"პირად თემებში", სადაც 098-საგან ჩემთვის მოცემული 1 წლიანი ბანის საკითხი ირჩეოდა, პირადად მოვითხოვე რომ მისთვის მოეხსნათ მოდერის CP

მან იმავე თემაში აღიარა რომ პირველი 10 თვიანი ბანი
სამხედრო სიახლეები, XIX (post #31539752) არასწორად მომცა და ეს საკუთარ ემოციურ პრობლემას დააბრალა. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ამ "ემოციური პრობლემიდან" საკმაო დრო იყო გასული და თავისუფლად შეეძლო გამოესწორებინა თავისივე შეცდომა, თუმცაღა არაფერი არ გაუკეთებია ამის მსგავსი იქამდე, სანამ პატივცემულმა CPL-მა ჩემზე ბანის მოხსნის საკითხი არ დააყენა "სამეთაურო თათბირში" (მისი პოსტი ეხლა წაშლილია). აქ 098-მა ვითომა და "კაცური საქმე" გააკეთა და TIM-ს მიმართა თხოვნით, არა და მას რომ არ მიემართა, მე გავასაჩივრებდი იმ ბანს და უარესი იქნებოდა 098-სათვის. ეს 098-მაც ძალიან კარგად იცოდა და თავის თავს თავისივე საქციელით უშველა

შემდეგ, როგორც კი ჩემსა და ildamusa-ს შორის მოხდა ურთიერთშეურაწყოფა "სამეთაურო თათბირში", 098-მა ildamusa-ს მიერ ჩემს მიმართ დაწერილი პირველივე შეურაწმყოფელი პოსტი წაშალა და ჩემი კი დატოვა. ამის შემდეგ მან მე 1 წლიანი(!) ბანი დამადო, ildamusa კი ბანის გარეშე დატოვა იმისადა მიუხედავად რომ ზუსტად ildamusa-მ გადმოიტანა PM-დან ჩვენი კერძო საუბარი ღია ფორუმზე და ღიად შეურაწყოფა მან მომაყენა პირველმა
არის თუ არა ეს მოდერატორის CP-ის ბოროტად გამოყენება?!
ამის გამო მივმართე სუპერმოდერატორს და დიდი გარჩევის შემდეგ მომიხსნეს უსაფუძვლოდ მოცემული 1 წლიანი ბანი; ანუ იქვე გამოჩნდა თუ რამდენად ობიექტური და კომპეტენტური იყო თქვენი სანაქებო მოდერატორი

აქვე მინდა ავღნიშნო 098-ის სიტყვები: მათ თქვა რომ არსენალის განყოფილების 2 მოდერატორი(Tsabo-gigzi) და 1 კო-მოდერატორი(098) თანახმანი არიან მე(Giorgi001)-ეს სამუდამო ბანი დამედოს და დავიბლოკო ფორუმიდან

ეხლა თქვენ გასაჯეთ რამდენად კომპეტენტურია და ობიექტური 098.
თემის ავტორს კი PM-შიც მივწერე და აქაც დავწერ: ვინმეს კომპეტენციაზე რომ ისაუბრო, სულ მინიმუმ თვითონ უნდა იყო კომპეტენტური რაღაცა პროცენტით მაინც. ამ შემთხვევაში კი ყველა არსენალელმა კარგად იცის რომ giogeo-ს 99% პოსტებისა ან "განვიტვირთოთ არსენალელებო" ან "არსენალელების ფოტოები"-ში აქვს დაპოსტილი.
----------------------
Giorgi001-მა მთხოვა ამის დაპოსტვა.