http://internet.ge/?l=GE&m=7&sm=0&ID=4793აზერბაიჯანში არ არის საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური ანალიზისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა ალნურ ასლანოვმა.
როგორც aaaAZE.az იუწყება, ასლანოვის თქმით, აზერბაიჯანს მძლავრი არმია ჰყავს და საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა, ამ მომენტისათვის, არ არის. მისივე განცხადებით, ამ დღეებში მომხდარ ინცინდენტებზე პასუხისმგებლობა მთლიანად სომხურ მხარეს და მისი ხელმძღვანელობას ეკისრება.
ასლანოვი დარწმუნებულია, რომ ერევანს „კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ეკავა და კვლავაც დაიკავებს არაკონსტრუქციულ, მადესტაბილიზირებელ პოზიციას“.
ამასთან, როგორც ინტერნეტპორტალი shebeke.az იუწყება, მობილიზაციის თემაზე განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობა არ არის“ - თქვა თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ელდარ საბიროღლუმ.
მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არმიის მდგომარეობა მას აძლევს საშუალებას წარმატებით გაართვას თავი ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციას.
„ამაზე მეტყველებენ ბოლო ბრძოლებიც ფრონტზე. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მაღალი საბრძოლო მომზადების შესახებ შესანიშნავად იცის მტერმაც, რომელიც არ უარყოფს ამას. თუმცა, პერიოდულად, ის ხმის აწევას ცდილობს, მაგრამ ეს არ არის მისი ხმა, ის სხვა წყაროდან მოდის“ - განაცხადა საბიროღლუმ.