სავალდებულოს ხანგრძლივობის შემცირებაზე ისევ არაფერი ისმის? 3 თვეზე მეტია სახლში არ ვყოფილვარ და კიდევ როდის გამოვალ ღმერთმა უწყის... მეხუთე თვეა რაც ვმსახურობ და ზუსტად არც ის ვიცი კიდევ რამდენი დამრჩა. რამოდენიმე კონტრაქტზე მყოფ ნაცნობს შევეკითხე და რაც კანონით მოგიწევს ის უნდა იმსახუროო, პრინციპში მართალიცაა, მაგრამ არც მთლად ასე უცოდინარობა ვარგა, გარკვეული დრო და თარიღი რომ გეცოდინება კაცს მაინც ის ჯობია...
პ.ს. ამის წინა თემაში ვნახე ჩემი ძველი პოსტები ერთი სული რომ მქონდა როდის გავხდებოდი ჯარისკაცი, ახლა ჩემი ძმა იკლავს თავს
* * *
tomygunროგორც ახლა ამბობენ უკვე მხოლოდ საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ დაუშვებენ ჯარში მიღებასო და თუ მართალი გამოდგა, მაშინ მოგიწევს ალბათ შინ დარჩენა.
ახლა რომაა და ჩემი გაწვევის დროს რომ იყო კვლავ ისე თუ გაგრძელდა ნამეტანი ცუდი იქნება ეგ, რადგან ნახევარზე მეტი თითქმის ფიზიკურად გამოუსადეგარია თავისი შტატის... რაოდენობა ჭირდებოდათ და გაუშვეს "ნასიპად" ყველა.. ჯარში წასვლამდე შესაბამისად უნდა იყოს ადამიანი სკოლიდანვე აღზრდილი და ჰქონდეს წარმოდგენა სად/რატომ მიდის, რომ ეს მისი მოვალეობაა და არ ჰქონდეს იმის წარმოდგენა იძულებული ვიყავიო და ტყვედ გრძნობდეს თავს ბაზაზე გამოკეტილი..
იმედია რამეს სასიკეთოს გააკეთებ ეს ახალი მთავრობა ამ მხრივ.