ისაო რაქვიაო , გერმანულად როგორ იქნება ?

საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი
(11 მარტი, 2013)
აისის კურსი მოიცავს ინდივიდუალურ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო თემების შესწავლას.
მომზადებისას რეკრუტები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
- სალაშქრო
• ინდივიდუალური ეკიპირების და სალაშქრო აღჭურვილობის შერჩევა-მორგება;
• ლაშქრობის დაგეგმვა და უსაფრთხოების წესები;
• ბანაკის ადგილის შერჩევა
• კოცონი და ცეცხლის დანთების წესები;
• წყალი და კვება ლაშქრობაში;
• თვითგადარჩენა;
- ტოპოგრაფია
• რუკის კითხვა;
• მასშტაბი;
• პირობითი ნიშნების ნომენკლატურა;
• რელიეფის მახასიათებლები;
• რუკით გადაადგილება;
• კოორდინატი, კომპასის და პროტრაქტორის გამოყენება;
- ინდივიდუალური საველე მომზადება
• გადაადგილების ხერხები;
• გადაადგილება ღამის პირობებში;
• პირადი შენიღბვა;
• ელემენტარული ფორტიფიკაცია;
• ქვეითის შეიარაღება (M4, AKM, AK-74, RPG-7, ვაზნები, ხელყუმბარები და ნაღმები) – თეორიულად;
- პირველადი დახმარება
• ლაშქრობისას არსებული საფრთხეები და მათი პრევენციის მეთოდები;
• პირველი დახმარება დაზიანების დროს;
• ინდივიდუალური აფთიაქის დაკომპლექტება;
წინასწარი განრიგი
ღია კარის დღე პოტენციური რეკრუტებისთვის – 11 მარტი (ორშაბათი)
გაცნობითი ლაშქრობა პოტენციური რეკრუტებისათვის – 17 მარტი (კვირა)
პირველი სასწავლო დღე - 18 მარტი (ორშაბათი)
კურსის ხანგრძლივობა: – 11 კვირა
შეავსეთ Online ანკეტა!
ზოგადი ინფორმაცია
კურსზე დაიშვებიან გოგონები და ვაჟები, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი. ასაკი ზედა ზღვარით შეზღუდული არ არის.
გამონაკლისის სახით, 15-17 წლის პირები დაიშვებიან გასაუბრების შემდეგ, მშობლების წერილობითი ნებართვის წარდგენის შემთხვევაში.
ლექციები ჩატარდება ორშაბათობით სამუშაო დღის შემდეგ (18:30 სთ-ზე);
საველე გასვლები მოეწყობა კვირას და ოფიციალური დასვენების დღეებში.
საბაზისო მომზადების წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტი გაივლის ორდღიან შემაჯამებელ გამოცდას.
მინიმალური ეკიპირება
რეკომენდირებული აღჭურვილობა: ზურგჩანთა, საწვიმარი და სასურველია სამხედრო ფეხსაცმელი.
თუ ეკიპირება არ გაქვთ, ამან არ დაგაბრკოლოთ, დასაწყისისთვის მის გარეშეც შეიძლება საქმის შესწავლა. გარდა ამისა, ეკიპირების შერჩევაში დაგეხმარებით.
კურსზე მოხვედრის წესი
კურსზე მოსახვედრად უნდა შეავსოთ შემდეგი Online ანკეტა!
თუ ტექნიკური პრობლემის გამო გამოგზავნა შეფერხდება, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: info@aisiforce.org
ს.ო. აისის სასწავლო გასვლებზე მოქმედი ძირითადი წესები
- რეკრუტი ვალდებულია დაემორჩილოს მეთაურის ბრძანებებს;
- იკრძალება ალკოჰოლის (ლუდის ჩათვლით) გასვლებზე წამოღება და გამოყენება;
- ალკოჰოლის, ნარკოტიკის და/ან ფსიქოტროპული საშუალების გამოყენებაზე, წევრი დაუყოვნებლივ გაირიცხება კურსიდან;
- კურსის მიმდინარეობისას აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება, ნაგვის დაყრა და შინაური ცხოველის წამოყვანა;
- აკრძალულია ბილწსიტყვაობა;
- აკრძალულია საუბარი პოლიტიკაზე.
გთხოვთ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს ამ სახის საქმიანობა.
http://www.aisiforce.org/word/?page_id=408 This post has been edited by defender. on 30 Jan 2013, 10:46