დაახლოებით 2005 წლამდე შეიძლება მართლაც იყო ცოდნის დეფიციტი, მაგრამ 2006 წლის შემდეგ ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა
მაგ პერიოდში როგორც იცით მებრძოლი მცურავების ორი დანაყოფი იყო, ერთი სამხედრო საზღვაო ძალების სტრუქტურაში (2005 წლის მერე აღარ გამიგია და შეიძლება მაგის შემდეგ გააუქმეს კიდეც) და მეორე კოჯრის სპეცრაზმში (რასაც ნაშივკებზე დატანებული ღუზაც ასდასტურებს (თან საზღვაოს სპეცებს (კონტრტერორებს და მებრძოლ მცურავებს) კოჯრის ინსტრუქორები ამზადებდნენ ხოლმე))
ჩამოყალიბების წლები არც ერთის არ ვიცი, სავააუდოდო 1998-2000 წლებში ჩამოყალიბდებოდა
რადგან მაინც აგრძელებთ თემას დავწერ
შემდგომ წლებში დაიწყო თანამშრომლობა თურქულ სპეცრაზმებთან, რომლებიც კოჯრის სპეცრაზმსაც ამზადებნენ
ამ სპეცრაზმებს შორის იყო თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების სპეცრაზმები sas (წყალქვეშა თავდაცვის სექცია) და sat (წყალქვეშა შეტევის სექცია) (არ დავწერდი, მაგრამ ადრე კვირის პალიტრაშიც დაიწერა ამაზე და თურქ სამედროებთან ერთობლივი მზადების ფოტო ინტერნეტშიც გავრცელდა)

ფოტო გადაღებულია კოჯორში (მაშინ იქ ჯერ კიდევ სპეცდანიშნულების ბრიგადა იდგა)
http://old.kvirispalitra.ge/archive/2006/4...frp_palitra.htmSAS და SAT-ის მიერ ქართველების მომზადებას, გარკვეულწილად სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების 2008 წლის დებულებაც ადასტურებს, სადაც თითქმის ზუსტადაა გადმოტანილი მათი სტრუქტურა (წყალქვეშა თავდაცვის და შეტევის სექციების არსებობას ვგულისხმობ)
ვ) საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი;
ვ) საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი (ტექსტში შემდგომ “საზღვაო რაზმი”) - დაჯგუფების სტრუქტურული ქვედანაყოფია. მისი ძირითადი მოვალეობაა დაჯგუფების წინაშე წყალზე სამოქმედო არეალში დასმული ამოცანების უზრუნველყოფა. ასევე, მის დამატებით ფუნქციებში დაჯგუფების პირადი შემადგენლობისათვის, სპეციალური წყალზე მომზადების პროგრამების განხორციელებისას, სწავლებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პირობებით უზრუნველყოფაც შედის. საზღვაო რაზმის შედგება:
ვ.ა) საზღვაო რაზმის შტაბი - საზღვაო რაზმის შტაბი საზღვაო რაზმის მეთაურის დაგეგმარების საკითხებში მხარდამჭერი ორგანოა. საზღვაო რაზმის შტაბის ფუნქციას საზღვაო რაზმის პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობა, საზღვაო რაზმის ბაზის უსაფრთხოების დაცვა, ტაქტიკური და ტექნიკური საკითხების დაგეგმარება, საზღვაო რაზმის ლოგისტიკური უზრუნველყოფის მოთხოვნა და საზღვაო რაზმში შიდა კავშირის დამყარება წარმოადგენს.
ვ.ბ) წყალქვეშა შეტევის სექცია - წყალქვეშა შეტევის სექციის მეთაური საზღვაო რაზმის მეთაურის ოპერატიულ დაქვემდებარებაშია. წყალქვეშა შეტევის სექციის შემადგენლობაში ორი იდენტური წყალქვეშა შეტევის ჯგუფია. წყალქვეშა შეტევის სექციის ძირითადი ფუნქციაა დაჯგუფების მიერ წყალზე ჩასატარებელ სპეციალურ ამოცანათა ტაქტიკური განხორციელება;
ვ.გ) წყალქვეშა თავდაცვის სექცია - წყალქვეშა თავდაცვის სექციის შემადგენლობაში ოთხი წყალქვეშა თავდაცვის ჯგუფია. წყალქვეშა თავდაცვის სექციის ძირითადი მოვალეობა, დაჯგუფებისათვის ოპერაციით განსაზღვრულ წყლის რაიონში, მოწინააღმდეგის მიერ წყალზე ჩასატარებელ დივერსიულ ან სხვა სპეციალურ ოპერაციათა გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს;
ვ.დ) შეიარაღებისა და ტექნიკის ჯგუფი – შეიარაღებისა და ტექნიკის ჯგუფის ძირითად მოვალეობას საზღვაო რაზმის ქონებისა და მატერიალური საშუალებების შენახვა, მოვლა და მომსახურება წარმოადგენს. ასევე საზღვაო რაზმის სამსახურეობრივი საქმიანობისა და დავალებათა შესრულებისათვის მხარდამჭერა;
http://depositfiles.com/files/kw6n4fb0lეს ომამდელი სტრუქტურაა და ომის შემდეგ შეიძლება რამე შეიცვალა, თუმცა ბევრი არაფერი შეიცვლებოდა ალბათ



ესეც SAS-ზე და SAT-ზე, ინტერნეტში მოძებნა დამეზარა და დავასკანერე
თითოეულ სექციაში (sas და sat) 3 ჯგუფი შედის ( ჯგუფში 80 კაცი), ჯგუფში კი 4 განყოფილება
ჩვენი სექციები მაქსიმუმ თურქული ჯგუფის ხელა იქნება ალბათ

2009 ომის შემდეგ p.s-ზე გავიდა რეპორტაჟი ქართველ სამხედრო მყვინთავებზე, რომლებიც ლატვიაში, ლიეპაიას მყვინთავთა მოსამზადებელ ცენტრში ემზადებოდნენ (სადაც წყალქვეშა გამნაღმველის პროფესიასაც ეუფლებოდნენ), იტქვა რომ ეს მეორე ნაკადი იყო ლატვიაში
http://www.rustavi2.com/news/ps_video.php?...&lang=ge&chose=თუ არ გახსნა, 2009 წლის 7 მარტის სიუჟეტია და ps-ის არქივში ნახე
მაგავე პერიოდში ბალტიის წლებში ნატოს სწვალებები ტარდებოდა, ასევე იმართება ხოლმე jackal stone სწავლება, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმების სწვალებაა

ეს 2008 წლის სწავლების სურათია, ლოგოზე ქართული დროშაცაა გამოსახული (მანამდე და შემდგომშიც აღAრ ყოფილა უკვე, სავარაუდოდ პირველი პარტია მყვინთავების იღებდა მონაწილეობას მაგ სწავლებაში)
ასევე ომამდე არ ქონდათ გარკვეული აღჭურვილობა (ლაპარაკი მაქვს ჩაკეტილი ციკლის სუნთქვია აპარატებზე), თუმცა ბოლო წლებში ეგენიც შეიძლინეს როგორც ჩანს
http://a7.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-...7144_n.jpg?dl=1სამხედრო საზღვაო ძალების არარსებობის პირობებში, რმდენად წაარმატებულად შეძლებენ ამოცანის შესრულებას ძნელი სათქმელია
სამხედრო საზღვაო ძალების მარტო ფორმალურ არსებობას არ ვგულისხმობ, ისეთ საზრვაო ძალებს ვგულისხმობ რომელიც დაკისრებული ამოცანების 60-70%-ით შესრულებას მაინც შეძლება (და ისე არ იქნება როგორც 2008 წლამდე)
სწრაფმავალი სადესანტო კატარღებით და შვეულმფრენებით გადასროლა კი შეიძლება მათი, მაგრამ ზღვიდან მხარდაჭერა მაინც დასჭირდებათ
+ საკითხავია თუ არა აქვთ УПМ-ის მსგავსი ნაღმები და წყალქვეშა გადაადილების საშუალებები
http://img-fotki.yandex.ru/get/3507/dzhinz...f_60d26d42_origნაღმები კიდე შეიძლება ქონდეთ, წყალქვეშა გადაადგილების საშუალებები არა მგონია
წყალქვეშა გადააადგილების საშუალებებს მოქმედების შედარებით მცირე მანძილი აქვთ (1-2 კაციან სისტემებს ვგულისხმობ, თორე SDV და ASVD-ს 60 მილზე მეტი მოქმედების მანძილი აქვთ მგონი) და მათ სანაპაიროს სიახლოვეს მისატანად და გამოსაყვანად ხომალდი ან შვეულმფრენი არის საჭირო
p.s ალბათ გარკევული წარმოდგენა შეგექმნებათ ჩვენ მებრძოლ მცურავებზე, არც მთლად ცუდად მომზადებულები არიან
* * *
http://depositfiles.com/files/ftrieoie4ეს შ.ძ-ს 2002 წლის სტრუქტურაა. ცოტა გაუგებრად კი წერია ზოგიერთი რაღაც, მაგრამ აქ ნაჩვენებია რომ კოჯრის სპეცბრიგადაში არის თბილისისი ზღვაზე მყვინთავების მოსამზადებელი ცენტრი
+ საზღვაო ძალების 3 საზღვაო ქვეითი ბატალიონი, საიდანაც ერთი იყო მოტომსროლელი, ერთი კადრირებული და ერთი სპეცდანიშნულები (ოღონდ კონტრტერორისტული და არა მებრძოლი მცურავები (ამ რაზმმა გარკვეული ოპერაციები პანკისის მოვლენების დროსაც შეასრულა))
+ იყო მებრძოლი მცურავების პატარა ჯგუფი (შეიძლება კოტრქტერორისტებშიც შედიოდა თუმცა არა მგონია)
http://www.youtube.com/watch?v=NpIkbj5GAQQhttp://www.youtube.com/watch?v=8p2doP8QzEohttp://www.youtube.com/watch?v=ty2ofa5PRMAეს პროფესია ჯარისკაცია, სამხედრო საზღვაო ძალებზე. აქ არის მომენტი სადაც კოჯრის ინსტრუქტორები ამზადებენ საზღავოს სპეცებს
This post has been edited by socom on 23 Apr 2012, 12:17
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101