
ცივა. ზამთრის მშრალი, სუსხიანი ნათელი ღამეა. ბუნება ძილშია. მაღალ ნაძვებს მძიმე ტვირთად აწვება თეთრი კრისტალური თოვლი რომელიც იმატებს და იმატებს. არემარე გადათეთრებულია და მთვარის სინათლით აქა-იქ პრიალებს. შუაღამეა 12:04 წუთი. მორიგეობა ოთხიოდე წუთია გადმოვიბარე ჩემი თანამებრძოლისაგან. სამწუხაროდ წინა მორიგეობიდან სულ ორიოდე საათი თუ მეძინა, მაგრამ ვიცოდი ჩემს საქმეს სხვა არ გააკეთებდა რა გაეწყობოდა ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი უძილობის და შიმშილი მიუხედავად. წყალი არ ვახსენე, ზამთარში მისი პრობლემა თითქმის არასოდესაა, ერთი მათარა მთელი დღე გყოფნის. ჩემი პოსტი ერტ დიდ ხესთან ამოთხრილი ცივი სანგარია. იარაღი ახალმოყვანილი ცოლივით მაქვს ჩახუტებული რადგან ვიცი, ამ მომენტში ის ცოლზე მნიშვნელოვანია, ის დაგამარცხებს და ის გაგამარჯვებინებს ბრძოლაში. აუცილებელია მასთან 11 უსაფრთხოების წესის დაცვა რომელიც შეიარაღებულ ძალებში მოსვლისთანავე გამაზუთხინეს და აუცილებელია მას სათანადოდ მოუარო. გადამწყვეტ მომენტში მან არ უნდა დაგაღალატოს ყოფილი შეყვარებულივით. არსებობს გამოთქმა არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს ცუდი ჩაცმულობაო მაგრამ დღეს ეს ფრაზა სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ამერიკული თბილი გორტექსის ბატინკებისა, გორტექსის ქურთუკისა და სხვა აღჭურვილობის მიუხედავად თავი მორგის საყინულეში მგონა. ყინვა ძვალრბილში ატანს. სხეულის სხვადასხვა ჩუმ ვარჯიშებს ვიწყებ. გავიგე ასეულში რამდენიმე ბიჭს სხეულის რაღაცა ნაწილები მოეყინათ, ერთს ჩასძინებია და ხელის თითები სულ დაყინვია საბრძოლო მდგომარეუბიდან გამოსული კი საველე ჰოსპიტალში გაუგზავნიათ, მგონი მაჯაც მოაჭრეს. არ მინდა მსგავსი რამ დამემართოს. გაყინვისაგან დაცვის მიზნით ტანსაცმელი არ შველის აუცილებელია მოძრაობა რათ სისხლძარღვებში სიხლმა იმოძრაოს. ნახევარ საათზე მეტი გავიდა ჩემგან პოსტის გადაბარების შემდეგ. მიჩვეული ვარ ასე მორიგეობას, ფეხზე დგომას და არე მარეს კონტროლს ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში ასე, რომ გაძლება არ მიჭირს. ვაკეთებ იმას რასაც კვირაობის თვეების განმავლობაში მასწავლიდნენ. ცუდია რომ ღამეა ტან მარტო ვარ, კაცი სიგარეტს მაინც მოწევდა. ნამდვილი მწეველი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ასე მორიგეობისას კი ასწორებს. ღამე სიგარეტის მოწევა არ შეიძლება მტერს არ ძინავსო, ასეცაა იქნება და ვიღაც მობოდიალე მტრის სნაიპერმა შემამჩნიოს და ჩემს სიმპატიურ სხეულში ნახვრეტი გააკეთოს. ასევე შეიძლებოდა მობილურით გართობა, თამაშები, მესიჯობა ფეისბუქი..
ფიზიკურად გაყინულ მიწაში ვდგევარ გონებრივად კი სულ სხვაგან დავფრინავ ასე ხდება სულ. რაზე არ მიფიქრია პოსტზე დგომის დროს. ამ მომენტში კი ვვარ ჩემს სახლში თბილისში. დათხოვნიდან დავბრუნდი სახლში ერტი თვეა არ ვყოფილვარ. დედა როგორც ყოველტვის კარებში შემომეხვია. მძიმე ჩანთა იქვე კუთხეში დავდე და დანარჩენ ოჯახის წევრებს მივესალმე. მამაჩემმა როგორც ყოველთვის კომანდოსი ჩამოგვივიდაო და ახალი გერმანული ლუდი დამახვედრა რომელიც თვითონაც არ გაუსინჯავს,ჩემთან აპირებდა დალევას. გამიხარდა სახლში მოსვლა მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ 2 დღიანი შვებულება მქონდა გამიხარდა.. ჩემი ძმის სასწავლო წარმატებების მოსმენა ახალი ამბების გაგება და ა.შ. მალევე მომერია უძილობისგან გადაღლილს ძილი და ჩემს საწოლში ჩამეძინა. მახსოვს როგორ მეუხერხულა რბილი ბალიში და ლეიბი... ამ ყველაფერს გადაჩვეული ვიყავი, თბილ საწოლში ძილი მიწაზე გაშლილი საძილისგან განსხვავებით ან სამხედრო საწოლისა სულ სხვაა. ბოლოს ბალიში ავიღე და ძირს გაფენილ ნოხზე ტკბილად დავიძინე. გუშინდელი დღესავიტ მახსოვს დილით სიტყვით აღუწერელი გრძნობა მქონდა, ყვირილით და მკაცრი სამხედრო ტონით არავის გავუღვიძებივარ და მე ჩემს სახლში ვიყავი ჟარგონით რომ ვთქვათ მაგარი გამისწორდა. დღესაც მახსოვს იმ დილით ჩემი მოდუღებული ყავა რომლის გემოც ეხლაც მიდგას პირში.. ყავა მონარქი იყო თუ რაღაც მსგავსი... კარგი ყავა ყოველტვის მიყვარდა სამხედრო სასადილოში კი მას ვერსად დალევდი მხოლოდ უშაქრო წყალწყალა ჩაი, კაკაო რომელსაც კაკაოს მხოლოდ ფერი ქონდა და კამპოტი რომელსაც ფერიც არ ქონდა კამპოტისა. ასეულობით კილომეტრი მაშორებს ამ ყველაფერს და ჩემს სახლს მაგრამ გონებით სულ ახლოს ვარ. ტკბილი მოგონებები ტოტების უეცარმა ტკაცუნმა შემაწყვეტინა, თვალის გუგები გამიფართოვდა, ყინულზე მოცურებული თხასავიტ დავიწყე აქეთ იქეტ ყურება, ვიცოდი კარგად ვიყავი შენიღბული, სახის ნატებას შავი ნიღაბი მიფარავდა ხოლო რაციას ხმა არ ქონდა და ყურთსასმენით მქონდა მიერთებული ყურზე. ასე რომ დაწმუნებული ვიყავი თუ ეს არასასრუველი სტუმარი მოწინააღმდე იქნებოდა პირველი მე შევამჩნევდი გადავცემდი და ცეცხლსაც გავხსნიდი. ღამის ხედვა აუღელვებლად მარჯვენა ხელში მოვიმარჯვე და იქიტკენ დავიწყე ყურება საიდანაც ხმა შემომესმა. ჩემი ყურადღება უბრალო დვარნიაშკას დაუმსახურებია.. ბინოკლში ის მკაფიოდ შევამჩნიე საშუალო ტანის სიცივისან აკანკალებული არსება, სოფლიდან გამოქცეული იქნებოდა. ძაღლი სხვა მიმართულებით წავიდა მე რათქმაუნდა ვერ შემამჩნია, შემეძლო დამეძაღა სამხედრო მშრალი პაიოკიდან რამე მიმეცა, პატარაობიდან მიყვარდა ძაღლები მაგრამ ასეთ ვითარებაში ჩემს სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდი ძაღლის გამო. ჩემს ჩინურ 10 ლარიან საატს შევხედე უკვე საათზე მეტი გასულიყო ღამის 1 საათი და 14 წუთი გამხდარიყო.
* * *
სულ რაღაც 45 იოდე წუთი და შემეძლო მთელი 4 საათით თბილ, მშრალ ადგილას დამესვენა და ძალები აღმედგინა. დრო გადის არც ნელა არც სწრაფად მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ეს საბრძოლო მივლინებაც მორჩება და ჩემი ფიქრები რეალობად იქცევა სახსალამათი დავბრუნდები სახლში. არ უნდა იფიქრო ვაითუ მომკლავენ, დამასახიჩრებენ და აშ, ეს ყველას შეიძლება მოუვიდეს მაგრამ არა მე...
ასეთ აადგილებში ვისაც უფლის რწმენა არ ქონდა ლოცვების ზეპიარად სწავლას, ჯვრის ტარებას, წარამარა პირჯვრის გადაწერას ხატების საკუთარ საცხოვრებელში თუ მანქანაში გაკვრას იწყებენ. ვიცი ბიჭები სამხედრო ბენდენებზე აქვთ ლოცევები, მამაო ჩვენო და ფსალმუნები დაწერილი, ერთი ასეთი ბენდენა ნამეტანად დამამახსოვრდა, რამდენიმე კვირის წინ ერთი ბიჭი ხელში დაჭრეს, ხელის არტერია გაუსკდა და სისხლი მოცეკვავე ფანტანივით ასხამდა, ამანაც ფსალმუნიანი ბენდენა მოიხსნა, მარკერი გაუყარა და მკლავზე საკუთარი ძალებითვე შემოიკრა, ასე რომ არც გონება წასვლია და აშ რამდენიმე დღეში ახალდაბადებულივით იყო ჰოსპიტალში. ეხლაც გონებაში მიტრიალებს დასისხლული კამუფლირებული ნაჭერი და მასზე დაწერილი ორად ორი ფსალმუდნი: (ფს2:11)"ჰმონეთ ნფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით."
(ფს139:8) "უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა".
უფლის შიშსა და ქრისტიანობას პატარაობიდანვე მასწავლიდნენ. ახლაც ჯვარი და სამხედრო ამოსაცნობი ჟეტონი ყოველთვის მკერდზე მიკიდია...
რელიგია მებრძოლებს ეხმარებათ მოტივაციის ამაღლებისათვის, ის ერთგვარი სადაზღვევო კომპანიაა რიგითი ჯარისკაცისთვის, მას სწამს ღრმად ან რაღაც დოზით მაინც რომ გარდაცვალების შემდეგ როგორც სამშობლოს დამცველად დაცემული სამოთხეში შეაღებს კარს, რაც ნაკლებად საშიშ ხდის სიკვდილს.. მაგრამ მაინც მისი ყველას ეშინია, ერთეულებია რომლებმაც ეს გრძნობა აღარც კი იციან რა განზომილებაა...
სიკვდილის შიში უფრო ტავიდან მაწუხებდა ხოლმე, მერე ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე შევეჩვიე..
ხშირად უტქვამთ, რა გინდა ჯარში რამე რომ დაგემართოს ნიახური ხომ არ ხარ მეორედ მოხვიდე ამ ქვეყანაზე, ცხოვრება ნამეტანი მოკლეა რომ ყველა სიამოვნება მოიკლო და აშ მეც თავს ვუქნევდი "ჰო ჰო ასეა..." არ ვეკამათებოდი ხალხს რომლებიც მეგობრად ძმაკაცად მთვლიდნენ, რადგან ვერ გამიგებდნენ. მიკვირდა, ადამიანებს რომლებთაც ყველაფერი აქვთ გადადებული, ყველაფერს იკლებენ, იტანენ და ელემენტარულ... პატივისცემასაც კი არ იღებენ რაც უფრო მწყინს ვიდრე მაბრაზებს.. ნამდვილი ძმობის და მეგობრობის ფასი კი ერთ რკინის მუშტად შეკრულ დანაყოფშია სადაც ყველაა მზად სანგარშ ჩამოდებულ ხელყუმბარას მკერდით დაეცეს, მეგობრისკენ მიმავალ ცხელ ტყვიას თავისი სხეული შეუშვიროს ოღონდაც დავალება და ამოცანა შესრულდეს, ოღონდაც სხვა გადარჩეს.
დრო მიდის ფიქრებიც მიდიან ნელნელა.. აგერ უკვე მერამდენდენეჯერ გადავეცი რადიოსადგურში ჩარლი შაკალი ვარ მშვიდობაა.. ასეთი რამ აუცილებელია სხვებთან ასეთ ამინდში ვიზუალური კავშირი ვერ გექნება შესაბამისად ბაზაზე დაწმუნებულნი უნდა იყვნენ პერიმეტრის სისუფთავეზე და უსაფრთხოებაზე. აგერ კავშირზე გამოსვლა მთხოვეს და ცვლის შეცვლის ამბავიც მაცნობეს.. თოვლის საფარი თითქმის მუხლამდეა მაგრამ ყოველნაირად უხმაუროდ ბაზის მხრიდან მომიახლოვდა, არანაირი თოვლის ჭრაჭუნი თუ ნათება, მომახსენა გამოცხადების შესახებ, ჩვენი ოცეულის მეტყვიამფრქვევე ყველაზე ახალგაზრდა, მარგალი ცხაკაია აღმოჩნდა, მითხრა დროზე წავსულიყავი შენი წილი მალინიანი ჩაი და ქათმის ხორცი გელოდებაო. ერთი ორი სიტყვა მეც ვუთხარი და პოსტი გადაბარებული იყო.
რამდენიმე წუთში ჩუსტებითა და ჯემპრიტ თბილ ღუმელთან პურს ვხუხავდი და ცხელ ჩაის ვსვამდი. მალევე დავწექი ჩემს თბილ ამერიკულ საძილე ტომარაში ჯერ პირადი იარაღი ჩავდე შემდეგ ჩავწექი კიდევაც, ჩავთბი, გადავბრუნდი და ტელევიზორივით გავითიშე დამეძინა.. 2:10 წუთი შესრულებულიყო...
იმ ღამეს სიზმარიც კი ვნახე, არ ვიცი ალბათ დილის საატებში როცა ასადგომი ვიყავი.. ჩემი გრძელთმიანი ცისფერთვალება შეყვარებული დამესიზმრა, ძილში თითქოს მისი სუნიც და სიახლოვეც ვიგრძენი, გამახსენდა შუბლზე, საფეთქელთან კოცნიტ როგორ მაღვიძებდა და სხეულში სითბოს ტალღამ დამიარა, თითქოს რპგ 7 დან გამეკეთებინოს გასროლა და თბილი ჰაერი სახეში წნევით შემყროდეს... სასიამოვნო სითბომ.. მეგონა ისევ სახლში ვიყავი.. სიზმარი უეცრად შეწყდა როდესაც თანამებრძოლის კასიოს საათმა წიპწიპი დაიწყო, გამოვფხიზლდი მიმოვიხედე როგორც კი აღჭურვილობის ბრონიკების და იარაღის გარდა ვერაფერი დავინახე ცოტა დავმწუხრდი. მაგრამ პირადი ემოციების მიუხედავად, მანქანასავთ ავტომატურად ფიქრის გარეშე დავიწყე ის რასაც ყოველთვის ვაკეთებდი იარაღი ავიღე, ჩავიცვი ფორმა, აღჭურვილობა და გარეთ თოვლით ხელპირის დასაბანად გავედი, მალე სავარაუდოდ პატრულირებაზე გადიოდა ჩემი დანაყოფი.. იქ კი ბაზის გარეთ ემოციები დამღუპველია, სამხედრო საქმე მკაცრია და ჩემნაირების სისხლითაა დაწერილი.
რედიქტედ
This post has been edited by EJDER on 5 Aug 2012, 01:53