი არ მონაწილეობს ამერიკულ ექსპედიციებში - საქარტველო ყველგან იბრძვის ამერიკელების გვერდით.
მაგრამ დახმარებას ამერიკიდან იმაზე მეტს იღებენ ვიდრე ჩვენ!
ზნაჩიტ ბუდეაა ხო?
მეორე ფაქტორი - რუსეთი
ის რომ დღემდე ჯავახეთი არ აფეთქებულა, როგორი პარდოქსიც არ უნდა იყოს ეს რუსეთის დამსახურება მგონია. (წავიდა ეხლა გრუ -ს აგენტის იარლიკები

))) გმადლობთ)
რუსეთი საქართველოს მტერია, ფაქტია
მაგრამ ჩვენგან განსხვავებით მეტი გონება აქვთ
"შავ ზღვაზე გაჭრილი" და გაძლიერებული სომხეთი რუსეთს ფეხებზე დაიკიდებს და დასავლეთს ჩაეხუტება ეგრევე.
ეს კარგად იციან მოსკოვში, ამიტომ ბოლომდე ჯავახეთის სომხეთზე გადაცემას არ დაუშვებენ
სომხეთი ჭირდებათ ეგეთი, ჩაკეტილი გეოპოლიტიკურ სივრცეში
საქართველოზე ზეწოლისთვის კი ბატონო, ჩახალიანებიც იქნებიან და ვაჰანიანებიც , მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ნაკვერჩXალი იქნება, შებერვა და დიდი ცეცხლის დანთება თვითონ რუსებს არ აწყობთ. რადგან რაღაში დაჭირდება ზღვაზე გასულ სომხეთს რუსეთი? ამასთან ცხინვალისგან და აფხაზეთისგან განსხვავებით თვითონ ვერ მიიერთებს ჯაახეთს.
ეს წინააღმდეგობებია რაც საქართველოს საშუალებას აძლევს იარსებოს, ჯერჯერობით. (და არა ვანო მერაბიშვილი მაგარია მოსად ს ჯობია

)
რუსებს შეუძლიათ დიდი ცეცხლი დაანთონ ჯავახეთში მაგრამ მისი ბოლომდე კონტროლი აფხაზეთცხინვალისგან განსხვავებით არ შეუძლიათ, დასავლეთისთვის პო ბალშომუ პოჰუი გურჯი იქნება თუ არმენი ვინც მის სატრანსპორტო ენერგეტიკულ ინტერესებს გაატარებს იმის მხარეს იქნება.
სომხებს ამ შემთხვევაში ჩვენთან შედარებით ის უპირატესობა აქვთ დასავლეთის თვალში რომ :
1. სომხური ლობი
2. სომხეთი მონოეთნიკური სახელმწიფოა და შიდა რყევები ნაციონალურ ნიადაგზე არ ემუქრება შესაბამისად საქართველოზე სტაბილური სახელწმიფოა ამ მხრივ
3. ყარაბაღი კია პრობლემა მაგრამ მთლიან სურათში მანდაც შეიძლება მომგებიანად ვაჭრობა
ეს ინტერესებია რაც მოქმედებს ჯავახეთში სიტუაციაზე და არა ქართული M4 შავი სათვალეები და სამუხლეები, მაგის იმედზე არ ვიყოთ თორემ წავაგებთ.
რითიც შეიძლება ამ სიტუაციაზე ჩვენს სასარგებლოდ ვიმოქმედოთ ესაა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, იდეოლოგია, დემოგრაფია და მიწის კონტტროლი, სანამ ამ წინააღმდეგობების ინტერესების სტატუს კვო არსებობს მანამ შეგვიძლია ვიფიქროთ მათ გაძლიერებაზე სანამ დროა.