1. რას ნიშნავს ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი...
http://www.kvirispalitra.ge/military/12142...is-rezervi.html"საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის" ახალმა პროექტმა, რომლის მიხედვით ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა შეიქმნას, პოლიტიკურ სპექტრში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მობილიზებულ რეზერვისტებს ხელისუფლება საარჩევნო პროცესში ოპოზიციის მხარდამჭერთა დასაშინებლად გამოიყენებს.
გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამავე მიზნით ხელისუფლებამ შეიძლება პოლიციისა და სამხედრო დანაყოფებიც გამოიყენოს და ამის გამო მათ წინასწარ დაშლას ხომ ვერ მოვითხოვთ?
"თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის" ახალი პროექტი ორი კატეგორიის რეზერვის შექმნას ითვალისწინებს. პირველ კატეგორიას განეკუთვნება სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომელიც 27-40 წლის მამაკაცების სავალდებულო გაწვევის პრინციპით კომპლექტდება. მისი ძირითადი ამოცანაა საომარი მოქმედებების დროს შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება.
2. 21 წლის ქართული არმია
ხუთ-ომგამოვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია...
http://www.kvirispalitra.ge/military/12143...huli-armia.html30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები 21 წლის გახდა, თუმცა მისი საბოლოო სახე ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.
საუკუნის მეხუთედის განმავლობაში ქართულმა არმიამ ხუთი ომი გადაიხადა: 1992 წელს - ცხინვალში, 1992-93 წლებში - აფხაზეთში, 1998 წელს - გალში, 2004 და 2008 წლებში - კვლავაც ცხინვალში...
ხუთ ომში მონაწილეობა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრი ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ათწლეულების განმავლობაში ერთ საბრძოლო მოქმედებაშიც არ ჩართულან, სახუმარო საქმე არ არის.
ამ ომებმა, ბუნებრივია, თავისი დაღი დაასვა ქართული არმიის განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესს, რადგან სამხედრო სწავლება, სასწავლო დაწესებულებების ნაცვლად, სანგრებში მიმდინარეობდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედებდა კადრების ხშირი ცვლაც, მათ შორის - გენშტაბის უფროსებისა და თავდაცვის მინისტრებისა.
3. ისევ ავღანეთი, ისევ ტრაგედია...
http://www.kvirispalitra.ge/military/12144...v-tragedia.htmlთავდაცვის სამინისტროს 25 აპრილის ოფიციალური ინფორმაციით, ჰილმენდის პროვინციაში პატრულირების დროს თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით 31-ე ბატალიონის 36 წლის სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა.
ეს უკვე მეთექვსმეტე გარდაცვლილი ქართველია, მას შემდეგ, რაც 2009 წლის შემოდგომიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციებში მონაწილეობს.
არაერთხელ დაგვიწერია, რომ ავღანეთის გზებზე მთავარ საფრთხეს სწორედ ნაღმები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები წარმოადგენს. დაღუპულ ქართველ სამხედროთა უდიდესი ნაწილი სწორედ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას შეეწირა.
დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს თავდაცვის სამინისტრო დღემდე არ აქვეყნებს, თუმცა მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 70-ს უახლოვდება.
სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე არმიაში 2004 წლიდან მსახურობდა, ავღანეთის გარდა ერაყის სამხედრო მისიაშიც მონაწილეობდა და გამოცდილებაც არ აკლდა, მაგრამ როგორც ჩანს, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დროული აღმოჩენა და უსაფრთხო განაღმვა კიდევ კარგა ხანს დარჩება პრობლემად.
თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს... როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი? (ჩვენ ვზრდით კონტიგენტს სხვებს გამოყავთ).......მითუმეტეს კაციშვილი ამის გამო ჩვენ ნატოში არ შეგვიშვებს....სანამ ბებერი ევროპის ძირითადი სახელმწიფოები არ დაგვიჭერენ მხარს....
სანამ არ ამოგვასხამს და არ მოვითხოვთ რომ...... დაგვიბრუნეთ ჩვენი ბიჭები....მანამდე არ მორჩებიან თავიანთი სახელების პიარს პოლიტნაბიჭვრები...... რამდენი უნდა დაიღუპოს კიდევ რომ მიხვდნენ ამას???
This post has been edited by kanibal1 on 30 Apr 2012, 11:28
მიმაგრებული სურათი