კონტრაქტზე ხელის მოწერა და კანონის უკუძალა სულ სხვადასხვა თემაა.
მაგალითს მოგიყვან სდსს-ზე.
როგორც იცი სავალდებულო სამხედრო სამსახური ადრე 2 წლიანი ვადით განისაზღვრებოდა. ჩვეულებრივად მოხდა გაწვევა და ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს ახალწვეულებმა 2 წლიან ვადაზე. ერთი წლისთავზე ახალი გაწვევა მოხდა, სადაც ისევ ჩვეულებრივად 2 წლიანზე წავიდა ხალხი. კანონში მოხდა ცვლილება და ჯარი 1 წლიანი გახდა. სავალდებულო სამხედრო სამსახური ორივე გაწვევამ ერთდროულად დაამთავრა. ანუ პირველ ნაკადს ისედაც უწევდა დამთავრება იმიტომ რომ 2 წელი შეუსრულდა, ხოლო მეორე ნაკადს ერთი წელი ჰქონდა მოხდილი და კანონის უკუძალით დარჩენილი ერთი წელი მოეხსნათ

ხელი შეიძლება 25 წლიან ხელშეკრულებაზე მოაწერო, მაგრამ კონტრაქტში ყოველთვის არის ჩადებული მოქალაქის უფლებების დაცვა. ამ შემთხვევაში მისი გარემოებების დამძიმება შემსუბუქება.
კანონის უკუძალა ამოქმედდება მოქალაქეზე მაშინ, როდესაც მისი პირობითი გარემოება ექვემდებარება შემსუბუქებას, ამ შემთხვევაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება 3 თვით.
ეს არის მოქალაქის დაცვის ბერკეტი.
დამაწერინეს აქ დისერტაცია