დრო მაქვს მკვდარზე მეტი

ფორუმზეც ხშირად ვარ
მაგრამ ტექნიკურ საკითხებშიც ვერ ვერკვევი და კიდევ არის რამდენიმე მიზეზი...

თან პარტიულ ნეიტრალიტეტზე რა გითხრა

ცოტათი ნაცი ვარ

თუმცა გასაკრიტიკებელს ორივეს ვარიტიკებ თუ იქნება
p.s მოდერებთან მაქვს ერთი სათხოვარი....
კაი ჯანდაბას "ვერ გავარკვიეთ" ვინ მიუერთა ქალბატონი ნანას (CZ88) თემა სხვა თემას, ხომ არის შესაძლებელი ისევ მისი ცალკე გამოყოფა
თუ არ სურს ამ მოდერს თავისი ვინაობის გამჟღავნება და დანაშაულის აღიარება, ის ხომ მაინც შეუძლია გამოასწოროს თავისი შეცდომა და გამოყოს ისევ თემა
განა რამდენი ქალი user-ი პოსტავს არსეალის განყოფილებაში? ხომ შეიძლება, როგორც მანდილოსანს პატივი ვცეთ და ერთი სათხოვარი შეუსრულოთ....
+ ისედაც ბევრი user წავიდა (ან იშვიათად პოსტავს) არსენალის განყოფილებიდან: zsu-24-4, shamugiashvili, kaxeti, patriot, xscout, 098, xanga, david_s, mariri-q, pepe, mojaxedi87, karela, serjanti, dizi, flyer, balu და ა.შ (ყველას ვერ ჩამოვთვლი), მაგრამ ამ ჩამონათვალიდანაც კარგად ჩანს, რომ არსენალს ბევრი დააკლდა. უფრო მეტი წავიდა ავიდრე დღეს აქ ვართ
მიზეზი? ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა... რაც მარტო მოდერების ბრალი არაა და ჩვენი, user-ების, დანაშაულიცააა
დღეს ერთი მეორეს მიაყენებს შეურაცმყოფას და ეს განაწყენებული მეორე არსენალს დატოვებს, შემდეგ კი ეს პირველიც ტოვებს რაღაცაზე განაწყენებული არსენალის განყოფილებას.... ამიტომ როცა ვხედავ რომ ვიღაცასთან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, კამათს თავს ვანებებ ხოლმე, რომ შემდეგ ერთმანეთს არ ვაწყენინოთ... (სწორედ ამიტომ არ ვპოსტავ პოლიტიკაში, ხალხი ერთმანეთს ვიღაც ღლეების გულისთვის აგინებს,.... თუმცა არსენალისაგან განსხვავებით იქიდან არავინ გარბის)
არსენალი ჯარის თემაა... ჯარში კი პოლიტიკის ადგილი არაა.... ჯარი ერთობაა და თუ ვინმეს რამე წყვენა აქვს ერთმანეთის მიმართ არსენალის განყოფილების მიღმა დატოვონ, აქ ეს წყენა დაივიყონ და ერთმანეთთან კორექტულები იყონ.... წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთმანეთის გვერდზე დგომის ნაცვლად, თუ ერთმანეთის დაჭმა დავიწყეთ, არსენალის, როგორც სამხედრო თემის, არსებობა აზრს დაკარგავს
This post has been edited by socom on 19 Mar 2013, 12:44
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101