დაახლოებით 1:05 წუთზე პისტოლეტის ართმევა (ძალიან ნელა გააკეთა თითქოს ყველაფერი)
+ მაგავე პერიოდში 3 კაცი რო ეჭიდავება 1-ს და ნორმალურად ვერ დაუჭერიათ
მთაში გადაადგილებისას იარაღი "შეფუთული" არ აქვთ (ზოგს ხელთათმანიც არ აცვია)
პარტიზანების როლს ვინც თამაშობენ, არ იცავენ კამუფლირების დისციპლინებს
სიმართლე რო ვთქვათ დიდად არც სპეცრაზმელები (განთვირთვის ჟილეტები მაინც სხვა ფერი აქვთ-თუმცა ეს დიდი არაფერი (ერთს სტაფილოსფერიი თხილამურები აქვს..... მკვეთრი ფერია და არაბუნებრივი (ბტრ-80-საც არ აქვს გარემოსთან შესაფერისი ელემენტარული კამუფლირება)))
თხილამურებით მისრიალება და სრიალის დროს ცეცხლის გახსნა რამდენად სწორეა? ჯობია მანამდევე მოხსნან შორიდან მეტყვიამფრქვევეები
ტყეში სადაზვერვო ჯგუფისათვის AKM-ებს ვარჩევდი, AK-74-ების ნაცვლად
10:10წთ-ზე კოლონაში გადაადგილებისას, გარდა იმისა რომ ძალიან ახლოს არიან? იარაღი ყველას ერთ ხელში (მარჯვენაში) უჭირავს და მხოლოდ ერთ მარცხენა სექტორს აკონტროლებენ (ლულა სითკენაც აქვთ მიშვერილი)
14:31-ზე ვინტორეზის ოპტიკას რა ჭირს? ეგრე უნდა ყანყალებდეს?

12:57-ზე СР-2М რო აქვს? ჯერ ერთი გაშლილი სივრცეა, დიდ მანძილზე მოუწევს სროლა და არაეფექტური იქნება, მეროე სნაიპერის მეწყვილეა, მან უნდა დააზღვიოს და რითი? მაგით? მეორეც სნაიპერი ფაქტიურად მარტო მოქმედებს. არ ყავს მაკორექტირებელი (უმჯობესი იქნებოდა ავტომატი ქონოდა (თუ ოპტიკით იქნებოდა უფრო კარგი... ახლო მანძილებზე ეგ იმუშავებდა))
+ მიცვალებულები არ გაუჩხრეკიათ და არ დარწმუნებულან რომ მკვდარია
ბლინდაჟთან მისვლისას (და საერთოდ მაგ პერიოდშიც) არ იცავდენენ უსაფრთხოების ხომებს
+ stalker-ას თქმისა არ იყოს რა საჭირო იყო დანით მოკვლა, მითუმეტეს რომ ქონდათ ას ვალი
თითქმის არ იყენებენ მანევრს....
24:55-ზე შენობის კუთხიდან რო ზედა სართულს აკვირდებიან...
მგონი კუთხიდან ეგრე გამოსვლა არასწორი უნდა იყოს.... ჩვენ ვწვებოდით და ისე ვამოწმებდით მაგ სექტორს და მხოლოდ ამის მერე ვდგებოდით
რადგან მოწინააღმდეგე თუ გელოდება (და მანდ როგორც ჩანს რაღაც ცუდი ჩაიდინეს და უნდა ელოდებოდნენ კიდეც მაგათ მისვლას), გარეთ შეიძლება გუშაგიც ეყენოს. გუშაგი კი როგორც წესი ქვევით იმდენად არ იყურება, რამდენადაც ადამიანის თავის სიამღლეზე და კუთხიდან გამოსვლის შემთხვევაში ადვილად დაგაფიქსირებს
შემდეგ ყუმბარმტყორცნის სროლის მომენტი... რამის მეორე მხრეს თავისიანებისკენ "გაატანა"
ოთახებში ხელყუბარებს არ ყრიან ისე შედიან
თავიდანვე ისე მიდიან, რომ თითქოს იციან სად დახვდებათ მტერი,
სავარაუდოდ იციან ის რომ კორპუსში მშვიდობიანი მაცხოვრებლები არ არიან (წინააღმდეგ შემთხვევაში ყუმბარმტყორცნს არ ისროდნენ)
ამ შემთხვევაში კი მტერი შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს
არ იყენებენ ღამის ხედვის მოწყობილობებს და იყენებენ ფანრებს (მგონი პირველი ჯობია)...
ფანჯრიდან შეძრომის დროსაც (ზევიდან ერთი მებრძოლი თოკით კიდია და ისვრის, ესენი კიდე შედიან).... რამდენად სწორეა?
მანდ მაგარი "ბოლია"
რპგ-შნიკი რო ისვრის ბოლი იმ ფანჯრის მხარეს გამოდის, რომლის კუთხეშიც დგანან სპეცრაზმელები
მარჯვენა კუთხეში სარკით აღჭურვილი სპეცრაზმელი, მაგის თავზე კი თოკზე უნდა ეკიდოს ერთი სპეცრაზმელი, რომელიც მანამდევედაეშვა, მაგრამ მაგ მომენტში არ ჩანს
თუმცა შტურმის მომენტში ისევ იჩითება
კიბეებზეც ძალიან ჩქარა ადიან ჩემი აზრით, ისე რომ ზედა სართულებს არ ამოწმებენ და ერთმანეტს ნორმალურად არ აზღვევენ. მითუმეტეს რომ ღამეა
25:38-ზე სამი კაცი შემოდის დერეფანში (თუ რაც არის) და ორი მიმყოლიდან არც ერთი არ ამოწმებს, დერეფნის გვერდებზე არსებულ შეჭრილ ოთახებს თუ კუთხეებს, არადა მტერი შეიძლება იქაც იყოს
25:44-ზე კარების ხელით გაღება (კი ღიაა, მაგრამ მაინც), დანაღმული რო იყოს ?
ოთახში ორი კაცი შედის, არ ამოწმებენ ჭერს და იატაკს, არ იკავებენ 3-4 კუთხეს (ებრაული სისტემით 3, ამერიკულით 4)
+ კიდევ ერთხელ არ ყრიან ლიმონკებს
იარაღიც... რა ვიცი... შენობაში ბრძოლისთვის უფრო კაიც შეიძლებოდათ მოეძებნათ
ბოლოს იძახიან. ნამდვილი მეთაურები და სპეცრაზმელები მონაწილეობდნენო.... მანდ კი ზოგიერთის სახე გამოაჩინეს
+ ამ ყველაფერს stalker-gg-ს ნათქვამიც
* * *

რამხელა სამიზნეებია



ეკვადორელი კომანდოსები.... არადა ვენესუელას პადელნიკი ქვეყანაა ხო?
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101