F-16I sufa უფრო ადრინდელი მოდელია, როგორც ვიცი
block-60-ის წინაპარია (უფრო სწორად უმცროსი ძმა)

AESA არა აქვს
http://www.airwar.ru/enc/fighter/f16i.htmlhttp://www.airwar.ru/enc/fighter/f16df.htmlკონფორმული ავზების დაყენებაც პირველად მგონის სწორედ მაგაზე დაიწყეს
კაი თვითმფრინავია, მაგრამ block 70 მგონი ნაღდად არაა
p.s გამანადგურებლებზე მინდა გკითხოთ
არის ხო ძვირადღირებული გამანადგურებლები, რომელთაც ვერ გავწვდებით, არის ასევე ჩინური ვარიანტებიც
და მე-3 თაობის ბოლო და მე-4 თაობის პირველი სერიის გამანადგურებლები, რომელთაც შეიძლება გაწვდეთ.... მაგ. მიგ-29 და პირველი სერიის ფ-16-ები
მიგ-29 კაი თვითმფრინავია, + ორძრავიანი და მანევრული... ახალ მოდელებს ვერ ვიყიდით.
მაგრამ ძველის მოდერნიზაციაც შეიძლება, ახალი რადარი, ჩაფხუტზედა დამიზენიბის სისტემა.. არ ვიცი რამდენად მოხერხდება ვთქვათ ფიუზელაჟზედა საწვავის ავზები (როგორც მიგ-29სმტ-ზეა). მაგრამ ძრავების სათადარიგო ნაწილებზე პრობლემები გვექნება (შვეულმფრენებისას უფრო ვიშოვით უკრაინისგან), ახალ ძრავებსაც ვერ დავითრევთ.... მიგ-29-ზე სხვა დასავლური თვითმფრინავების ძრავების დაყენება რამდენად გამოვა საკითხავია.... და რომც გამოვიდეს ნახმარი და უნდა დავაყენოთ, ახლები ძვირი დაჯდება (თვითმფრინავის ღირებულებაზე მეტი), მაგრამ ალბათ არც ეგ ნახმარი დასავლური ძრავები იქნება იაფი
+ ცოტა შეიარაღება მიაქვს და პილონებიც ცოტა აქვს
ფ-16 განვიხილოთ block-15/20 და block-25 მოდელები
25-ს ჩვენ ვერ ვიყიდით.... ეგეც არ ღირს იაფი (თუ ნახევარ ფასში მოგვყიდეს კიდე ხო). 15-ის ყიდვას (თუ ძვირი დააფასეს) აზრი არ აქვს
თუ გავჩუქეს კიდევ ხო. მერე ორივე მოდელის მოდერნიზაცია შეიძლება (თან თუ ამერიკამ ასეთი სერიოზული იარაღი მოგვცა, მერე არა მგონია უარი გვითხრას მოდერნიზაციაზე)... საკიდი წერტილებიც საკმარისია და შეიარაღებაც
და ბოლოს რა მინდოდა მეთქვა მირაჟ-5-ზე (ან მირაჟ-III-ზე) რა აზრის ხართ
უფრო მირაჟ-5-ზე რადგან უფრო მეტი საკიდი წერტილი აქვს, 500კგ-ით მეტი შეიაარღებაც მიაქვს და შედარებით უფრო ახალიცაა
იაფად რო ცავარდეს ხელში, და მერე პაკისტანელების (ან სხვების) მსგავსად, ROSE დონემდე რო ჩაუტაროთ მოდერნიზაცია.. თან მირაჟი საკმაოდ მანევრული თვითმფრინავია
This post has been edited by socom on 8 Mar 2013, 21:28